არც ძვირადღირებული საღამოს კაბებია აუცილებელი, არც წვერის ყოველდღე პარსვა, არც მაკიაჟი, არც სოციალური ქსელების ისტერიული სქროლვა, საჭიროა მხოლოდ კარგი განწყობა და დაუვიწყარ თავგადასავლებში გადაშვების სურვილი – ასეთია კემპინგის „მთელი ვიტამინები“…
და თუკი გსურთ, რომ ეს ვიტამინები ჭამის წინაც მიიღოთ და ჭამის მერეც, თანაც, ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე, Gardex.ge-ს საკემპინგო აქსესუარების მრავალფეროვანი არჩევანი სწორედ თქვენთვის არის ზედგამოჭრილი.
რა აუცილებელი ნივთები უნდა გაიყოლოთ კემპინგზე და რას მოიძიებთ Gardex.ge-ზე, მოდით, გაემზადეთ, განეწყვეთ ყველაზე დადებითი ემოციების მიღებისთვის და დავიწყოთ.
რა უნდა გავიყოლოთ კემპინგზე?
როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ამ კითხვას, ჩვეულებრივ, მაშინ სვამენ ხოლმე, როცა ლამის უკვე გზას უნდა გაუდგნენ თავგადასავლების მაძიებლები, რაც უკაცრავად კი ვართ, მაგრამ დიდი შეცდომაა.
ჰოდა, ბოლო მომენტში რომ არ მოგიწიოთ ყველაფერზე სირბილი, აქ არის ჩვენი რჩევები და აქ არის Gardex.ge:
- კარავი და საძილე აქსესუარები
თამამად შეგიძლიათ, ეს ყველაფერი Gardex.ge-ზე მოიძიოთ, შეარჩიოთ და შეიძინოთ, ვინაიდან მანქანაში ძილი ჰა და ჰა, ორი დღე და შემდეგ უკვე ზედმეტად არაკომფორტულია.
კარავში საძილე ტომრებს დააფენთ წელიწადის ცივ დროს (თუმცა, ტყესა და მთაში ღამე ნებისმიერ სეზონზე მაინც ზედმეტად სუსხიანია) და ზაფხულში კი გასაბერი ლეიბებით ისარგებლებთ.
ყურადღება მიაქციეთ, რომ გასაბერი ლეიბები ორი ტიპის არსებობს: ძილისა და ცურვისთვის და არ შეგეშალოთ. ერთი კია, ორივე ტიპის გასაბერი ლეიბების შეძენა Gardex.ge-ზე შეგიძლიათ.
- თბილი და წყალგაუმტარი ნივთები
თუნდაც ზაფხული იყოს, ზემოთაც გითხარით და თავადაც გეცოდინებათ, განსაკუთრებით მთაში, ღამეც საკმაოზე მეტად ცივა. შესაბამისად, მინიმუმ თითო ხელი თბილი ტანსაცმელი კემპინგისთვის უაღრესად საჭიროა, რომ აღარაფერი ვთქვათ წყალგაუმტარ ნივთებზე.
- თოკი და სარჭები
ძალიანაც ჩინებული სიტყვაა სარჭი და ამ „შპილკას“ რატომ გადავეკიდეთ?..
ნუ, ასეა თუ ისე, კემპინგისთვის თოკი და სარჭებიც თან უნდა იქონიოთ – გარეცხილ ან წვიმისგან დასველებულ სამოსს გაშრობა ხომ დასჭირდება, არა? ოღონდ, როცა სახლისკენ მიმავალ გზას დაადგებით, თოკების ჩამოხსნა არ დაგავიწყდეთ.
- ჭურჭელი წყლისთვის
ყოველ წამს რომ არ მოგიწიოთ წყაროზე სიარული, წყლის გარკვეული მარაგი აუცილებლად უნდა გქონდეთ, მარაგისთვის კი, ბუნებრივია, შესაბამისი ჭურჭელი დაგჭირდებათ, რომელიც უმჯობესია, სახლიდან გაიყოლოთ და გზად არ დაიწყოთ ძებნა.
- სასმელი წყალი
წყლის ამბავი ზემოთ უკვე კი გითხარით, მაგრამ სასმელ წყალს მაინც ხაზგასმით შეგახსენებთ. სასმელი წყალი შეგიძლიათ, გზად შეიძინოთ, პრობლემა არ არის.
- ჭურჭელი
ერთჯერადი ჭურჭლის შეძენა კი შეგიძლიათ, მაგრამ როგორც გამოცდილი ხალხი ამბობს, გაცილებით პრაქტიკული და კომფორტულია კერამიკისა და ლითონის თეფშები, ჭიქები, ჩანგლები და კოვზები. არ დაივიწყოთ არც დანა, ჩაიდანი, ტაფა და ქვაბი და რაღა თქმა უნდა, შტოპორი – საღამოსკენ, კოცონთან, ცოტ-ცოტა ღვინის მოწრუპვა კემპინგს ისე უხდება, ისე…
- გაზქურა
ცეცხლზე მომზადებულ ყავასაც და კერძებსაც სულ სხვანაირად განსაკუთრებული გემო კი აქვს, მაგრამ მცირე ზომის გაზქურა მაინც აუცილებლად იქონიეთ.
- ფანარი
პატარა ზომის შუქდიოდური ფანრები გამძლე ელემენტებით ზედმეტი ნამდვილად არ იქნება, მით უმეტეს, თუკი თან ისეთი ადამიანიც გეყოლებათ, სიბნელის რომ ეშინია.
- პირადი ჰიგიენის საშუალებები
კბილის პასტა, ჯაგრისი, საპონი, ტუალეტის ქაღალდი, სველი ხელსახოცები, პირსახოცები. თუკი რამე გამოგვრჩა, პრინციპში, ეს ისეთი პუნქტია, ყველაზე გამოუცდელი მოხეტიალეც შეცდომას არ დაუშვებს და არაფერი დაავიწყდება (იმედია).
- აფთიაქი
ალერგიისკენ მიდრეკილ, ასევე, ასთმის, დიაბეტის მქონე მოხეტიალეებს მედიკამენტები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაავიწყდეთ. ძალიან სასარგებლო იქნება მზისგან დამცავი კრემიც, ასევე, ტკივილგამაყუჩებელი, სადეზინფექციო საშუალებები.
- ჭურჭლის სარეცხი საშუალებები
პრინციპში, ეს პუნქტი ჭურჭელთან უნდა იყოს გაერთიანებული, მაგრამ არა, ცალკე ჯობია, უკეთ აღსაქმელი და დასამახსოვრებელი იქნება.
- დასაკეცი ავეჯი
ავეჯი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია და რა თქმა უნდა, ტყავის სამეულს არც ვგულისხმობთ. საუბარია, მაგალითად, დასაკეც მაგიდებსა და სკამებზე, რაც კემპინგისთვის იდეალური ვარიანტია.
- ფული და დოკუმენტები
კოდალებსა და მაჩვზღარბებს ტყეში მარკეტები რომ არ აქვთ, კი ვიცით, მაგრამ გზაში რომ რამე დაგჭირდეთ, თუნდაც, ბენზინი, გარკვეული თანხა მაინც საჭიროა. რაც შეეხება დოკუმენტებს, პირადობის მოწმობა რომ სულ თან უნდა იქონიოთ, კი გეცოდინებათ.
და რაღა თქმა უნდა, არ უნდა დაივიწყოთ ნაგვის პაკეტები, სადაც ყველა ნარჩენს მოაგროვებთ და შემდეგ ურნაში გადაუძახებთ…
Gardex.ge დაუვიწყარ თავგადასავლებს გისურვებთ!..