რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ეზოს ავეჯის შეძენისას და რატომ უნდა გაუზიაროთ მეგობრებს Gardex.ge?

ერთი ძველი ანეკდოტი უნდა გაგახსენოთ წარსულიდან, ან იქნებ, ნამდვილი ამბავიც, კაცმა არ იცის: მზრუნველი ბებია ამბობს – „ისეთი კარგი გადაცემა იყო რადიოში, გამოვრთე, ბავშვებისთვის რომ შემენახაო“… იქნებ, დედაზეც არის ეს ამბავ-ანეკდოტი, მამაზე, პაპა-ბაბუაზე, კაცმა არ იცის, ზუსტად ვერ გეტყვით. სამაგიეროდ, რაც აწმყოში, ამ გაგანია ტექნოლოგიების საუკუნეში შეგვიძლია, დაზუსტებით ვთქვათ, ის არის, რომ არც რადიოს გამორთვაა საჭირო, „გადაცემა რომ შევინახოთ“, ტელევიზორსაც უპრობლემოდ გადავახვევთ, თუ რამე ძველის ნახვა მოგვინდა და რაც მთავარია – ინტერნეტი გვაძლევს საშუალებას, ძალიან იოლად მივიღოთ ის, რაც გვჭირდება.

სათაურშივე „გაგიმხილეთ“, რაზეც უნდა გვესაუბრა და რაკი ამ წინადადებამდე მოხვედით და ახლა ამას კითხულობთ, გამოდის, გაინტერესებთ გარე ავეჯი, მისი შერჩევა, შეძენა და მოკლედ, ეზოს, აივნის, ვერანდის გალამაზება.

ჰოდა, ავიკაპიწოთ ხელები, შევიდეთ ბრაუზერში, ჩავწეროთ Gardex.ge და ვნახოთ, რას მიაგნებთ ამ ონლაინპლატფორმაზე, რომელიც მეგობრებსაც აუცილებლად უნდა გაუზიაროთ, განსაკუთრებით, ისეთ პრეტენზიულებს, პირდაპირ რომ იციან ხოლმე გაგულისება: „შენ თუ იცოდი, ჩემთვის არ უნდა გეთქვაო?!“ ნუ ვაწყენინებთ ნურავის, მეგობრებს – მით უმეტეს.

სასხვათაშორისოდ გეტყვით, სალაპარაკოდ კი არა, რომ Gardex.ge-ზე არა მხოლოდ ეზოს ავეჯის, არამედ, კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო რამის შეძენა შეიძლება, თუმცა, რადგან შევთანხმდით, რომ კონკრეტულ საკითხზე უნდა ვისაუბროთ, იმას აღარ გეტყვით, როგორი მრავალფეროვანია პლატფორმაზე წარმოდგენილი პროდუქცია, საუკეთესო ფასები რომ არის და მხოლოდ რიგით მოქალაქეებს კი არა, ჰორეკასაც რომ დიდად დააინტერესებს.

მართლა რა სალაპარაკოა ახლა და რატომ გავუსვათ ხაზი, რომ Gardex-ის ბრენდს ბევრი საინტერესო სიახლე და გამორჩეული ფასები აქვს? შეიხედეთ ვებგვერდზე და თავადვე დარწმუნდებით – ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობია, ხომ იცით? თუმცა, ერთხელ ნახვასა და ყიდვას მეორე, მესამე და მეათეც თუ მოჰყვა… პრინციპში, უკმაყოფილო არც არავინ იქნება.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ეზოს ავეჯის შეძენისას?

ის, რომ ეზოს, აივნის, ვერანდის, ტერასის სივრცე და მისი ესთეტიკა ინტერიერის გაგრძელებაა, ალბათ, დაგვეთანხმებით. შესაბამისად, შიდა ავეჯთან შედარებით, აივნის ავეჯი არანაკლებ ხარისხიანი და მომხიბვლელი უნდა იყოს. იგულისხმება, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ აივნის, არამედ, ზოგადად, ეზოს ავეჯი.

საიდან უნდა დაიწყოთ?

