
შეიკარით ღვედი და… არა, ღვედი ხომ მანქანას სჭირდება. არაფერიც არ შეიკრათ. უბრალოდ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენს წინაშეა საოცარ-საოცნებო გასაბერი ნავი და ყველაზე უფრო კომფორტულად მოთავსდით – ისეთი ამბები უნდა მოგიყვეთ თევზაობასა და იმ ყველაფერზე, რაც ამ შესანიშნავ პროცესს თან ახლავს, შესაძლოა, არც კი დაიჯეროთ.
მოკლედ, შევარჩიეთ იმ დღეს მეგობრებმა გასაბერი ნავები, წავედით ალაზანზე, გვარიანად ვითევზავეთ და ააააააი აააააამხელა თევზები დავიჭირეთ…
არ ჩანს, რამდენია ეს – ააააააი აააააამხელა?
კარგით, მაშინ უფრო უკეთეს ამბებზე გადავიდეთ.
სათევზაოდ… ნიჩბით (?!)
აკი გითხარით, ისეთებს მოგიყვებით, დაჯერებაც გაგიჭირდებათ…
ისე, თევზაობას რომ თან ახლავს ასეთი ამბები, რა თქმა უნდა, კი გეცოდინებათ.
და ის თუ იცით, რომელ ქვეყნებში დადიან სათევზაოდ… ნიჩბით? ჰოდა, თუ არ იცით, აგერ, მოგახსენებთ: ცენტრალური აფრიკის ბევრ ქვეყანაში მცხოვრებმა მეთევზეებმა დიდი ხანია, შენიშნეს, რომ იქაური თევზი, რომელსაც პროტოპტერუსი ჰქვია, გვალვის დროს ლამში ეფლობა და წყლის ბინადართა ასეთ უჩვეულო გარემოში სიცოცხლეს ჩვეულებრივად ინარჩუნებს.
პროტოპტერუსი ორგვარადმსუნთქავთა კლასის თევზი გახლავთ და როგორც ეს დასახელებაც მეტყველებს, წყალშიც შეუძლია, ისუნთქოს და – მის გარეშეც. თქვენ წარმოიდგინეთ, პროტოპტერუსი უწყლოდ 5-9 თვის განმავლობაში ცოცხლობს.
აი, სწორედ ასეთია ცენტრალური აფრიკის ქვეყნების მცხოვრებთა თევზაობა ნიჩბით – გაიდებენ მხარზე ნიჩაბს, მიადგებიან დამშრალ მდინარეს, მოჩიჩქნიან მიწას და სულ ეგ არის…
რა თქმა უნდა, თევზაობის ჭეშმარიტი მოყვარულებისთვის მთელი ვიტამინები ანკესშია და არა – ნიჩაბსა და ბრტყელტუჩაში.
აბა, რა ჯობია, კაი კომფორტული და გამოცდილ-გამომდგარი გასაბერი ნავი რომ გაქვს, შეცურავ წყალში და გაყურსული თევზს ელოდები…
სხვათა შორის, კომფორტული და გამოცდილ-გამომდგარი გასაბერი ნავები Gardex.ge-ზე უნდა მოიძიოთ, იმდენი სახეობისას და იმდენ მოდელს მიაგნებთ, ნიჩბით მოთევზავეებს ყველაზე თამამ ოცნებებშიც არ ექნებათ დალანდული…
მარეკებად… დელფინები (?!)
აღარ გავიმეორებთ დაუჯერებელ ამბებზე აღარაფერს, ისედაც ვთქვით ზემოთ რამდენჯერმე და ამასობაში, კი გამოგვივიდა მაინც გამეორება.
მოკლედ, კიდევ ერთი დაუჯერებელი, მაგრამ ნამდვილი ამბავი, რაც თევზაობას ეხება, ის გახლავთ, რომ დელფინებს, თურმე, შეუძლიათ, მეთევზეებისთვის მარეკების ფუნქცია შეასრულონ.
