გავიღიმოთ, მხოლოდ დადებითზე ვიფიქროთ და ის ამბები განვიხილოთ, რომელი კარავი ჯობია რომ შევიძინოთ

Discovery Adventures - კარავი

ერთი ძველი ანეკდოტი უნდა გაგახსენოთ: ჰოლმსი და უოტსონი სალაშქროდ წავიდნენ. შემოაღამდათ, კარავი გამართეს და დაიძინეს. გვიან ღამით ჰოლმსმა მეგობარი გააღვიძა და ჰკითხა:

– უოტსონ, ახედეთ ცას და მითხარით, რას ხედავთ?

– ასტრონომიის მიხედვით, შეიძლება ვთქვათ, რომ არსებობს მილიონობით გალაქტიკა და მილიონობით პლანეტა. თეოლოგიურად, ფაქტია, რომ ღმერთი დიდი და ყოვლისშემძლეა, ხოლო ჩვენ – პატარა და უსუსური არსებები ვართ. მეტეოროლოგიური თვალსაზრისით, ხვალ კარგი ამინდი იქნება… ამისთვის გამაღვიძეთ?!

– მარტივად იფიქრეთ, უოტსონ – ვიღაცამ კარავი მოგვპარა!

აი, ნებისმიერი რამის მოპარვა ხომ გულდასაწყვეტი და სანერვიულოა, მაგრამ მოლაშქრე-მოხეტიალეს რომ კარავს მოპარავს ვინმე… უი, უი, უი, მტრისა და ავისას!..

არა, ისე, რაღა ცუდზე უნდა ვიფიქროთ, მით უმეტეს, ისეთი ადამიანები, ვისაც ბუნება უყვარს, ყოველთვის ღიმილიანები და ლაღები არ არიან?! მაშ, გავიღიმოთ, მხოლოდ დადებითზე ვიფიქროთ და ის ამბები განვიხილოთ, როგორი კარვები არსებობს, სად რომელი უფრო გამოგვადგება, რამდენადგილიანის შეძენაა უფრო გონივრული, რისგან მზადდება და ასე შემდეგ.

საიდან დავიწყოთ?

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ Gardex.ge-ზე წარმოდგენილი ბრენდების Quechua-სა და Discovery-ის კარვების შეძენით უამრავ საზრუნავს მოიხსნით. პირველ რიგში, ის არ გექნებათ საფიქრი, რამდენად ხარისხიანია და ვაიმე, წვიმაში ხომ არ დავსველდები, ან კოღოები ხომ არ შემოგვიხტებიან პატარა-პატარა ნაპრალებიდანო.

უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რამდენი ადამიანი უნდა მოთავსდეს კარავში: ტევადობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, თუ ხანგრძლივ ლაშქრობებში გიწევთ ყოფნა, სადაც საჭიროა არა უბრალოდ, ღამის გათენება, არამედ რაღაც პერიოდით ცხოვრება. თუკი ლაშქრობაში მხოლოდ ორნი მიდიხართ, არ იქნება ურიგო, თუკი კარავს +1 ადგილიც ექნება, თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია და არც წონის დავიწყება ღირს. თანხობრივად სხვაობა არც ისე დიდი იქნება, მაგრამ აი, წონის მხრივ, არც თუ უმნიშვნელო. კარვის ხანგრძლივი ლაშქრობებისთვის შერჩევისას ყველაზე მნიშვნელოვანი კი – წყალგამძლეობაა.

როგორი კარვები არსებობს

– უნივერსალური კარვები – უნივერსალური კარავი დაბალია, სიმაღლე 1,60 მ-ს არ აჭარბებს. წონაც შესაბამისია – 4-5 კილოგრამი. ზომები კომპაქტურია და წვიმისგან დაცვაც საკმაოდ საიმედოდ შეუძლია.

