
თქვენ ის თქვით, რასაც ადამიანი ვერ გამოიგონებს, თორემ, რაც უკვე გამოგონილია, კი ვიყენებთ შესანიშნავად. თანაც, საკმაოდ დიდი ხნის გამოგონილი რამე-რუმეები თანამედროვე ცხოვრებაში კიდევ უფრო იდეალური ხდება და მაქსიმალური კომფორტითაც უზრუნველგვყოფს.
სწორედ ასეთი გამოგონება გახლავთ გასაბერი ლეიბი, რომელიც ბევრ შემთხვევაში წარმატებით საწოლსაც კი ანაცვლებს, მით უმეტეს, აგარაკზე, კემპინგზე, პიკნიკზე და კი გექნებათ თვალი მოკრული, ზოგიერთი გასაბერი ლეიბით პლაჟზეც კომფორტულად ნებივრობს.
რა თქმა უნდა, გასაბერი ლეიბები არც თუ უინტერესო ისტორიით გამორჩეული გამოგონებაა, რაზეც, სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, ორიოდ სიტყვით მოგახსენებთ.
ვინ და როდის გამოიგონა გასაბერი ლეიბები?
ზოგადად, გასაბერი ავეჯის წინამორბედი სწორედ გასაბერი ლეიბი გახლავთ და ისტორიაც საკმაოდ შორეულია.
პატენტი და წერილობითი ცნობები 1850-იან წლებს უკავშირდება, პერიოდს, როცა პირველი სექციური ლეიბი გამოჩნდა, რომელიც უკაცრავად კი ვართ, მაგრამ ჰაერით გაბერილი ნაწლავებით სავსე ერთმანეთისგან გამოყოფილი ბალიშებისგან შედგებოდა.
პრინციპში, თუკი ნაწლავები დღემდე აქტიურად გამოიყენება კვების ინდუსტრიაში, წამოკოტრიალების სფეროს რა პეწი ურევია?
მასობრივი წარმოება უკავშირდება ერთ-ერთ ბრიტანულ კომპანიას, რომელიც 1889 წელს დაარსდა.
თანამედროვე გასაბერ ლეიბთან შედარებით უფრო დაახლოებული ვერსია 1940-იან წლებში გამოჩნდა და მას შემდეგ სულ უფრო იხვეწება, სულ უფრო კომფორტული და პრაქტიკული ხდება.
მსოფლიოში ცნობილი მწარმოებლების გასაბერი ლეიბები Gardex.ge-ზე შეგიძლიათ, შეიძინოთ. მაგალითად, ნახავთ ისეთ ბრენდებს, როგორებიც თუნდაც, Intex, Avenli, მრავალფეროვანი დიზაინით, მახასიათებლებითა და ფასებით.
როგორ შევარჩიოთ სასურველი გასაბერი ლეიბი?
რადგან შექმნისა და ისტორიის საკითხი ასე თუ ისე გავიარეთ, ახლა მთავარ თემასაც შევეხოთ: როგორ უნდა შევარჩიოთ გასაბერი ლეიბი, რომელიც კომფორტს შეგვიქმნის როგორც თუნდაც კორპუსის სახლში, ისე სოფლად, აგარაკზე, „ბუნწიაღში“ ყოფნისას და მოკლედ, ვისაც კომფორტი უყვარს, ეს ატრიბუტი ფანტაზიას უკიდეგანოდ გაუხსნის…
- ზომა და ფორმა
სანამ შეიძენთ, არ იქნება ურიგო, თუკი ჩამოყალიბდებით, როგორი ფორმისა და ზომის უნდა იყოს თქვენი გასაბერი ლეიბი. თუკი ფიქრობთ, რომ ის კემპინგზე ან პიკნიკზე უნდა გამოიყენოთ, ჯობია უფრო კომპაქტური შეარჩიოთ, რომელიც იოლად მოთავსდება ზურგჩანთაში ან ავტომობილში. თუ ფიქრობთ, რომ სახლის პირობებში გამოიყენებთ, მაშინ, უმჯობესია, უფრო დიდი ზომისა და მეტად კომფორტული ფორმის ლეიბი შეარჩიოთ.
- სიმაღლე
ლეიბის სიმაღლეს შეუძლია, მის კომფორტულობაზე იქონიოს გავლენა. მაღალი ლეიბი უფრო რბილი ზედაპირითა და მშვიდი ძილით უზრუნველგყოფთ. თუმცა, სიმაღლეს უფრო მეტი ადგილი სჭირდება და რთულად გამოსაყენებელია იმავე კემპინგსა და პიკნიკზე. ამდენად, ნამდვილად ჯობია, ზუსტად იცოდეთ, სად უნდა გამოიყენოთ ეს ჩინებული გამოგონება.
- მასალა
მასალამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მის ხარისხსა და კომფორტზე. გასაბერი ლეიბი ისეთი მასალისგან მზადდება, როგორიც არის, მაგალითად, პოლივინილქლორიდი (პევეხას რომ ვეძახით), ნეილონისგან ან პოლიესტერისგან. ეს ბოლო ორი შედარებით ძვირადღირებულია, ე.წ. პევეხა კი – ბევრად ხელმისაწვდომი.
- ტუმბო
კიდევ ერთი პარამეტრი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს, ტუმბო გახლავთ. ზოგიერთ ლეიბს ჩაშენებული ტუმბო აქვს, ზოგს კი მოჰყვება როგორც დამატებითი ატრიბუტი. შეიძინეთ გასაბერი ლეიბი ისეთი ტუმბოთი, რომელიც თქვენთვის უფრო მეტად კომფორტული იქნება.
- მაქსიმალური დატვირთვა
სანამ გასაბერ ლეიბს შეიძენთ, ყურადღება მიაქციეთ წონის მაქსიმალურ დატვირთვას. თუკი ლეიბზე სხვა ადამიანთან ერთად აპირებთ წოლას, დარწმუნდით, რომ ორი ადამიანის წონის გაძლება შეუძლია.
- დამატებითი ფუნქციები
ზოგიერთი გასაბერი ლეიბი დამატებითი ფუნქციებითაც არის აღჭურვილი. მაგალითად, თავის დასადებით ან სასმელების სადგამით. თუკი ეს ფუნქციები თქვენთვის მნიშვნელოვანია, მოძებნეთ ლეიბი, რომელსაც მსგავსი უპირატესობები ექნება.
როგორც ვნახეთ, გასაბერი ლეიბის შერჩევა არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, იქნება ეს ზომა, სიმაღლე, მასალა, ტუმბო, დამატებითი ფუნქციები და ასე შემდეგ. შეძენისას მაქსიმალურად გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი და დიდი ალბათობით, როცა დადგება დრო, რომ საკუთარ გასაბერ ლეიბზე წამოწვებით, ნამდვილად მადლობას ეტყვით მას, ვინც ასეთი გენიალური რამ გამოიგონა…