ქლორის ტაბლეტები ერთნაირად აუცილებელია როგორც დიდი, ისე გასაბერი და კარკასული აუზებისთვის

ოდესმე წუწურაქობის დონის გაზომვა თუ დაგჭირდეთ, იცოდეთ, რომ არსებობს ადამიანი, რომელმაც თხოვნაზე, აუზის მშენებლობას მცირედით შესწეოდა, ერთი ჭიქა წყალი გაიღო…

ზოგ-ზოგიერთ წუწურაქსა და ზაფხულის ცხელ დღეებში გაგრილების შესაძლებლობას რომ დავანებოთ თავი, აუზს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს და პირველ რიგში, ჯანმრთელობისთვის არის უაღრესად სასარგებლო. აქედან გამომდინარე, მის სათანადოდ მოვლაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული.

რასაკვირველია, ზედაპირის გასუფთავებაც აუცილებელი პირობაა, თუმცა, მთავარი პროცედურა, რა თქმა უნდა, აუზის წყლის ქლორირებაა, რისთვისაც ქლორის ტაბლეტები დაგჭირდებათ.

აუზში წყლის ქლორირება რეზერვუარის დეზინფექციის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. ქლორი ანადგურებს ბაქტერიებსა და სოკოებს, რის შედეგადაც, წყალი სასიამოვნო ფერსა და ნეიტრალურ სუნს ინარჩუნებს.

როდის უნდა გაურიოთ ქლორი აუზში? რა რაოდენობის ქლორია საჭირო აუზის დასუფთავებისთვის? სად უნდა შეიძინოთ ქლორის ტაბლეტები აუზისთვის? ქვემოთ გპასუხობთ:

როდის უნდა გაურიოთ ქლორი აუზში

პირველ რიგში, იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ქლორირება აუცილებლად სჭირდება არა მხოლოდ დიდ, არამედ გასაბერ და კარკასულ აუზებსაც.

ვისაც აქვს გამოცდილება და ჰქონია საკუთარი აუზი, კარგად იცის, რა სისწრაფით ხდება ბაქტერიების გავრცელება. შეიძლება ითქვას, სითბოს, სინათლისა და დაბინძურების ზემოქმედების შედეგად, მიკრობების გამრავლების ადგილად აუზი სულ რამდენიმე დღეში იქცევა.

აუზის ქლორის ტაბლეტები დაუყოვნებლივ უნდა გამოვიყენოთ, თუ:

  • წყალმა ფერი ან სუნი შეიცვალა;
  • აუზში რამდენიმე ადამიანი ბევრი საათის განმავლობაში იმყოფებოდა;
  • რეზერვუარი წყლით პირველად აივსო;
  • აუზის წყალს ორგანიკა შეერია (ფოთლები, ბალახები, მკვდარი ეპიდერმისი და ასე შემდეგ);
  • ჰაერის ტემპერატურა ცელსიუსით 30 გრადუსს აჭარბებს;

კიდევ ერთი აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია ის, რომ ქლორის ტაბლეტები მაშინ უნდა გამოიყენოთ, როცა აუზში არავინ იქნება. ზაფხულის სეზონზე ქლორირების პროცედურა კვირაში ერთხელ მაინც უნდა გაიმეოროთ.

როცა აუზი დიდი არ არის და მას ხშირად იყენებთ, პროცედურისთვის საჭიროა ტივტივა დოზატორი, რომელსაც სხვა დანარჩენთან ერთად, gardex.ge-ზე იოლად და ხელმისაწვდომ ფასად შეიძენთ.

ტივტივა დოზატორი აუზში მაშინ თავსდება, როცა იქ არავინაა და საჭირო რაოდენობის ქლორს, რომელსაც მასში მოათავსებთ, წყალს თავად შეურევს.

თვალსაჩინოებისთვის გეტყვით, რომ დაახლოებით 2000 ლიტრ წყალს 20 გრამი ქლორი ჰყოფნის, რომელსაც აუზში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტივტივა დოზატორის საშუალებით შეურევთ. პროცედურა 8-10 დღეში უნდა გაიმეოროთ, თუმცა, ზაფხულის პიკური ტემპერატურის პირობებში, უმჯობესია, ქლორირება კვირაში ერთხელ ჩაატაროთ.

აუზის წყლის pH დონის რეგულირება

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წყალში pH დონის შენარჩუნებას (ასევე უწოდებენ მჟავა-ტუტოვან ბალანსს). ყველაზე ხელსაყრელი და ადამიანისთვის უსაფრთხო არის მაჩვენებელი 7.2-7.6 (ნეიტრალური pH).

თუკი pH 7.6-ზე მაღალია, 2-ჯერ მეტი ქლორის დამატებაა საჭირო, ვიდრე 7.2-ის შემთხვევაში, რადგან მაღალი მაჩვენებლისას წყლის დეზინფექციის ეფექტიანობა მცირდება.

თუ pH 7.2-ზე დაბალია, მცირდება აღჭურვილობის ექსპლუატაციის ვადა, ლითონის ნაწილებზე თავს იჩენს კოროზია, კოაგულაცია ნაკლებად ეფექტიანი ხდება.

pH-ის სტაბილური დონის შენარჩუნება რთული, მაგრამ შესაძლებელია. სასურველია, ტესტერის დახმარებით მაჩვენებელი ყოველდღიურად შემოწმდეს. კორექტირება სპეციალური საშუალებების გამოყენებით შეიძლება.

აუზებისთვის, რომელთა ექსპლუატაცია აქტიურად არ ხდება, აქტიური ჟანგბადის გამოყენებაც არის შესაძლებელი. აქტიური ჟანგბადი გვხვდება როგორც ტაბლეტების, ისე გრანულებისა თუ სითხის სახით.

თუმცა, კვლავ გამეორება გვიწევს, რომ გაცილებით ეფექტიანი საშუალება ქლორირება გახლავთ.

ქლორი სხვადასხვა ფორმით გამოიყენება, ძირითადად კი:

– ნელა ხსნადი ტაბლეტები – ხელით დოზირებისა და თავისუფალი ქლორის დონის მუდმივი შენარჩუნებისთვის;

– სწრაფად ხსნადი ტაბლეტები ან გრანულები – ქლორის კონცენტრაციის მკვეთრად გაზრდისთვის წყლის დაბინძურების შემთხვევაში;

– თხევადი საშუალებები ავტომატური სადგურებისთვის.

შეჯამება

ზაფხულში, როცა აუზების გამოყენება აქტიურ ფაზაშია, წყალში ბაქტერიები, სოკოები და ხავსი უმოკლეს დროში ჩნდებიან. ეს პათოგენური მიკროორგანიზმები ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენენ, რომ აღარაფერი ვთქვათ თავად აუზის იერის დამახინჯებაზე. ქიმიური საშუალებების სწორი დოზირებით მოახერხებთ ერთი, რომ აუზების სისუფთავის შენარჩუნებას და უფრო მნიშვნელოვანი – უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ქლორის შესაბამისი დოზირება იმის გარანტია გახლავთ, რომ წყალი კრისტალურ გამჭვირვალობასა და ნეიტრალურ სუნს შეინარჩუნებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ნავიგაცია