– კემპინგის კარვები – საბავშვო კარვები თუ მოითხოვეს პატარებმა, აუხსენით, რომ ოჯახური დასვენებისთვის საუკეთესო ვარიანტი კემპინგის კარავია, თუმცაკი მისი ზურგით დიდხანს ზიდვა ძალიან რთული ნამდვილად არის და ჯობს, დანიშნულების ადგილს ავტომობილით მაქსიმალურად მიუახლოვდეთ. სამაგიეროდ, ადგილი ბევრია, გამოირჩევა წყალგაუმტარობის კარგი მაჩვენებლით და თუკი ოჯახთან ერთად ბუნებაში რამდენიმე დღით გახვალთ, ეს ის არის, რაც გჭირდებათ! კემპინგის კარვების სიმაღლე 1,75-დან 2,20 მეტრამდეა. სტანდარტული ტევადობა – 3-4 ადამიანია, თუმცა არსებობს რამდენიმე ოთახიანი კარავიც, რომელსაც 6-12 ადგილი აქვს.

– ტრეკინგის კარვები – საუკეთესოდ შეეფერება შორ გზაზე ველოსიპედებით გასეირნებას, დინამიურ ლაშქრობებს, როცა ადგილების ხშირი ცვლა გიწევთ, ან ღამეს არაპროგნოზირებად ადგილებში ათევთ. ტრეკინგის კარვები ადვილად ასაწყობია, არის მსუბუქი. ამიტომაც მათი მოთავსება შესაძლებელია ტურისტის ჩვეულებრივ ზურგჩანთაშიც კი, რაც პრინციპში, ძალიან მოსახერხებელია.

– ექსტრემალური კარვები – ასეთი კარვები პროფესიონალი მოლაშქრეებისთვის არის შექმნილი, მაგალითად, ალპინისტებისთვის. გამოირჩევა მაღალი წყალ და ქარგამძლეობით, გაძლიერებული აქვს კონსტრუქცია და მოკლედ, პლანეტის ნებისმიერ ადგილას ყველაზე რთულ კლიმატურ პირობებსაც კი გაუმკლავდება.

– ავტომატური კარვები – შესაბამისი მექანიზმის წყალობით, ასეთი კარავი ქოლგის მსგავსად იშლება. არის მსუბუქი და მარტივი. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ის, რომ თუკი ერთი ღერძი მაინც დაზიანდება, მთელი მექანიზმი გამოვა მწყობრიდან. ამდენად, ავტომატურ კარავთან ურთიერთობისას დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

მასალა

უზარმაზარი და არაკომფორტული კარვების დრო გავიდა და დღეს თანამედროვე კარვები მინაბოჭკოვანი, დურაპოლის ან ალუმინის გამოყენებით იქმნება.

1. მინაპლასტიკი – კარვის საყრდენი დეტალები აწყობილია მინაპლასტიკის ცალკეული ელემენტებისგან, რომლის სისქეც დამოკიდებულია კარვის ზომასა და მახასიათებლებზე;

2. დურაპოლი – მინაპლასტიკის საყრდენები დამატებითაა არმირებული და გამაგრებული ალუმინით, რაც უზრუნველყოფს ბევრად უფრო საიმედო დაცვას, ხანგრძლივ ექსპლოატაციასა და უკეთეს ქარგამძლეობას;

3. ფიბერგლასი (მინაბოჭკო) – საკმაოდ მყარი და ელასტიკური მასალა, თუმცა, დაბალ ტემპერატურაზე მყიფე ხდება, ვინაიდან მასალის ელასტიკურობა კლებულობს;

4. ალუმინი – მთავარი უპირატესობა წონაა, რის გამოც, უფრო ხშირად გამოიყენება ტრეკინგის კარვების შემთხვევაში, სადაც ყოველ კილოგრამს დიდი მნიშვნელობა აქვს.

აბა, სასიამოვნო და შთაბეჭდილებებით სავსე ლაშქრობებს გისურვებთ და გახსოვდეთ – Gardex.ge ყოველთვის მზად არის, თქვებს ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ნავიგაცია