ქვეყნები, სადაც ახალი წელი 1-ელ იანვარს არ დგება, თუმცა,Gardex.ge-ს ნაძვის ხეები მაინც გამოადგებათ

გოზინაყი უფრო აუცილებელია საახალწლო სუფრისთვის, საცივი, თუ ჭარხალი ტყემალში, რომელსაც კაციშვილი პირს არ აკარებს? პრინციპში, ამ უკანასკნელის ამბავი გარკვეულია – რაკი არ ჭამენ, ნურც შეიტანთ საახალწლო მენიუში. გოზინაყსა და საცივს რაც შეეხება, ეს უკვე საკამათო ამბავია, დარეჯანისა და ლუარსაბის ბოზბაშისა და ჩიხირთმისა არ იყოს. რასაც წყალი არ გაუვა და საუკუნეებია, არ იცვლება, ის გახლავთ, რომ ახალი წელი წარმოუდგენელია ნაძვის ხის გარეშე.

მართლაც, შეუძლებელია, ახალ წელს ნაძვის ხე არ მოვრთოთ, მოვკაზმოთ, გავაფერადოთ და გავანათოთ. და ეს პროცესი იმდენად ამაღლებს განწყობას, გოზინაყი და საცივი კი არა, გნებავთ, გოჭიც ნუ იქნება სახლში, წავიდეთ და მეზობელს „დავეხმაროთ“ გემრიელობების „გასაღებაში“.

ძალიანაც გვახარებს, რომ შეგვიძლია, Gardex.ge-ს მომხმარებლებს უმშვენიერესი ნაძვისხე შევთავაზოთ. თანაც, ეს ნაძვის ხე უბრალო ნაძვის ხე არ გეგონოთ – Gardex-ის ბრენდის გახლავთ და ნაირ-ნაირი არჩევანიც გვაქვს – მწვანე, თეთრი, გირჩებით, მაღალი, დაბალი, ფუმფულა, ღუნღულა და მოკლედ, საახალწლო განწყობის ერთიორად ასამაღლებელი.

დარწმუნებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ Gardex-ის ბრენდის ნაძვის ხე ნებისმიერ სახლსა თუ ოფისს დაამშვენებს, მათ შორის, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ახალ წელს 1-ელ იანვარს სულაც არ აღნიშნავენ.

გახსენებაზე, ის თუ იცით, რომელი ქვეყანა როდის აღნიშნავს ახალი წლის დადგომას? ვინც იცით, დანარჩენებს არ უკარნახოთ, ახლავე ყველაფერს დაწვრილებით მოგახსენებთ.

  • ჩინეთი

სხვათა შორის, სწორედ ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, 2024 წელი დრაკონის წელიწადია, თუმცა „ავტორები“,დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით, დრაკონის წელს მოგვიანებით შეუერთდებიან.

უფრო რომ დავაზუსტოთ, ჩინეთში ახალი წელი, ტრადიციულად, 21 დეკემბრის შემდეგ მეორე ახალმთვარეობას აღინიშნება და დღესასწაული 2 კვირის მანძილზე გრძელდება.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, 2024 წელს ჩინეთში ახალი წელი 10 თებერვალს დადგება.

  • კორეა

ჩინელებთან ერთად ზეიმობენ ახალ წელს სამხრეთ კორეაშიც, სადაც დღესასწაულს სოლალი ეწოდება.

სხვათა შორის, არც ისე დიდი ხანია, რაც ახალი წლის აღნიშვნა კორეელებმაც 1-ელ იანვარს დაიწყეს, თუმცა ტრადიციულ სოლალს იქაურები მაინც არ ღალატობენ.

ჩინელებისგან განსხვავებით, კორეელები ახალ წელს მხოლოდ 3 დღე აღნიშნავენ. ყველა მაქსიმალურად ცდილობს, ახალ წელს ქვეყნის აღმოსავლეთით შეხვდნენ, რათა საახალწლო მზის სხივები პირველებმა დაინახონ.

  • ბალი

ტურისტებში გამორჩეულად პოპულარული ეს კუნძული ორ ახალ წელს ზეიმობს – ერთს, როგორც მთელი მსოფლიო, მეორეს კი საკუთარი კალენდრის მიხედვით. ყველაზე ხშირად ახალი წელი გაზაფხულზე, ბუნიობის დღეს აღინიშნება.

ბალიში მოქმედი კალენდარი გამოიყენება ჩვენი წელთაღრიცხვით 78 წლიდან გამოიყენება, რაც იმას ნიშნავს, რომ კუნძულზე 2024 წლის ნაცვლად, 1946 წელი დადგება.

  • ირანი

ახალ წელს ირანში ნოვრუზი ჰქვია. უფრო სწორად, ნოვრუზი გაზაფხულისა და ახალი წლის დღესასწაულია და როგორც წესი, 22 მარტს აღინიშნება ხოლმე.

  • საუდის არაბეთი

გრიგორიანული კალენდრით ახალი წლის აღნიშვნა საუდის არაბეთში მკაცრად იკრძალება. არ შეიძლება ახალი წლის სიმბოლიკის გაყიდვა, 1-ელ იანვარს სიხარულის გამოხატვა. რაც მთავარია, ეს ტურისტებსაც ეხებათ.

ახალი წელი საუდის არაბეთში 21 მარტს აღინიშნება.

  • ისრაელი

როშ ჰაშანა ებრაული ახალი წელია. იგი „მონანიების დღეების“ პირველი დღესასწაულია და თიშრეის (ებრაული კალენდრის თვე) პირველი ორი დღის განმავლობაში აღინიშნება. როშ ჰაშანას დღეებში შოფარს (ცხვრის რქის საკრავი) უკრავენ და სიმბოლურ ხილს მიირთმევენ – მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავი მაინც თაფლში ამოვლებული ვაშლია.

ებრაული ახალი წელი სექტემბრის შუა რიცხვებში აღინიშნება.

  • ინდოეთი

ერთი კონკრეტული თარიღი ახალი წლის აღსანიშნავად ინდოეთს არ ჰქონია და უფრო მეტიც, ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებულია ახალი წლის შეხვედრის ტრადიციით. უფრო სწორად, საკვირველია დღესასწაულის აღნიშვნის რაოდენობა, ვიდრე თავად აღნიშვნის ტრადიცია – ინდოეთში ახალ წელს წელიწადში… 8-ჯერ ხვდებიან.

წელიწადში 8-ჯერ გოზინაყის, საცივის, გოჭის, ტყემლიანი ჭარხლის მომზადებას ეხუმრებით თქვენ? თუმცა, ასეთი ტრადიცია აქვთ იქაურებს და ჰო, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ტრადიციული კერძები იქ არ ექნებათ, მაგრამ მათი სამზარეულოს მრავალფეროვნების გათვალისწინებით, დღესასწაულისთვის კონკრეტული გემრიელობები რომ ექნებათ, ფაქტია.

ქვემოთ მოკლედ ჩამოგითვლით ქვეყნებს, რომლებიც ახალ წელს 1-ელ იანვარს არ აღნიშნავენ: ვიეტნამი, ბანგლადეში, ეთიოპია, თუმცა, რაც მთავარია, ჩვენ ხომ აღვნიშნავთ და ისიც ხომ ვიცით, საახალწლოდ ნაძვის ხე Gardex.ge-ზე რომ უნდა შევიძინოთ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ნავიგაცია