
ბევრ ამერიკულ ფილმში გექნებათ ნანახი, როგორ იმორჩილებენ უზარმაზარ ტალღებს სერფინგის დაფებზე დამდგარი ადამიანები და გამორიცხულია, ერთხელ მაინც არ გაგჩენოდათ სურვილი, რაღაც მსგავსი თავადაც გამოგეცადათ.
თუკი აქამდე სერფინგის დაფა მხოლოდ ფილმებში გქონდათ ნანახი, ახლა უკვე შეგიძლიათ, უზარმაზარი ინტერესის აღმძვრელი ეს ნივთი იოლად შეიძინოთ – Gardex.ge სერფინგის დაფების ძალიან საინტერესო არჩევანს გთავაზობთ.
შეიძენთ და მერე რა უნდა ქნათ, მასზე დგომა რომ არ იცით?
აქ უკვე თუნდაც „იუთუბი“ დაგეხმარებათ, მაგრამ რამდენიმე საჭირო რჩევას ჩვენც მოგცემთ, რაღა თქმა უნდა.
რა არის სერფინგი?
სერფინგი – ეს არ არის მხოლოდ წყლის სპორტი. ეს არის ცხოვრების სტილი, ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნის გზა და თავგადასავლებით სავსე გამოცდილება. დაუვიწყარი თავგადასავლის მთავარი კომპონენტი კი, უდავოდ, სერფინგის დაფა გახლავთ. ის არა მხოლოდ იარაღია ტალღების დასაპყრობად, არამედ ვნება, რომელიც სერფერსა და ტალღებს შორის საოცარ კავშირს აჩენს.
რა არის სერფინგის დაფა?
სერფინგის დაფა, იგივე „სერფბორდი“, არის სპეციალური მოწყობილობა, რომელიც წყლის ზედაპირზე თავსდება და სერფერს საშუალებას აძლევს, ტალღებზე „იაროს“. თავდაპირველად, დაფები ხისგან მზადდებოდა და საკმაოდ მძიმეც იყო, თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით გაცილებით მსუბუქი, ძლიერი და სპორტსმენის უნარებსა და პირობებზე მაქსიმალურად მორგებული გახდა.
როგორ შევარჩიოთ სერფინგის დაფა?
დაფის არჩევა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად, სპორტსმენის შესაძლებლობების დონეზე, სხეულის წონაზე, ტალღების ტიპსა და ასე შემდეგ.
დამწყებთათვის რეკომენდებულია გრძელი, ფართო და სქელი დაფა, რომელიც სტაბილურობას უზრუნველყოფს. რაც უფრო იზრდება სერფერის უნარები, მით უფრო პატარა და მანევრულ დაფაზე გადადის.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დაფის ფირფიტის მასალა. დღესდღეობით ფართოდ გამოიყენება ვინილი, ალუმინი, პოლივინილქლორიდი (ე.წ. პევეხა) და ასე შემდეგ.
სერფინგის დაფის მოვლა
დაფა ყურადღებასა და მოვლას საჭიროებს, რათა რაც შეიძლება, ხანგრძლივად გამოიყენოთ. მისი დაზიანება შეიძლება მზისგან, მარილიანი წყლისგან ან დარტყმებისგან. მნიშვნელოვანია ყოველი სერფინგის სესიის შემდეგ დაფის გარეცხვა სუფთა წყლით და შენახვა ისეთ ადგილას, სადაც მზის სხივები არ ხვდება.
ასევე, დროთა განმავლობაში საჭირო ხდება დაფის ცვილით დაფარვა, რაც ეხმარება სერფერს დაფაზე სიმტკიცის შენარჩუნებაში, რათა ზედაპირზე ზედმეტად არ ისრიალოს.
სერფინგის დაფა და მისი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობა
სერფინგის დაფებს ღრმა კულტურული ფესვები აქვს, განსაკუთრებით ჰავაიში, პოლინეზიასა და ტაიტიში. საუკუნეების წინ, ადგილობრივები სერფინგს წმინდა რიტუალად აღიქვამდნენ, ხოლო დაფას – როგორც სულიერი ძალის მატარებელ ობიექტს.
რატომ არის სერფინგის დაფა განსაკუთრებული?
სერფინგის დაფა ბევრისთვის მხოლოდ სპორტული აქსესუარი არაა. ის არის თავისუფლების სიმბოლო.
თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრი სერფერი საკუთარ დაფას სახელსაც კი არქმევს. დროთა განმავლობაში, დაფა იცვითება, იკაწრება, მაგრამ ეს ნაკლი სულაც არ არის, ეს არის გამოცდილება, მოგონებების, თავგადასავლების კვალი.
რას გთავაზობეთ Gardex.ge?
როგორც უკვე გითხარით, Gardex.ge-ზე სერფინგის დაფების საკმაოდ საინტერესო არჩევანია წარმოდგენილი, ქვემოთ კი ერთ-ერთი მათგანის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით:
ZRAY-ის ბრენდის სერფინგის დაფა დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალებისგან და წარმოუდგენლად გამძლეა.
დაფის ზომებია 330 x81x15სმ და აღჭურვილია UAL ტექნოლოგიით. მიღებული აქვს უჟანგავი ფოლადის D-რგოლი გემბანსა და კუდზე. გარდა ამისა, აქვს რეგულირებადი T-სებრი სახელური, ალუმინი. ლილვი ძლიერი კომპოზიტური პირით, გადახვევის საწინააღმდეგო სლოტით, უსაფრთხო ბალთა და გამძლე და რბილი თასმები კომფორტული ტარებისთვის. ასევე, მოჰყვება უსაფრთხოების სარქველი, ბალიშები, ზურგჩანთა, სავარძელი, სარემონტო ნაკრები და ფეხის საყრდენი. დაფისა და ყველა აქსესუარის სრული შეფუთვა, ჰაერის ოპტიმალური წნევით 15 psi-მდე – ეს დაფა შესანიშნავი არჩევანია ნებისმიერი ავანტიურისტისთვის.