თავდაპირველად, უმჯობესია, ბიუჯეტი განსაზღვროთ, იმის მიუხედავადაც კი, რომ Gardex.ge საუკეთესო ფასებს გთავაზობთ.

შემდეგი ნაბიჯია უკვე კონსტრუქცია, მასალა, ფურნიტურა, ზედაპირის დამუშავება და ასე შემდეგ, ანუ ის ყველაფერი, რამაც კომფორტი უნდა შეგიქმნათ.

ძირითადი კრიტერიუმები ასე გამოიყურება:

  • – წონა, ზომა – ზედმეტად მსუბუქ ავეჯს, ბუნებრივია, ქარი მოერევა, ზედმეტად მძიმეს კი თქვენ ვერ მოერევით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – ავეჯის გაბარიტები იმ სივრცეს უნდა შეესაბამებოდეს, სადაც მის განთავსებას აპირებთ – მოძრაობისას ხელი რომ არ შეგეშალოთ.
  • – ექსპლუატაციის პირობები – კაპიტალური ფარდულის ქვეშ განთავსებული გარე ავეჯი, ბუნებრივია, გაცილებით დიდხანს გაძლებს. თუმცა, თუკი გსურთ, დილის ყავა და საღამოს ღვინო ღია ცის ქვეშ მიირთვათ, არც ეს არის პრობლემა – წონაზე იმიტომაც გაგიმახვილეთ ყურადღება, რომ უამინდობისას ავეჯი დაცულ ადგილას იოლად გადაიტანოთ.
  • – სწრაფად ასაწყობი, კომპაქტურად შესანახი, იოლად გასაწმენდი – თუკი არ გაქვთ მოზრდილი ფარეხი თუ სარდაფი ან დახურული ვერანდა, უმჯობესია, ეზოს ავეჯი იოლად იშლებოდეს. ზამთარში მაინც ხომ უნდა დააბინაოთ და დაშლა-აწყობას დიდი დრო რომ არ დასჭირდეს.
  • – მასალის თავისებურებები – მასალა, რომელსაც გარე ავეჯის წარმოებაში იყენებენ, საკმაოდ მრავალფეროვანია. შეგხვდებათ, მაგალითად, პლასტმასა, ხე, ქვა და ასე შემდეგ. Gardex.ge-ზე შეგიძლიათ, უჟანგავი მასალისგან წარმოებული ავეჯი შეიძინოთ, რაც არაერთი მოულოდნელი უსიამოვნებისგან დაგაზღვევთ.

კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი

  • – ესთეტიკური მიმზიდველობა და ჰარმონიულობა – კერძო სახლი იქნება, ბინის ვერანდა-აივანი, თუ რესტორანი და კაფე, სტილისტურად ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში უნდა იყოს.
  • – უსაფრთხოება და ეკოლოგია – ბუნებრივია, გარე ავეჯი არ უნდა გამოყოფდეს მავნე ნივთიერებებს, მაგალითად, გახურების შემთხვევაში. ასევე, ფორმები მაქსიმალურად მომრგვალებული უნდა იყოს, რათა განსაკუთრებით, ბავშვების უსაფრთხოება უზრუნველყოთ.
  • – ფუნქციურობა და უნივერსალურობა – თუკი მოხერხდება, რომ გარე ავეჯი ერთდროულად გამოგადგებათ როგორც ბარბექიუს ზონაში, ისე, მაგალითად, აუზთან, ბუნებრივია, ამით ორ კურდღელსაც დაიჭერთ და მეტსაც.
  • – პრაქტიკულობა – ამ მხრივ ექსპლუატაციის ხანგრძლივობა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და Gardex-ის ბრენდის ნაწარმი ამ მხრივ იმედს არავის გაუცრუებს.

პრინციპში, საუბრის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეიძლება, თუმცა, მთავარი, ვფიქრობთ, ვთქვით. დასასრულისკენ მხოლოდ იმასღა შეგახსენებთ, რომ Gardex.ge-ს ამბის მეგობრებისთვის გაზიარება არ დაგავიწყდეთ – ნაწყენი ვინმე არ დაგრჩეთ…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ნავიგაცია