ყველაფერი, რაც საოცნებო გასაბერი ნავის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ

აბა, მოაცურეთ ჩვენკენ ნავი, ერთად დავსხდეთ და გავეცნოთ, რა უნდა ვიცოდეთ, როცა ისეთი საპასუხისმგებლო საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი, როგორიც გასაბერი ნავის შერჩევაა.

საერთოდაც, ვიღაცისთვის გასაბერი ნავის შერჩევა ძალიან მარტივი საქმეა, მაგრამ ვიღაცისთვის პირიქით, არც იოსე იოლი. რა თქმა უნდა, თუ მეთევზე ხართ, საწყლოსნო ტურიზმის ან უბრალოდ, აქტიური დასვენების მოყვარული, უკვე გეცოდინებათ, რა გსურთ. თუკი ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს ახლა დგამთ, gardex.ge მაქსიმალურად საჭირო რჩევებს გაგიზიარებთ.

არახალი ამბავია, რომ ზოგი მეგობრის რჩევებს უგდებს ყურს, კომენტარებსა და შეფასებებს კითხულობს ან „იუთუბზე“ ეძებს ვიდეოებს, თუმცა, ეს ყველაფერი მაინც სუბიექტურია, რადგან ტექნიკურ დეტალებზე ყველას საკუთარი შეხედულება აქვს. თქვენ ხომ გასაბერი ნავი თქვენთვის გინდათ? ჰოდა, ყველას მოსაზრება გვერდზე გადადეთ და შერჩევის პროცესს ცივი გონებით, ობიექტურად შეუდექით.

ესე იგი, დავიწყოთ იმით, რას წარმოადგენს თავის თავში გასაბერი ნავი:

ზოგადად, ეს არის საკმაოდ მსუბუქი, გასაბერი, მარტივად გადასატანი საცურაო საშუალება, რომელიც ნიჩბებით არის აღჭურვილი.

გასაბერი ნავები და შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები

  • ნავის ტიპი;
  • ნავის ზომა;
  • მგზავრთა რაოდენობა;
  • ტვირთამწეობა;
  • კორპუსის მახასიათებლები.

სასურველი კრიტერიუმებიდან გამომდინარე, უკვე შესაძლებელია ნავის კონკრეტული მოდელის შერჩევა.

რა სხვაობაა გასაბერ ნავებს შორის

უპირველეს ყოვლისა, თანამედროვე გასაბერი ნავი გამძლე ელასტიკური მასალისგან, სახელწოდებით პოლივინილქლორიდი (ე.წ. პევეხა) იწარმოება და რამდენიმე ჰერმეტული ნაკვეთურისგან შედგება. გასაბერი ნავები შეიძლება იყოს ნიჩბიანი და მოტორიანი, ბრტყელძირიანი და კილი. ბორტის სიმაღლე, წინა ნაწილის ფორმა და ასე შემდეგ, შეიძლება განსხვავებული იყოს, რაც კონკრეტული მოდელის დინამიკურ მახასიათებლებზეა დამოკიდებული.

ძირითადი რეკომენდაციები

  • მობილურობა

ნებისმიერი გასაბერი ნავის მთავარი უპირატესობა მობილურობაა: ამოიღე საბარგულიდან, გაბერე, შეაცურე წყალში და ყველაფერი მზად არის. მცირე ზომის გაბერილი ნავის გადატანა მხრითაც კი შეიძლება, თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით დიდ მოდელებზე. ამ შემთხვევაში, ნავის გაბერვა ხშირად არ ხდება, ტრანსპორტირება კი უკვე მზა მდგომარეობაში ხდება, რისთვისაც სპეციალური მისაბმელები არსებობს. ასეა თუ ისე, რაც არ უნდა იყოს, ნებისმიერი ზომის გასაბერი ნავი გამორჩეულია მობილურობით და ნავსადგომთან ცალკე ადგილის გამოყოფა საჭირო სულაც არ არის, როგორც ეს კატერებს და ჩვეულებრივ ნავებს სჭირდებათ.

რაც მთავარია, თქვენი ნავის მობილურობა თქვენი არჩევანია!..

  • ზომა

აქვს თუ არა მნიშვნელობა გასაბერი ნავის ზომას? კარგი კითხვაა.

დავუშვათ, მარტო თევზაობა გიყვართ, ან პირიქით, სათევზაოდ სიარული მეგობრებთან ერთად გირჩევნიათ. შესაბამისად, შეგიძლიათ, როგორც ერთ ადგილიანი შეიძინოთ, ისე არჩევანი უფრო დიდ მოდელზე გააკეთოთ.

გასაბერი ნავის შიდა სივრცის ზომა ფართო დიაპაზონში მერყეობს. დასაჯდომები, თანამედროვე მოდელებში, როგორც წესი, იოლად იხსნება, რაც საშუალებას იძლევა, შიდა სივრცის მოცულობა საჭიროების მიხედვით შეცვალოთ.

აღსანიშნავი და გასათვალისწინებელია, რომ გასაბერი ნავის ზომა და ტვირთამწეობა იმაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე შეიძლება, რომ დაგჭირდეთ, ვინაიდან წყალზე ნავის გადატვირთვა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კატეგორიულად მიუღებელია.

  • ძრავა და ნიჩბები

აქაც არჩევანი მხოლოდ თქვენს მიზნებზეა დამოკიდებული. ან ნაპირს ნიჩბებით დაშორდეთ და თევზაობა მშვიდ ადგილზე სცადოთ, ან კარგი მოტორის დახმარებით, წყალზე ინავარდოთ.

შეგახსენებთ, რომ ხშირად, ნიჩბებიან ნავებზე მცირე ზომის მოტორის დაყენების საშუალებაც არის, ანუ, თუკი თავიდან ნიჩბიანს აირჩევთ და მერე ძრავიანი მოგინდებათ, არ ინერვიულოთ, გამოსავალს იოლად მიაგნებთ.

დამატებითი აღჭურვილობა

ურიგო არ იქნება, თუკი ისეთ მწარმოებელს შეარჩევთ, რომელიც თავისი გასაბერი ნავისთვის ბევრ დამატებით „ფიშკას“ გთავაზობთ. როგორც წესი, დამატებითი აღჭურვილობა კონკრეტული მოდელებისთვის არის შემუშავებული. იგულისხმება, მაგალითად, მზისგან დამცავი ტენტი.

ძალიან სასარგებლო დამატებითი აღჭურვილობაა, მაგალითად:

  • – მზისგან დამცავი ტენტი;
  • – ტენტი კარავი;
  • – შხეფებისგან დამცავი ტენტი;
  • – სამაშველო ჟილეტები;
  • – ანკესების დამჭერი სადგამები.

რაკი ამ სიტყვებამდე მოხვედით, ფაქტია, ყველაფერი ბოლომდე ჩაიკითხეთ და იმედია, გამოგადგებათ gardex.ge- როგორც რჩევები, ისე ჩვენთან შეძენილი ნავებიცა და ნებისმიერი სხვა სასურველი პროდუქტი.

გისურვებთ, თქვენი ოცნების ნავის სწორად შეარჩიოთ, რომელიც ბევრი წელი მოგემსახურებათ თქვენ და თქვენს მეგობრებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ნავიგაცია