შეიძინეთ ბუდე საქანელა სახლისთვის, აგარაკისთვის, ოფისისთვის და გაიხსენეთ ბავშვობის საოცარი წლები

მოვიშველიოთ გენიალური ეგზიუპერი და დავეთანხმოთ, რომ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, ყველაზე უფრო ლამაზი, ფერადი, მშვენიერი წლებიდან, როცა არც ეროვნული ვალუტის კურსის აღმავლობა-დაღმავლობა გვაშფოთებს, არც ნიტრატებიანი საზამთროსი გაგვეგება რამე და წამით არ მივაქცევთ ყურადღებას, ბალენსიაგა ვარდისფერ კალოშებს გამოუშვებს თუ ილონ მასკი – საფირონის ყველგანმავალს. როგორი რთულიც არ უნდა იყოს პერიოდი, ბავშვებისთვის ყველაფერი მაინც ტკბილ მოგონებებად ილექება და გაიხსენეთ, აბა, როგორ გიყვარდათ საქანელა…

მართლა ძალიან საინტერესო რამით გვსურს, ბავშვობის მოგონებები აგიშალოთ და ბუდე საქანელა შემოგთავაზოთ, რომელსაც პრინციპში, ნებისმიერ ადგილას გამოიყენებთ – სოფლად, აგარაკზე, კორპუსის აივანსა თუ ვერანდაზე, ოფისში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქვე ისიც დავამატოთ, რომ ბუდე საქანელა მხოლოდ ბავშვობის მოგონებებით კი არ გაგახალისებთ, კომფორტულად დასვენებაშიც ჩინებულად დაგეხმარებათ. ამ მიმართულებით მომუშავე მსოფლიო ბრენდებიდან კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გახლავთ Gardex, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად, ბუდე საქანელების ფართო არჩევანსაც გვთავაზობს.

მოკლედ, თქვენ ნელ-ნელა ბავშვობის მოგონებებში მოგზაურობისთვის მოემზადეთ, Gardex.ge კი ქვემოთ იმაზე მოგიყვებით, როგორ უნდა შეარჩიოთ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწარმოებლის – Gardex-ის საქანელა სავარძელი.

როგორ შევარჩიოთ საქანელა სკამი

საქანელა სკამი (ამგვარადაც ეძახიან, კი გეცოდინებათ), მართალია, ძალიან კეთილშობილური დანიშნულების გახლავთ – კომფორტს ვგულისხმობთ, მაგრამ უსაფრთხოების საკითხების დავიწყება მაინც არ ეგების.

  • – უსაფრთხოება და საიმედოობა უმთავრესია! ამიტომაც, პირველ რიგში, სადგამის ხარისხი უნდა შევაფასოთ – რა მასალისგან არის დამზადებული, მაქსიმუმ რამხელა წონას უძლებს, რა საღებავია გამოყენებული.

დავიწყოთ, რომ კარგი ხარისხის ლითონი დაახლოებით 120 კილოგრამს მაინც უნდა უძლებდეს. საღებავი აუცილებლად ანტიკოროზიული უნდა იყოს, რათა საქანელა სკამი ღია ცის ქვეშ თამამად გამოვიყენოთ. სადგამი განსაზღვრული ფორმის უნდა იყოს, ვინაიდან მხოლოდ სწორად დამზადებული საყრდენი უზრუნველყოფს საქანელას მდგრადობას დიდი დატვირთვის შემთხვევაშიც კი.

  • – რატანისა და ქსოვის ხარისხი – აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რამდენად ხარისხიანად არის შესრულებული ქსოვა – ხომ არ არის როტანის ბოლოები უადგილოდ გამოშვერილი, კარკასი მთლიანად არის დაფარული ნაქსოვით, თუ უადგილო გამოტოვებები ჩანს.
  • – ბალიშის ხარისხი – არანაკლებ როლს ასრულებს დასაჯდომი ადგილი, რომელსაც დამატებითი კომფორტით ბალიში უზრუნველყოფს. გირჩევთ, ბალიში იმის მიხედვით შეარჩიოთ, სად გსურთ, რომ ბუდე საქანელა გამოიყენოთ. მაგალითად, თუკი ღია ცის ქვეშ დადგამთ, ბალიში აუცილებლად წყალგამძლე ქსოვილისგან უნდა იყოს დამზადებული.

პრინციპში, Gardex-ის ბალიშები, პრაქტიკული თვალსაზრისიდან გამომდინარე, სწორედ წყალგამძლე ქსოვილისგან მზადდება, თუმცა, ამ მოცემულობას ყველა მწარმოებელი არ ითვალისწინებს და ჩვენ უბრალოდ, გირჩევთ, საკითხი უყურადღებოდ არ დატოვოთ.

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, Gardex-ის შემთხვევაში გათვალისწინებულია ისიც, რომ ბალიშს ზედაპირი ელვაშესაკრავის მეშვეობით, ძალიან იოლად ეხსნება. ეს იმას ნიშნავს, რომ მის გარეცხვას შეძლებთ მაშინ, როცა ამის საჭიროებას დაინახავთ.

  • – ადგილის შერჩევა – მართალია, საქანელა სავარძელი ძალიან კომფორტულია, თუმცა, თუკი არასწორ ადგილს შეარჩევთ, არ არის გამორიცხული, კომფორტი კი არა, ყოველდღე ნერვების შლა მიიღოთ. აბა, გვერდი თუ ვერ აუქციეთ და ყოველ წამს ფეხი წამოკარით, რა გამოვა? აქედან გამომდინარე, სანამ სასურველ მოდელს შეარჩევთ, კარგად დაფიქრდით და აწონ-დაწონეთ, სად უნდა განათავსოთ ტკბილი  მოგონებებისა და კომფორტული დასვენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო.

თუკი გადაწყვიტეთ, საქანელა სკამი კორპუსის ბინაში დაიდგათ, განსაკუთრებით კარგად მიაქციეთ ყურადღება ჭერის სიმაღლეს და მით უმეტეს, თუკი ე.წ. ფრანგული ჭერი გაქვთ გაკეთებული – ჯერ იატაკიდან ჭერამდე მანძილი გაზომეთ, შემდეგ კი მომწოდებელთან დააზუსტეთ, რამდენია ბუდე საქანელას მაქსიმალური სიმაღლე.

როგორც უკვე გითხარით, Gardex-ის ბრენდი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწარმოებელია და თუკი იმ ყველაფერს, რაზეც ზემოთ ვისაუბრებთ, მაქსიმალურად გაითვალისწინებთ, Gardex.ge-ზე სასურველი სიმაღლის, ფერისა და დიზაინის მქონე საქანელა სავარძელს უპრობლემოდ შეძლებთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ნავიგაცია