
სიტუაცია ავეჯის მაღაზიაში:
– აგერ, შეხედეთ, ეს არის სარწეველა სკამი. იქით საქანელა დივანია, ეს კი საქანელა კომოდი გახლავთ. თქვენ წარმოიდგინეთ, გვაქვს სარწეველა კარადაც…
– უკაცრავად და დიზაინის ავტორი ვინ არის?
– ჩვენი ავეჯის ამწყობი, რომელიც სამსახურში სულ ნასვამი დაბრძანდება…
სარწეველა კარადასა და ჭერზე ჩამოსაკიდ მაგიდაზე ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ რაც დაზუსტებით ვიცით, Gardex.ge-ზე საქანელასაც შეიძენთ, მაგიდებსაც, სკამებსაც, ფერადს, ზოლიანს, უზოლოს, დიდს, პატარას, მრგვალს, ოთხკუთხედს, სამკუთხედს… უი, არა, სამკუთხედს არა, უკაცრავად… მოკლედ, თუკი გარე ავეჯი გჭირდებათ, Gardex-ის ბრენდის უჟანგავი მასალისგან დამზადებული პროდუქცია ერთდროულად ხარისხსაც გთავაზობთ, კომფორტსაც და ყველანაირ შესაძლებლობას იდეალურად მოსვენება-მოდუნებისთვის, გარუჯვისთვის, ყავის დალევისთვის, წიგნის კითხვისთვის, სუფთა ჰაერის ჩაყლაპვისთვის…
ისე, რამდენი სასიამოვნო რამისთვის ყოფილა ეზოს ავეჯი, წარმოგიდგენიათ?
ლამის გამოგვრჩა – ბაღში რომ ყვავილებს წყალს დაუსხამთ, მოეფერებით, იქნებ, საიდუმლოებიც გაუმხილოთ, მიწას გაუფხვიერებთ, სასიამოვნოდ დაიღლებით, მერე რას იზამთ? რას და ჩამოჯდებით Gardex-ის სკამზე და ცხოვრებას გულწრფელ ღიმილს მიუძღვნით…
რადგან ამდენ სასიამოვნო დეტალს შევეხეთ, ახლა ჯობია, პრაქტიკულ მხარეზეც გადავიდეთ და ვნახოთ, რა უნდა გაითვალისწინოთ, თუკი გადაწყვიტეთ, ბაღის ავეჯი შეიძინოთ.
ჩვეულებრივი ავეჯი ეზოში არ გამოდგება და აი, რატომ
რასაკვირველია, ეზოს ავეჯი უმეტესად ჰაერზე დგას, ღია ცის ქვეშ ან ზოგ შემთხვევაში, ფარდულისა თუ ტენტის ქვეშ. ეს იმას ნიშნავს, გარე ავეჯი ხან მზის სხივებისგან ხურდება, ხან წვიმისგან სველდება, არც თუ იშვიათად ძლიერი ქარიც ესხმის თავს, რაც ბუნებრივია, გავლენას ახდენს. თქვენ წარმოიდგინეთ, მსუბუქი ნისლი ან ცვარიც კი შეიძლება გარკვეული უსიამოვნების გამომწვევი მიზეზი გახდეს, თუ ეს მოვლენები რეგულარული ხასიათისაა. მოკლედ, თავადაც ხედავთ, რამდენი რამის გათვალისწინებაა საჭირო.
ნაწარმი, რომელსაც შეუძლია, ყველა ატმოსფერულ მოვლენას გაუძლოს, პრაქტიკულად, არ არსებობს და თუკი მაინც სადმე შეხვდებით, საკმაოზე მეტად ძვირი ღირს. აქედან გამომდინარე, პრაქტიკული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ცდილობს, ისეთი გარე ავეჯი შეარჩიოს, რომლის სახლში შეტანა მარტივია. აქ უკვე წინა პლანზე გამოდის ავეჯი, რომელიც მსუბუქი მასალისგან მზადდება, ან მარტივია დაშლა-აწყობა.
მოდი, მოვლენებს ცოტათი წინ გავუსწროთ და ვთქვათ, რომ ატმოსფერული მოვლენების მიმართ მდგრადობით გამოირჩევა, რა თქმა უნდა, უჟანგავი მასალა და როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, Gardex.ge-ზე სწორედ უჟანგავი მასალის ბაღის ავეჯი შეგიძლიათ, შეარჩიოთ. ასევე, არანაკლებ ეფექტიანია ხარისხიანი პლასტმასის ავეჯი. შემდეგ მოდის სხვა ყველა დანარჩენი მასალა, რომელსაც მწარმოებლები ამ ტიპის ნაწარმის დამზადებისთვის იყენებენ.
მოკლედ, ვთანხმდებით, რომ უმთავრესი კრიტერიუმი მასალაა, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ავეჯის ექსპლუატაციის ხანგრძლივობაცა და ხარისხიც.
ეზოს ავეჯი მხოლოდ მაგიდა და სკამები არ არის
მაგიდა და სკამები – ეს არის აგარაკის, ეზოს, აივნის მთავარი ატრიბუტები, უდავოდ, თუმცა, მხოლოდ ამით საკითხი როდი ამოიწურება. ადამიანები ხომ სუფთა ჰაერზე მხოლოდ ჭამა-სმისთვის არ იკრიბებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ მწარმოებლები ეზოს ავეჯის სხვა არაერთ კომფორტულ დეტალს გვთავაზობენ. მაგალითად, სკამი შეიძლება, კომფორტულმა დივანმა ან ორიგინალურმა ე.წ. „ბანკეტკამ“ შეცვალოს.
თუკი სკამი გაბარიტულია და განსაზღვრულ ადგილზე ვერ ეტევა, მაგრამ კომფორტი მაინც გვინდა, ჩანაცვლება მარტივად შეგვიძლია – საქანელა უფროსებსაც მოეწონებათ და ბავშვებს ხომ საერთოდ. თან, წარმოიდგინეთ, რა ჯობია, საქანელაში მოკალათებული რომ წიგნს გადაფურცლავთ, ან გნებავთ, ცოტა თვალს მოატყუებთ…
ასევე, ეზოს ავეჯის კომპლექტში შედის სხვადასხვა ტიპის ჰამაკი, შეზლონგი, ტუმბო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორც წესი, თითოეული მათგანი ისეთი მასალისგან მზადდება, ატმოსფერულ პირობებს რომ ეგუებოდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, სუფთა ჰაერზე ადგილი თამამად მიუჩინოთ.
როცა კი ჩამოყალიბდებით, ზუსტად რა გჭირდებათ, უკვე შეგიძლიათ, ეზოს ავეჯის ძებნას შეუდგეთ ჩვენს საიტზე – Gardex.ge-ზე, სადაც სასურველ კომფორტულსა და ხარისხიან ნივთებს ძალიან მარტივად მოიძიებთ.
დასასრულისკენ, ყველაფერი რომ შევაჯამოთ, პირველ რიგში, უმჯობესია, ყურადღება მასალას მიაქციოთ. დიზაინი უკვე გემოვნების საკითხია და არჩევანი ისეთი მრავალფეროვანი გვაქვს, ყველაზე პრეტენზიულ მომხმარებელსაც რომ დააკმაყოფილებს.