ეს უცნაურობა ბრაზილიის ქალაქ ლაგუნაში ხდება – იქ მობინადრე დელფინები, თურმე, უკვე მრავალი წელია, ადგილობრივ მეთევზეებს თევზჭერაში ეხმარებიან. საქმე ის გახლავთ, რომ სანამ მეთევზეები ნაპირთან დგანან, დელფინები მათკენ თევზს აქტიურად ერეკებიან. როგორც კი ერთი დელფინი მაინც წყლიდან ამოხტება, მეთევზეებმა იციან, რომ ეს ნიშანია და ბადეებს თამამად ისვრიან.
ეს უჩვეულო და დაუჯერებელი მოვლენა პირველად ჯერ კიდევ 1847 წელს შენიშნეს, რაც დღემდე გრძელდება.
და კიდევ ერთი უცნაურობა – დელფინებისთვის ეს არავის უსწავლებია…
ბადით თევზაობას, ალბათ, აქვს თავისი „მუღამი“, მაგრამ ისეთი გასაბერი ნავები შეგიძლიათ, Gardex.ge-ზე შეიძინოთ, ანკესით თევზაობისკენ რომ თავისით გიბიძგებთ…
თევზაობა… გაწვრთნილი ფრინველებით (?!)
ნადირობას სხვა ვიტამინები აქვს, თევზაობას – სულ სხვა. ჰოდა, ამ ორი რამის გაერთიანება შეიძლება ვითომ?
ჰაი, ჰაი, რომ შეიძლება – ძველ ჩინეთსა და იაპონიის კუნძულებზე, არ იკითხავთ, როგორ თევზაობდნენ? შეცურდებოდნენ, თურმე, მეთევზე-მონადირეები წყალში თავიანთი ბამბუკის ნავებით და ააფრენდნენ რამდენიმე გაწვრთნილ ჩვამას (ბაკლანსაც უწოდებენ). ფრინველები პატრონის გარშემო ტრიალებდნენ და ყველა თევზს იჭერდნენ, რომელიც მათ სიახლოვეს გაცურდებოდა. მთავარი ამბავი აქ ის არის, რომ ჩვამა თევზის ჩაყლაპვას ვერ ახერხებდა, რადგან ყელზე თოკი მჭიდროდ ჰქონდა მოჭერილი. ჰოდა, საზრიან მეთევზეს ისღა რჩებოდა, ფრინველის ნისკარტიდან თევზი ამოეყვანა და მერე, ალბათ, ტაფაზე აეშიშხინებინა…
ბამბუკის ნავებისა და ჩვამებისა რა გითხრათ, აბა. რისი თქმაც თამამად შეგვიძლია… მიხვდით, ალბათ – გასაბერი ნავები Gardex.ge-ზე, ანკესი და მისი ჯანი, რა!..
1208 კილო… ანკესით (?!)
ტივტივა რომ უცბად სიღრმეში დაიკარგება, ანკესი ათამაშდება და გული ბაგაბუგს დაიწყებს… ოჰ, ოჰ, ოჰ, დაილოცოს თევზაობის მომგონი!..
ახლა ის წარმოიდგინეთ, 1208 კილოიანი თევზი ანკესს აათამაშებს კი არა, ზანზარსა და რუზრუზს რომ დააწყებინებს, რა გრძნობა იქნება.
დიახ, ანკესით დაჭერილი გინესის რეკორდების წიგნის ღირსი თევზი სწორედ 1208 კილოგრამს იწონიდა – საუბარია თეთრ ზვიგენზე, რომელიც 1959 წლის 21 აპრილს ვინმე ელფ დიანმა სამხრეთ ავსტრალიაში დაიჭირა.
მეთევზისა და ზვიგენის ჭიდილი, თურმე, რამდენიმე საათს გაგრძელდა და როცა როგორც იქნა, თევზი ნაპირზე გაიყვანეს, 10-მდე ადამიანი სულს ძლივსღა ითქვამდა…
მსგავსი ისტორიებით სამომავლოდაც მოგამარაგებთ, მანამდე კი გასაბერი ნავი და სხვა კიდევ ბევრი საინტერესო რამ სადაც უნდა მოიძიოთ, კი გითხარით – დიახ – Gardex.ge-ზე…