
პრაქტიკულობა, გამძლეობა, მონტაჟის სიმარტივე, ხელმისაწვდომი ღირებულება და ლოგიკური შედეგი – კმაყოფილი ოჯახი და რაც მთავარია – შვილები, რომლებიც ზაფხულის ცხელ დღეებში იოლად გრილდებიან. აი, ასეთი გახლავთ კარკასული აუზი, რომელსაც ქვემოთ უფრო უკეთ გაგაცნობთ.
საუბარი იმის შესახებ, რატომ გახდა კარკასული აუზები ასეთი მოთხოვნადი და პოპულარული, კიდევ დიდხანს შეიძლება, თანაც, არაერთი მყარი არგუმენტის მოშველიებით, თუმცა, რაკი ვთანხმდებით, რომ მოცემულობასთან გვაქვს საქმე, ხომ არ ჯობია, იმაზე ვისაუბროთ, როგორ შევარჩიოთ კარკასული აუზი? ამაზეც შევთანხმდით? მაშ, დავიწყოთ.
ბრენდი? რა თქმა უნდა, პრემიუმ ხარისხის
„მცხელა!“, „დავიწვი!“, „უჰ, რას ვიჭყუმპალავებდი?!“, „წუწაობა ვეღარ მაგრილებს“ და მსგავსი სიტყვები რომ გაუთავებლად არ ვისმინოთ, მივდივართ იქამდე, რომ სასწრაფოდ კარკასული აუზი გვაქვს საყიდელი.
ალბათ, ერთ-ერთი პირველი კითხვა, რომელიც გაგვიჩნდება, ის არის: ნეტავ რომელი ბრენდის ჯობია, ბავშვებსაც რომ გაუძლოს და დიდებსაც?
ლოგიკური კითხვაა და აგერ, პასუხიც ინებეთ:
ალბათ, Intex გაგონილი გექნებათ, რომელიც პრემიუმ ხარისხის მსოფლიო ბრენდი გახლავთ და აბსოლუტურად თამამად შეგიძლიათ, სწორედ ამ ბრენდის კარკასული აუზი შეარჩიოთ – თქვენთვის სასურველი ზომისა თუ ღირებულების.
არც ალტერნატიული ვარიანტის დასახელებაა რთული: კიდევ ერთი ცნობილი მსოფლიო ბრენდი Avenli, რომელიც დრომაც გამოცადა და რაც მთავარია – მომხმარებელმაც!
აქვე კიდევ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს უნდა გავუსვათ ხაზი – ორივე ბრენდის ნაწარმი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან მზადდება და ალბათ, ამჯერადაც დაგვეთანხმებით, რომ ეს უდავოდ ბევრს ნიშნავს.
სად შეიძინოთ? რა თქმა უნდა, Gardex.ge-ზე
Gardex.ge-ზე, სხვა უამრავი ძალიან საჭირო და საინტერესო პროდუქციის პარალელურად, კარკასული აუზების შეძენაც შეგიძლიათ, როგორც Intex-ის, ასევე, Avenli-ს – ისეთი ზომის, როგორიც გსურთ, ისეთი ფასის, როგორსაც გასწვდებით – არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია, შეძენა – ძალიან მარტივი.
კარკასული აუზი და მისი უპირატესობები
თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ კარკასული აუზი იდეალური გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც სურს, სახლიდან გაუსვლელად, საკუთარ ეზოშივე მიიღოს ის სიამოვნება, რომელიც თან ახლავს აუზში გაგრილებას. რაც არანაკლებ კი არა, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია, სულაც არ არის საჭირო, საკუთარ ეზოში აუზის განთავსებისთვის ექსკავატორი, ტრაქტორი, ბრიგადირი, მასზე დაქვემდებარებული ხელოსნები მოიშველიოთ, მიწა ამოთხაროთ, მეზობლების დაახლოებით ასეთი „წაკბენები“ ისმინოთ: „ამ ხვატში კიდევ ამდენი მტვერი გვინდოდა?!“, „რა ძალიან ხმაურია?!“… საკუთარი ხელით მოაკვარახჭინებთ ყველაფერს!..
სტაციონარული და გასაბერისგან კარკასული აუზი თავისი კონსტრუქციით განსხვავდება, რომელიც ლითონის ან პლასტიკისგან და გამძლე საფარისგან შედგება. აუზის ეს ტიპი უზრუნველყოფს სტაბილურობასა და გამძლეობას და ამასთან ერთად, გაცილებით დაბალ ფასსა და მონტაჟის მარტივობას.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კარკასული აუზის შერჩევისას
კარკასული აუზის ზომა და ფორმა თქვენს მოთხოვნებსა და რა თქმა უნდა, იმაზეა დამოკიდებული, სად აპირებთ მის განთავსებას. არსებობს მრავალნაირი ვარიანტი და ყველა მათგანს მიაგნებთ Gardex.ge-ზე: მრგვალი, ოვალური, მართკუთხედი, კვადრატული.
ოჯახური ჟრიამულისთვის, ალბათ, უფრო საშუალო ზომის კარკასული აუზი გამოდგება, ხოლო თუკი წვეულებებისა და აქტიური დასვენების მოყვარული ხართ, უმჯობესია, მოზრდილი მოდელის შეძენაზე იფიქროთ.
- ზუსტად ჩამოყალიბდით, რა გსურთ
სანამ კარკასულ აუზს შეიძენთ, ძალიან კარგად, ზუსტად უნდა იცოდეთ, რისთვის გამოიყენებთ და ვინ გამოიყენებს.
თუკი აუზი ოჯახური დასვენებისთვის არის განსაზღვრული, ყურადღება მიაქციეთ სიღრმესა და სიგანეს – კომფორტული ცურვისა და მხიარული თამაშებისთვის. თუ მხოლოდ ბავშვებისთვის ფიქრობთ მის შეძენას, ბუნებრივია, უმჯობესია, ნაკლებად ღრმა და უფრო კომპაქტურ მოდელს დასჯერდეთ.
- კარგად შეაფასეთ სივრცე, სადაც აუზს განათავსებთ
დიდი გულმოდგინებითა და სიზუსტით გაზომეთ მიწის მონაკვეთი, სადაც კარკასული აუზი უნდა განთავსდეს. დარწმუნდით, რომ აუზის გარშემო საკმარისი სივრცე დარჩება საიმისოდ, რომ დამატებითი აქსესუარებიც დაეტიოს, იქნება ეს, მაგალითად, კიბე, შეზლონგი თუ – ქოლგები.
აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ აუზის განთავსებისთვის საჭიროა სწორი და გამძლე ზედაპირი.
- გაითვალისწინეთ მოვლისა და მომსახურების თავისებურებები
კარკასული აუზის ყიდვამდე ყურადღებით გაეცანით მოვლა-მომსახურების რეკომენდაციებს. დარწმუნდით, რომ გაქვთ ყველა საშუალება, რაც მოვლასა და სისუფთავის შენარჩუნებას სჭირდება. საჭიროების შემთხვევაში, შეიძინეთ დამატებითი აქსესუარები, როგორიც არის, მაგალითად, ფილტრები, სკიმერები, საწმენდი საშუალებები და ასე შემდეგ…
ბედნიერსა და მხიარულ ზაფხულს გისურვებთ!



