
თანამედროვე ადამიანისთვის აგარაკი ნამდვილად არ არის მხოლოდ ღოღნოშოსა თუ გულაბი მსხლის ხეები ან გნებავთ – „მალინა მარწყვის“ კვლები. დღეს, აგარაკი, პირველ რიგში, დასვენებასა და დროის სასიამოვნოდ, კომფორტულად გატარებასთან ასოცირდება. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ სახლი კი არ უნდა იყოს ყველანაირად გამართული – ვაი-ფაი იქნება თუ, უწყვეტი წყალმომარაგება, ერთ-ერთი საკვანძო საკითხი გარე ავეჯი გახლავთ, მაქსიმალურად ხარისხიანი და კომფორტული. რაღა თქმა უნდა, იმავეს თქმა შეგვიძლია სოფელზეც. თუმცა, სოფელს ხომ დღეს უმეტესობა ისედაც აგარაკს უწოდებს?!.. მოკლედ, ახლა ჩვენ გარე ავეჯის ამბებზე მოგიყვებით, თქვენ კი გნებავთ, სოფლის ეზო წარმოიდგინეთ, თუ ისურვებთ – აგარაკის…
მთავარს, რასაც დასაწყისშივე თამამად ვიტყვით, ის არის, რომ უკვე საკმაოდ პოპულარულსა და საქმეში გამოცდილ Gardex-ის ბრენდს შეუძლია, გარე ავეჯით დაინტერესებული მომხმარებელი ერთდროულად ხარისხითაც უზრუნველყოს და კომფორტითაც.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ის გახლავთ, რომ Gardex-ის ბრენდი აწარმოებს პრაქტიკულად, ნებისმიერი ტიპის ეზოს ავეჯს, რომელიც ადამიანს კომფორტულად დასვენებისთვის სჭირდება.
ეზოს ავეჯი და მისი სახეობები
იმისთვის, რომ ეზო, ვერანდა, ფანჩატური, აივანი თუ ტერასა სათანადოდ მოაწყოთ, საჭიროა მინიმუმ კარგი და საუკეთესო შემთხვევაში – Gardex-ის ბრენდის გარე ავეჯი.
ჰოდა, როგორი შეიძლება იყოს ეზოს ავეჯი, ამაზე ვისაუბროთ.
ბაღის ავეჯი ბევრი, ძალიან ბევრი სახეობისა გვხვდება. ყველაზე მარტივი, ალბათ, ასეთი კლასიფიკაცია იქნებოდა დანიშნულების მიხედვით: დასაჯდომი, გასარუჯი, ყავა-ჩაის სმისთვის, სადილ-ვახშმის მოსაწყობი. საბაზო კომპლექტში შედის მაგიდა და რამდენიმე სკამი ან სავარძელი. დასაჯდომი ავეჯის ვარიანტებია: სავარძელი, დივანი, ბუდე საქანელა და ასე შემდეგ.
ერთ-ერთი ყველაზე პირველი, რაც ბაღის ავეჯის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ, ეს არის უჟანგავი მასალა და დიახ, Gardex-ის ბრენდი ამ კრიტერიუმსაც აკმაყოფილებს.
რა თავისებურებებით გამოირჩევა სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ბაღის ავეჯი?
- – ხის ავეჯი – ხისგან დამზადებულ ავეჯს ბევრგან შეხვდებით და გასაკვირი სულაც არ არის, რადგან არაერთი უპირატესობა აქვს. მაგალითად, ნატურალურობა, ესთეტიკურობა, ცვეთის მიმართ მდგრადობა. სათანადო მოვლის პირობებში, ხის ავეჯი საკმაოდ დიდხანს ძლებს ისე, რომ მიმზიდველობა არ ეკარგება.
მთავარი უარყოფითი მხარე ის არის, რომ ნატურალური ხის მასალისგან დამზადებული ავეჯი საკმაოდ მძიმე და ძალიან ძვირია.
- – პლასტმასა – შეიძლება ითქვას, ყველაზე უფრო ხელმისაწვდომია ფასის და ყველაზე უფრო მრავალფეროვანია ფერთა გამის მიხედვით. ამასთან ერთად, ძალიან მსუბუქია და ამდენად, ცუდი ამინდის დროს, ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა, მარტივად მოხერხდება.
პლასტმასის ავეჯის მოვლა იოლია და ნესტის საერთოდაც არ ეშინია. სამაგიეროდ, იოლად ზიანდება მზის სხივების ზემოქმედების შედეგად. ყველაზე დიდი მინუსი მაინც ის გახლავთ, რომ გამძლეობით თავს დიდად ვერ იწონებს. ასევე, ადვილად აალებადია და სულ რამდენიმე წუთი უნდა, ფერფლად რომ იქცეს.
- – ლითონის ავეჯი – ყველაზე უფრო საიმედოდ მიიჩნევა და გამოარჩევს ხანგრძლივი ექსპლუატაცია. სათანადო მოვლის შემთხვევაში 20 წელზე მეტხანსაც კი ძლებს.
ლითონისგან დამზადებული ეზოს ავეჯი დიდად გამორჩეულია მიმზიდველობის მხრივაც. თავისთავად, ლითონი ცივია. ამიტომაც, თითქმის ყოველთვის ვხვდებით შეხებისთვის სხვა კომფორტულ მასალასთან კომბინაციებს. მაგალითად, სკამს, სავარძელს, დივანს ლითონის მხოლოდ კარკასი აქვს, დასაჯდომი კი ან ხე არის, ან პლასტმასა, უმეტეს შემთხვევაში – ქსოვილ გადაკრული.
- – ქვის ავეჯი – რა თმა უნდა, ქვის მაგიდები და სკამები რესპექტაბელურად გამოიყურება. სოლიდური გარეგნული იერის გარდა, ქვის ავეჯს სხვა კიდევ ბევრი უპირატესობაც აქვს. პირველ რიგში, ალბათ, ის, რომ უაღრესად გამძლეა. ასევე, არის ეკოლოგიურად სუფთა, აბსოლუტურად ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს მასზე ვერც წვიმა, ვერც ქარი, ვერც თოვლი, თავსხმა, დელგმა, ღვარცოფი…
ქვაც ცივი მასალაა, როგორც ლითონი და ჩვეულებრივ, ხდება ხესთან კომბინაცია ან ტექსტილით გაფორმება.
ქვის ავეჯი ყველაზე ძვირადღირებული და ამასთან ერთად, ყველაზე მძიმეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთხელ მიჩენილი ადგილის შეცვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება და ამიტომ, გადაწყვეტილების ნაჩქარევად მიღება არაფრით შეიძლება…
შეიძლება ითქვას, ეზოს ავეჯი ასე თუ ისე გაგაცანით და ბოლოსკენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორება უჟანგავ მასალაზე გააკეთოთ და რომ Gardex-ის ბრენდი ხარისხს და კომფორტს ერთდროულად გთავაზობთ…
აბა, კარგ დასვენებას გისურვებთ!..