გასაბერი ჯაკუზი რომ ხელმისაწვდომია, აქამდე თუ არ იცოდით, ახლა გეტყვით: გასაბერი ჯაკუზი ხელმისაწვდომია, თანაც – ყველასთვის

ეს ადრე იყო, ჯაკუზის რომ პირველად ნახავდა ვინმე და გაიფიქრებდა, უი, უი, უკვე დროა, ხინკალი ჩავყაროო…

ისე, რამდენი რამ შეიცვალა, თანაც, როგორ მალე, რომ ჩავფიქრდეთ, იმდენად შორს წავალთ, ვშიშობთ, მთავარი სათქმელი გამოგვრჩება და როგორც მიხვდით, ჯაკუზის შესახებ უნდა მოგიყვეთ, ხინკალი, ამ შემთხვევაში, არაფერ შუაშია. უფრო თუ დავაკონკრეტებთ, საუბრის მთავარი თემა გასაბერი ჯაკუზი გახლავთ.

მართლაც, იყო დრო, როცა რიგ შემთხვევებში, ჯაკუზი გაკვირვებასა და აღფრთოვანებას იწვევდა, ერთგვარად, მიუწვდომელი ფუფუნების საგანი იყო, თუმცა, დღეს უკვე ძალიან მარტივად შეგვიძლია, ეს ჩვენი გასაბერი ჯაკუზი, სოფელშიც წავიღოთ, ან აგარაკზეც… დავდგათ შუა ეზოში, ტერასაზე ღია ცის ქვეშ, თუნდაც, თუ მოვისურვებთ – ბოსტანში (დიახაც, ჯაკუზი ჩვენია და სადაც გვინდა, იქ დავდგამთ)…

კარგით, ბოსტანი ისევ პრასსა და ნიახურს დავუტოვოთ და გასაბერი ჯაკუზისთვის სხვა ნებისმიერი სასურველი ადგილი გამოვნახოთ – მსოფლიოში ცნობილი და საიმედოდ გამოცდილი ბრენდის, Avenli-ის პატარა, გასაბერი ჯაკუზი თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ადგილზე დაეტევა და უფროსებსაც ძალიან მოეწონებათ და ბავშვებს ხომ საერთოდ.

ბავშვებთან მიმართებაში მაინც გეტყვით, რომ მინიმალური რეკომენდებული ასაკი 6 წელია. უფროსებს კი რა თქმა უნდა, არანაირი ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვთ, ასე რომ თქვენ იცით და თქვენმა გუმანმა…

გასაბერი ჯაკუზი, რომლის შეძენაც Gardex.ge-ზე შეგიძლიათ, არც ისე დიდ ადგილს იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მართლა ისეთ ადგილას დადგამთ, სადაც გაგიხარდებათ. თუნდაც, ღია ცის ქვეშ, რა პრობლემაა? უფრო მეტიც – მას ღია ცის ქვეშ ზამთარშიც უპრობლემოდ გამოიყენებთ.

გასაბერი ჯაკუზის მონტაჟს ჰა და ჰა, 10 წუთი დასჭირდეს. ზომას რაც შეეხება, 175X70-ზეა, მოცულობა – 800 ლიტრი. დამატებითი სიმტკიცისთვის კედლები წარმოებულია 3 ცალკეული გამძლე მასალისგან. მოჰყვება სანიაღვრე სარქველი, რაც საშუალებას მოგცემთ, გამოყენების შემდეგ ჯაკუზი მარტივად დაცალოთ.

თუ იცით, ვინ იყო კანდიდო იაკუცი?

ალბათ, ბევრს გაუკვირდება, თუ ვეტყვით, რომ სანამ ჯაკუზი ჭყუმპალაობასთან დაკავშირებულ ასოციაციებს გააჩენდა, ერთი ჩვეულებრივი იტალიური ოჯახის გვარი გახლდათ…

პრინციპში, ჯაკუზი ახლაც გვარია, ოღონდაც, იმ განსხვავებით, რომ მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ფუფუნებასთან, დასვენებასთან, მოდუნებასა და კომფორტთან უფრო ასოცირდება.

სხვათა შორის, ჯაკუზის შექმნის თავდაპირველი ჩანაფიქრი სულაც არ გახლდათ დაკავშირებული ფუფუნებასთან და კომფორტთან და მას სამედიცინო მიზნები ჰქონდა. თუმცა, მოდით, ყველაფერს უკეთ მოგიყვებით.

ჯაკუზი თუ იაკუცი?

სწორი პასუხი ასეთია: ჯაკუზიცა და იაკუციც და აი, რაშია საქმე: ჯაკუზი არასწორი, ასე ვთქვათ, „ამერიკული“ გამოთქმაა იტალიური გვარის, რომელიც ასე ჟღერს – იაკუცი. თუმცა, დღეს ამას ყურადღებას არც არავინ აქცევს…

დაახლოებით 1900 წელს ამერიკაში 7 იტალიელი ძმა იაკუცი გადასახლდა. მათ 1915 წელს ფირმა დააარსეს, რომელიც თავიდან საფრენი აპარატების წარმოებაზე მუშაობდა, მოგვიანებით კი ჰიდრავლიკური ტუმბოების გამოშვება დაიწყო.

ძმები იაკუცების ოჯახსა და საქმიანობაში ყველაფერი ჩინებულად მიდიოდა, სანამ ერთ-ერთის, კანდიდოს შვილს, რომელსაც რევმატული ართრიტი აწუხებდა, რეგულარული მასაჟი არ დასჭირდა. ჰიდრომასაჟის აბაზანის პირველი პროტოტიპი მან 1956 წელს შექმნა, რომელიც ძმებმა მოგვიანებით მრავალჯერ გააუმჯობესეს და საერთო ჯამში, 250-ზე მეტი პატენტი მიიღეს.

კანდიდო იაკუციმ შექმნა მოწყობილობა – აერაციული ტუმბო, რომელიც წყალში ჩაძირვის შემდეგ, მძლავრ ჭავლს უშვებდა და  რომელიც გახდა კიდეც თანამედროვე ჯაკუზის „სახელოვანი წინაპარი“.

კანდიდო იაკუცის მიერ გამოგონებული მოწყობილობა მალევე გახდა პოპულარული ადამიანებში, რომლებსაც სხვადასხვა დაავადება აწუხებდათ. გასული საუკუნის 50-იან წლებში უჩვეულო ტუმბოები აფთიაქებსა და სამკურნალო აღჭურვილობის მაღაზიებში იყიდებოდა. მოგვიანებით მისი გამოყენება უკვე არა მხოლოდ სამკურნალოდ, არამედ დაღლილობის მოსახსნელად, განწყობის ასამაღლებლად დაიწყეს.

იტალიური იაკუცი დღეს მსოფლიოში ცნობილი ჯაკუზი გახდა და ალბათ, კანდიდო სულაც არ იქნებოდა უკმაყოფილო, თუ გაიგებდა, რომ მისი გამოგონება კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა და ამჯერად გაცილებით ხელმისაწვდომია გასაბერი ჯაკუზის სახით, რომელსაც, ამ ერთხელაც შეგახსენებთ,Gardex.ge-ზე ძალიან მარტივად შეიძენთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ნავიგაცია