გარანტიისა და დაბრუნების პირობები
გარანტიის ძირითადი პირობები:
- პროდუქციაზე, რომელსაც თან ახლავს საგარანტიო ტალონი, ვრცელდება მწარმოებლის ან ვებგვერდის საგარანტიო პირობები;
- მომხმარებელი ტალონს დაწვრილებით აღწერილი საგარანტიო პირობებით, შეძენილ პროდუქციასთან ერთად მიიღებს;
- იმისთვის, რომ მომხმარებელმა საგარანტიო მომსახურება მიიღოს, აუცილებლად უნდა წარადგინოს საგარანტიო ტალონი და გადახდის ქვითარი;
- საგარანტიო მომსახურების მისაღებად საგარანტიო ბარათზე აუცილებელია მითითებული იყოს შემდეგი ინფორმაცია: პროდუქტის დასახელება, მყიდველის ვინაობა, შეძენის თარიღი, გამყიდველი კომპანიის ბეჭედი, პასუხისმგებელი თანამშრომლისა და მყიდველის ხელმოწერები;
- გარანტია ვრცელდება იმ დაზიანებაზე, რომელიც დამდგარია ქარხნული წუნით;
- კომპანია უფლებას იტოვებს, უარი განაცხადოს საგარანტიო მომსახურების გაწევაზე ისეთ ნივთებზე, რომლებიც დიაგნოსტირებისას აღმოჩნდება, რომ პროდუქტის დაზიანება/გაუმართაობა გამოწვეულია – შენახვის, ექსპლუატაციის ან/და სხვა პირობების დარღვევით;
- მნიშვნელოვანია: ზოგიერთ პროდუქციაზე გარანტია არ მოქმედებს, ან თუ მის აღწერაში შესაბამისი პირობები მითითებული არ არის, ამ შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:
- გარანტია არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებში:
- მექანიკურ დაზიანებებზე (ბზარები, ნამტვრევები, ნაფხაჭნები და მისთ.) და დაზიანებებზე, გამოწვეული აგრესიული გარემოს ზემოქმედებით, მაღალი ტენიანობის, მაღალი ტემპერატურის, ელექტროინსტრუმენტის სავენტილაციო გისოსში უცხო საგნების მოხვედრისას, მაღალი წნევის ტუმბოში, აგრეთვე დაზიანებებზე, გამოწვეული არასწორი შენახვის მიზეზით (ლითონის ნაწილების კოროზია და ამგვ.) ელექტრულ კაბელებზე შიდა და გარე მექანიკური და თერმული დაზიანებებით;
- ინსტრუმენტის ბუნებრივ გაცვეთაზე (რესურსის სრული გამომუშავება, გარე და შიდა ძლიერი გაჭუჭყიანება);
- ბუნებრივ გაცვეთის მიდრეკილების მქონე ნაწილებზე;
- მოცილებული, წაშლილი ან შეცვლილი საქარხნო ნომრით ინსტრუმენტებზე;
- ელექტროინსტრუმენტის პროფილაქტიკურ მომსახურებაზე, მაგალითად, გასუფთავება, გამორეცვხა, დაზეთვა და ა.შ.
დაბრუნების ძირითადი პირობები
- Gardex.ge-ზე შეძენილი პროდუქციის დაბრუნების უფლებით მომხმარებელი სარგებლობს შემდეგ შემთხვევებში:
1.1. დაბრუნების პოლიტიკის შესაბამისად, მომხმარებელს ნივთის დაბრუნება შეუძლია შეძენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში;
1.2. თუკი ნივთის შეძენიდან გავიდა 7 კალენდარული დღე, მომხმარებელი დაბრუნების უფლებას კარგავს;
- ნივთი დაბრუნებას ექვემდებარება შემდეგ შემთხვევებში:
2.1. არ არის დაზიანებული შეფუთვა, შენარჩუნებული აქვს სასაქონლო იერსახე, სამომხმარებელირებლო თვისებები, ქარხნული იარლიყები და ა.შ.
2.2. კომპანიის უფლებამოსილი პირი განახორციელებს ნივთის ვიზუალურ დათვალიერებას. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება ზემოხსენებულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობა, კომპანიას უფლება აქვს, მომხმარებელს ნივთის დაბრუნებაზე უარი უთხრას;
- დაბრუნების დროს, ნივთს თან უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ტალონი და ა.შ.).
- განვადებით შესყიდული ნივთის დაბრუნების წესი
4.1. განვადებით შესყიდული პროდუქციის დაბრუნება ან/და განვადების გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ კომპანიის თანხმობით წინამდებარე დაბრუნების წესებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
4.2. განვადებით შესყიდული პროდუქციის დაბრუნება, შესაძლოა, შეუძლებელი იყოს, თუ მომხმარებელი განვადებით შეიძენს დაბრუნებად და დაუბრუნებად ნივთებს ერთად.
- აქციით შესყიდული ნივთის დაბრუნების წესი
5.1. აქციით შესყიდული ნივთის დაბრუნებისას, თუ დაბრუნება არღვევს აქციის პირობას, კომპანიას უფლება აქვს, მომხმარებელს აქციით მიღებული ბენეფიტების დაბრუნება მოთხოვოს.
- დასაბრუნებელი პროდუქტის ტრანსპორტირება
6.1. ნივთის დაბრუნების სურვილის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, თავად უზრუნველყოს ნივთის მიტანა შესაბამის მისამართზე, ან შესაძლებელია, გამოიყენოს საკურიერო კომპანია და ისარგებლოს მიტანის სერვისით.
6.2. პროდუქტის ტრანსპორტირებაზე დაზიანების/გაფუჭების რისკი სრულად გადადის მომხმარებელზე;
Gardex.ge მადლობას გიხდით ნდობისა და თანამშრომლობისთვის!