საახალწლო განწყობის უფრო ასამაღლებლად, სახლი მხოლოდ შიგნიდან კი არა, გარედანაც რომ მორთოთ, რას იტყვით?

მხოლოდ ბავშვებს კი არა, უფროსებსაც ძალიან გვიყვარს შობა-ახალი წელი, ფუსფუსი, საჩუქრების შერჩევის უსაზღვროდ სასიამოვნო პროცესში ჩართვა, ყველაზე მოულოდნელ სიურპრიზებზე ტვინის ჭყლეტა, ნაძვის ხის დადგმის პროცესის ხან მეუღლისთვის, ხანაც – შვილებისთვის გადაბარება, სახლის მორთვა-გალამაზება და… მოდი, აქ გავჩერდეთ და ამერიკულ-ევროპული ფილმები გავიხსენოთ: არ გადარეულხართ ხოლმე, რა ლამაზად აქვთ განათებული და მორთული მხოლოდ ოთახები კი არა, ფასადებიც? რამდენი საახალწლო განათება და გირლიანდა აქვთ გამოყენებული იმისთვის, რომ განწყობა კიდევ უფრო ამაღლებული ჰქონდეთ?

მოდით, Gardex.ge-ზე მოგიყვებით, როგორ უნდა შეარჩიოთ საახალწლო განათება არა მხოლოდ ოთახებისთვის, არამედ, ეზოებისა და სახლებისა თუ კორპუსების ფასადების გალამაზებისთვის და თუ მოიფიქრებთ, თუ სურვილი გაგიჩნდებათ, დიზაინის შექმნასა და მონტაჟში დახმარებაც შეგვიძლია.

როგორ შევარჩიოთ განწყობის ასამაღლებელი საახალწლო განათება?

გარდა იმისა, რომ Gardex.ge-ზე შეგიძლიათ, ნაძვის ხის განათება შეარჩიოთ, არც უფრო დიდ მასშტაბებზე გასვლა წარმოადგენს რაიმე სირთულეს – მრავალი ტიპის, დიზაინის გირლიანდა, განათებაც აქვეა.

სად შეგვიძლია, გირლანდა გამოვიყენოთ? ალბათ, რაც პირველი გაგვახსენდება, ნაძვის ხის გაფორმებაა, თუმცა, მის გარდა, განათება კიდევ ძალიან ბევრი მიმართულებით გამოდგება. მაგალითად:

  • ნებისმიერი ღონისძიების გასალამაზებლად და სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად – იქნება ეს ბავშვის დაბადების დღე, თუ – მეგობრების წვეულება;
  • მასშტაბური ღონისძიებების ფოტო ზონების გაფორმებისთვის, იქნება ეს ქორწილი, იუბილე, თუ კორპორაციული წვეულება;
  • კოტეჯების, აგარაკების, სახლების, ეზოების გაფორმებისთვის.

განათებას შეუძლია, ერთი ჩვეულებრივი საღამოც კი განსაკუთრებული გახადოს, შესძინოს რომანტიკა, სითბო, მზრუნველობა ან პირიქით, გიჟურად გაახალისოს.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება: 4 მთავარი პარამეტრი

როგორც ვთქვით, განათება შეგვიძლია, გამოვიყენოთ როგორც შენობის შიგნით, ისე მის გარეთ, ღია ცის ქვეშ. პირველ შემთხვევაში, პრინციპში, ნებისმიერი გირლანდა გამოდგება, ტექნიკური შეზღუდვები აქ არ გვაქვს. შესაბამისად, შეგიძლიათ, მხოლოდ საკუთარ გემოვნებას მიჰყვეთ.

აი, რაც შეეხება განათების შერჩევას ღია სივრცისთვის, ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ 4 მაჩვენებელს:

  • ტენიანობასთან მდგრადობის დონე;
  • კვების წყარო;
  • სადენის მასალა;
  • ნათურის ტიპი.

ამ მახასიათებლების კონკრეტულ პირობებთან შესაბამისობაზეა დამოკიდებული განათების არა მხოლოდ გამოყენების ხანგრძლივობა, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შვილების, ოჯახის წევრების, გარშემომყოფების უსაფრთხოება. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

ტენიანობასთან მდგრადობის დონე

იგულისხმება არა მხოლოდ ტენიანობა, არამედ, მტვერიც. აღინიშნება მარკერით: IP. ამ მაჩვენებელს თან ერთვის ციფრები, რომლებიც რაც უფრო მაღალია, შესაბამისის დაცვის ხარისხიც.

განათებაზე უფრო ხშირად შემდეგი მაჩვენებლები გვხვდება:

  • IP 20 – მტვრისგან დაცვის დონე ძალიან დაბალია, ტენიანობისგან დაცვა კი საერთოდ არ აქვს. ასეთი განათება განკუთვნილია მხოლოდ ისეთ შენობაში, სადაც სიმშრალეა. აუცილებელია, მოარიდოთ წყალს და ხშირად წმინდოთ;
  • IP 44 – განკუთვნილია გარე გამოყენებისთვის. მთლიანად წყალში მოთავსება არ შეიძლება, თუმცა, წყლის შხეფებს იოლად უმკლავდება;
  • IP 54, IP 65, IP 67 – დაცვის უმაღლესი დონე. გამოყენების შეზღუდვა, პრაქტიკულად, არ არსებობს. ასეთი მაჩვენებლის მქონე გირლანდას არ აშინებს არც წყალი, არც კიბე… უკაცრავად – არც წვიმა, არც თოვლი, არც ყინული.

კვების წყარო

არსებობს სტაციონარული ან ავტონომიური. ენერგომომარაგებით განათებას უზრუნველყოფს როგორც 220 ვოლტიანი ქსელი, ასევე, 24 ვოლტი, ბატარეა ან მზის ელემენტი.

სადენის მასალა

მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, განსაკუთრებით, როცა საუბარი გარე გამოყენებას ეხება. არსებობს 2 მთავარი მახასიათებელი: ყინვაგამძლეობა და ტენიანობისა და მტვრისგან დაცვა.

ნათურის ტიპი

განათების მთავარი ელემენტი 2 სახეობის არსებობს:

  • შუქდიოდური – თანამედროვე ტიპის ნათურა უამრავი უპირატესობით. გარდა იმისა, რომ გამოირჩევა ძალიან კარგი განათებით, არ ხურდება, ზოგავს ენერგიას და გამოყენების სოლიდური ვადითაც გამოირჩევა. თუკი ერთი ნათურა გადაიწვა, სხვა ნათურებზე ეს გავლენას არ ახდენს;
  • მიკრო ნათურები – ჩვეულებრივი ნათურები, უბრალოდ, მინიატიურული ზომის. განათება მეტ-ნაკლებად ნორმალური აქვს. თუმცა, ხურდება, „არ უყვარს“ წყალი. ერთი ნათურა თუ გადაიწვა, მთელი გირლანდა ითიშება.

დასასრულისკენ თქვენს ყურადღებას კიდევ ერთ საინტერესო მომენტზე გავამახვილებთ – სადენის ფერზე. თუკი არ გსურთ, რომ სადენი ზედმეტად შესამჩნევი იყოს ნაძვის ხეზე, მომწვანო შეფერილობის შეარჩიეთ. თეთრი ან გამჭვირვალე არ გამოჩნდება ფანჯრის მინის ფონზე, ხოლო ხეების გაფორმებისთვის უმჯობესია, სადენი შავი ან აქაც – გამჭვირვალე იყოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ნავიგაცია