
ზაფხულია, ცხელა-ცხელა, ბუღი ასდის ქალაქს
და დედ-მამას პატარებმა…
მოდით, ეს გასაოცარი ლექსი ხელუხლებლად დავტოვოთ, რითმების რახარუხი გვერდზე გადავდოთ და ისევ ზაფხულის ხვატსა და პაპანაქებას მივუბრუნდეთ და იმას, ბავშვებსაც და დიდებსაც ცხელ დღეებში აუცილებლად გაგრილება რომ სჭირდებათ.
რა მაგის პასუხია და უბრლოდ, თვალიერება რომ დაიწყოთ, ისეთი გასაბერი აუზები შეგხვდებათ Gardex.ge-ზე, ისეთი ფერადები, ისეთი ნაირ-ნაირი, კაცმა არ იცის, სულაც არ არის გამორიცხული, არჩევანის გაკეთება გაგიჭირდეთ და ბავშვებს უთხრათ, მოდით, რა, ზაფხული რომ გადაივლის, მერე გავგრილდეთო.
ქვემოთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას, რაც გასაბერი აუზის შერჩევის პროცესში აუცილებლად გამოგადგებათ.
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი აუზი – მთავარი კრიტერიუმები
– სიღრმე
თუკი გსურთ, გასაბერი აუზი 3 წლამდე ბავშვებისთვის შეიძინოთ, მისი სიღრმე 20 სანტიმეტრს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჭარბებდეს. სკოლამდელი ასაკის ბავშვები შესანიშნავად გაგრილდებიან ისეთ აუზშიც, რომელსაც დიდი სიღრმე არ აქვს. აი, თუკი უფროსებისთვის ფიქრობთ გასაბერ აუზს, მაშინ, აბსოლუტურად დასაშვებია, სიღრმე 1 მეტრსაც აღემატებოდეს.
– გასაბერი აუზის სიღრმე + ასაკი = ???
- 17 სმ-მდე – ბავშვებისთვის 18 თვიდან;
- 50 სმ-მდე – 36 თვემდე ბავშვებისთვის;
- 70 სმ-მდე – 7 წლამდე ბავშვებისთვის;
- 170 სმ-მდე – 12 წლამდე ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, დიდებისთვის;
- 170 სმ-დან – მოზარდებისა და დიდებისთვის.
– ფორმა – მრგვალი, მართკუთხა თუ ოვალური?
რაც უფრო სქელია მასალა, რომლისგანაც გასაბერი აუზია დამზადებული, გამძლეობაც, შესაბამისად, მაღალი ექნება.
როგორც წესი, აუზი მრგვალი ან ოვალურია, თუმცა, შეხვდებით კვადრატულსაც და მართკუთხედსაც.
განსხვავებულია ტევადობაც – შესაძლოა, გასაბერი აუზი, მაგალითად, 25 ლიტრ წყალსაც იტევდეს და – 40 ტონასაც.
დამატებით აქსესუარებად, შესაძლოა, შეხვდეთ, მაგალითად, შადრევანს, გორაკებს, სათამაშო კომპლექსებს. დიზაინი და ფერთა გამა კი ყველაზე უფრო მრავალფეროვანია.
აქ ერთი საინტერესო რამ გაითვალისწინოთ – ადამიანებს, რომლებსაც უყვართ მოდუნება, მზეზე ნებივრობა და კოქტეილის მოწრუპვა, უფრო მომრგვალებული ფორმის აუზები ხიბლავთ. ადამიანები, რომლებსაც აქტიურობა და ცურვა ურჩევნიათ, მართკუთხა კონსტრუქციას ამჯობინებენ.
არსებობს აუზები გასაბერი ფსკერით და თუკი ბავშვების გახარებას აპირებთ, სწორედ ასეთი მოდელის შეძენა ჯობია, რათა თავიდან აიცილოთ მყარ ზედაპირზე შეჯახებისგან მიღებული შემთხვევითი ტრავმები.
– აქვს თუ არა ზომას მნიშვნელობა?
თუკი დასვენებას მთელ ოჯახთან ერთად ფიქრობთ, ან გადაწყვეტილი გაქვთ, მეგობრებისთვის წვეულებები და დიდი ამბები მოაწყოთ, გაბარიტული მოდელი დაგჭირდებათ. აქვე ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ აუზისთვის, რომლის დიამეტრი 3 მეტრზე მეტია, აუცილებლად დასჭირდება ფილტრი, წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალი ძალიან მალე დაბინძურდება.
– რატომ არის პოპულარული გასაბერი აუზები?
მოდით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და გავიგოთ, რამ გამოიწვია, რომ გასაბერი აუზები სულ უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭენ.
- ფასი მართლაც გაცილებით ხელმისაწვდომია, ვიდრე სრულფასოვანი აუზის ჯერ აშენება, შემდეგ კი – მოვლა-პატრონობა;
- ფართო ასორტიმენტი – შეგიძლიათ, შეიძინოთ მრგვალი აუზი, ან ოვალური, მართკუთხედი. შეგიძლიათ, შეიძინოთ, ვარსკვლავის ფორმის, ცისფერი, მწვანე, ყვითელი, წითელი და ასე შემდეგ;
- მონტაჟის სიმარტივე – არც მთლად მონტაჟი შეიძლება ეწოდოს იმ პროცესს, რაც აუზის გაბერვასა და მისთვის ადგილის მიჩენას გულისხმობს. სულაც არ არის საჭირო წინასწარი სამუშაოები. შევიძენთ აუზს Gardex.ge-ზე, გადავხედავთ ინსტრუქციას, ავიღებთ „ნასოსს“ და ვიწყებთ მოქმედებას. ზომიდან გამომდინარე, საჭიროა დაახლოებით 10-45 წუთი და სულ ეგ არის – გაგრილდით და იმხიარულეთ;
- მობილურობა – გასაბერი აუზის განთავსებისთვის ნებისმიერი ადგილის შერჩევა შეიძლება. თუ შემდეგ მისთვის ადგილის შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ, ნება თქვენია, სადაც გინდათ, იქ გადაიტანთ. სეზონი დასრულდა? არც ეგ არის პრობლემა – უბრალოდ, აუზს დაფუშავთ, გარეცხავთ, გააშრობთ და მომდევნო ზაფხულამდე გადაინახავთ;
- ბავშვებისთვის გასაბერი აუზები იდეალური ვარიანტია, რადგან გვერდები რბილი აქვს. ამასთან ერთად, წყალი მალე თბება, დიზაინს კი, როგორც ზემოთაც ვთქვით, ისეთს შეარჩევთ, როგორც თქვენს გულს გაუხარდება.
დასასრულისკენ ერთ მნიშვნელოვან რჩევასაც მოგცემთ: როცა გასაბერი აუზის შენახვის დრო დადგება, არავითარ შემთხვევაში ის ცივ და მით უმეტეს, ყინვიან ადგილს არ გააკაროთ, საკუჭნაო იქნება, თუ – ფარეხი – მასალა იოლად გაფუჭდება, დასკდება და როცა გაბერავთ… თუმცა, დამსკდარს აბა, როგორღა გაბერავთ?..