ღამითაც რომ გააღვიძოთ გამოცდილი მოგზაური, აუცილებლად უშეცდომოდ ჩამოგითვლით, რა აუცილებელი ნივთებით უნდა აღჭურვოს ზურგჩანთა, რისი წაღება ღირს და რას შეიძლება, შეელიოს.
მოდით, ჩვენც ვცადოთ და ჩამოვთვალოთ, რა ნივთებით უნდა გავავსოთ სამგზავრო ჩანთა.
პირველ რიგში, ალბათ, თქვენც პირადი ჰიგიენა მოგაგონდათ. იქვეა სველი ხელსახოციც, პირველადი დახმარების ელემენტარული საშუალებები მაინც. ასევე, პატარა ბლოკნოტი და კალამი – რა იცით, როდის მოგაკითხავთ მუზა და შეგიჩიჩხინებთ – ჩამოჯექი კომფორტულად და რამე დაწერეო… მშრალი საკვები რომ აუცილებელია, ამაზე აღარც გავამახვილებთ ყურადღებას. მინიმუმ თითო ხელი გამოსაცვლელი ტანსაცმელიც რომ საჭიროა, წესით, ამაზეც ვთანხმდებით და ამასობაში, კი გაგვევსო პირამდე ზურგჩანთა და ტარება არ უნდა, კაცო?
ფაქტია, როგორც არ უნდა შევეცადოთ, სამოგზაურო ზურგჩანთა აუცილებლად გაივსება და გაიბერება და აქ უკვე იმას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რამდენად ხარისხიანსა და კომფორტულზე გვაქვს არჩევანი გაკეთებული.
სანამ შერჩევის დეტალებზე გადავალთ, ის ამბავი ვთქვათ, რომ gardex.ge-ზე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ბრენდის Discovery adventures-ის ზურგჩანთების მრავალფეროვანი მოდელების შერჩევა-შეძენა შეგიძლიათ, იქნება ეს: სალაშქრო, საგორავებელი, წყალგაუმტარი, ნაჭრის, წითელი, ყვითელი, შავი, ცისფერი, ლურჯი და მოკლედ, რა გინდა, სულო და გულო…
– მარშრუტის ხანგრძლივობა + ზურგჩანთის მოცულობა „ტრადიციული“ აღჭურვილობით
ეს ორი ამბავი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია – როგორც გამოცდილი მოხეტიალეები ამბობენ, სწორედ მარშრუტისა და მოგზაურობის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული, რა ზომის ზურგჩანთა გავიყოლოთ თან.
დავიწყოთ „ტრადიციული“ აღჭურვილობით, როცა გსურთ, ზურგჩანთაში ისეთი ნივთებიც გქონდეთ, რომლებზეც უარს ვერავითარი მიზეზი ვერ გათქმევინებთ:
- 1 დღე და 1 დღე-ღამე – 20-50 ლიტრი;
- 2-3 დღე – 50-60 ლიტრი;
- 3-5 დღე – 60-80 ლიტრი;
- 1 კვირა და მეტი – 80 ლიტრიდან.
ეს მონაცემები იმ მოგზაურების გამოცდილებას ეყრდნობა, ღამითაც რომ არ ეშლებათ, რა უნდა ჩაალაგონ ზურგჩანთაში და თქვენ თუ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებთ, არც ეგ იქნება პრობლემა.
ახლა ვნახოთ, რა მოცულობის სამგზავრო ზურგჩანთა დაგჭირდებათ, თუკი მსუბუქი აღჭურვილობის მოყვარული ხართ:
- 1 დღე და 1 დღე-ღამე – 20-30 ლიტრი;
- 2-3 დღე – 40-50 ლიტრი;
- 3-5 დღე – 45-55 ლიტრი;
- 1 კვირა და მეტი – 55 ლიტრიდან.
– წელიწადის რომელ დროს გიყვართ ლაშქრობები და ხეტიალი?
ესეც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც gardex.ge-ზე წარმოდგენილი Discovery adventures-ის ზურგჩანთებით იოლად მოგვარდება.
თუკი წელიწადის თბილ დროს გიყვართ მოგზაურობა, ორიენტაციისთვის ზემოთ მოყვანილი მონაცემები გამოიყენეთ. თუმცა, თუკი გარკვეული მარშრუტების გავლა ადრე გაზაფხულზე, გვიან შემოდგომით ან ზამთარში უფრო გხიბლავთ, დასახელებულ მონაცემებს 10-20 ლიტრი მიამატეთ. ეს არის აუცილებელი მარაგი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, ზურგჩანთაში თბილი ტანსაცმელიც ჩატიოთ.
– ზურგჩანთების კონსტრუქციის მნიშვნელოვანი მახასიათებლები
თანამედროვე ჩანთა, ძირითადად, სინთეტიკური ქსოვილებისგან იკერება. იგულისხმება პოლიესტერი ან ნეილონი. როგორც წესი, რაც უფრო მყარია ქსოვილი, წონაც მაღალი აქვს. ამ ორი პარამეტრიდან რომელი უფრო მნიშვნელოვანია, თქვენს პრაქტიკაზე უფროა დამოკიდებული.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრია ზურგჩანთის ფურნიტურის გამძლეობა – იქნება ეს ელვა შესაკრავი, ბალთები თუ სხვა დეტალები. პასუხისმგებლობის მქონე მწარმოებლები ამ ფაქტორს დიდ ყურადღებას აქცევენ და Discovery adventures-ის მოდელების გამძლეობაც მოწოდების სიმაღლეზეა.
– თასმები, სამხრეები, ქამრები
რამდენად კომფორტულია ტვირთის გადატანის პროცესი, პირდაპირ კავშირშია ცალკეულ დეტალებზე, განსაკუთრებით იმაზე, როგორ ანაწილებენ ზეწოლას ქამრები და სამხრეები. მაღალი კლასის ზურგჩანთებში მწარმოებლები თერმოფორმირებად ქაფს ამატებენ, იმის ანალოგს, როგორიც სათხილამურო ჩექმებში გამოიყენება. აღნიშნული ნივთიერება ზუსტად „აჯდება“ ადამიანის ფიგურას და თვისებებს დიდხანს არ კარგავს. იაფფასიან მოდელებში რბილი პოროლონია დანერგილი, რომელიც პრინციპში, ანალოგიურად მუშაობს, თუმცა, სასარგებლო თვისებების გარეშე უფრო მალე რჩება.
ბოლო პერიოდში, მწარმოებლები არჩევენ, ქამარი მოძრავი იყოს, რის ხარჯზეც ადამიანი ზურგჩანთას იმგვარად ირგებს, რომ გადაადგილება მაქსიმალურად კომფორტული გახდეს…
შეიძლება ითქვას, მოგზაურობა, თუნდაც ძალიან მცირე მანძილზე, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მომხიბვლელი ჰობია. ჰოდა, თქვენ ბევრი იმოგზაურეთ, gardex.ge კი შესაფერისი აქსესუარებითა და აღჭურვილობით მოგამარაგებთ.