
„ბუნწიაღში“ გასვლას რა ჯობიაო“, იტყვის ხოლმე ორგანიზატორობის გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული და გამორიცხულია, მინიმუმ ერთი მაინც ვერ მიხვდეს – „სად გასვლასო?“ მაშინვე იკითხავს. მერე უნდა კარგად განუმარტო, რომ „ბუნწიაღი“ იგივე ბუნების წიაღია და იქვე უკვე გამოცდილი ხუმრობაც აუცილებლად უნდა მიაყოლო: „მოკლედ, მივდივართ ბუნწიაღში, ვიკრიბებით ოპრიწინა“. ის მინიმუმ ერთი ისევ იკითხავს: „სად ვიკრიბებით?“ და ჰო, ისევ უნდა დაუღეჭო: „ოპერის წინ, რა“. აქ უკვე ამ ერთსაც გაუნათდება გონება და დიალოგი ასე გრძელდება: „ახლიწინა?“…
მოკლედ, ასეა, მეგობრებთან ერთად ბუნების წიაღში გასვლას მართლაც არაფერი ჯობია და შეკრების ადგილი, სადაც თქვენს გულს გაუხარდება, იქ დანიშნეთ. Gardex.ge კი იმის შესახებ მოგიყვებათ, როგორ შეარჩიოთ შამფურები, გეტყვით იმასაც, ხორცის გარდა, კიდევ რა შეიძლება, ნაკვერჩხალზე ააშიშხინოთ. ცოტა ისტორიულ ფაქტებსაც შემოგთავაზებთ და საბოლოო ჯამში, დაუვიწყარი პიკნიკისა და შიშხინისთვის სრულყოფილად მომზადებას შეძლებთ.
შამფური, როგორც ძველი რიტუალების განუყრელი ნაწილი
ის, რომ შემწვარი ხორცი უძველესი კერძია, რომლის მომზადებაც ადამიანმა ისწავლა, ალბათ, სადავო არ არის და სპეციალისტებიც სწორედ ამას ამბობენ. რა თქმა უნდა, ხორცის შეწვას დამხმარე საშუალებაც დასჭირდებოდა და გამჭრიახობის გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულმა ერთმა უძველესმა ადამიანმა ტოტისგან შამფურის „გმირი წინაპარი“ გამოჩორკნა. ბუნებრივია, შამფურების ნაკრები მაშინ არ ექნებოდათ, მაგრამ სამაგიეროდ, Gardex.ge-ზე თქვენ შეგიძლიათ, Discovery-ს ბრენდის ნაწარმი შეიძინოთ და „შიშხინი დიდად შესარგი“ კიდევ უფრო კომფორტული გახადოთ.
რაც შეეხება ისტორიას, ყველაზე ძველი შამფური, რომელიც სპეციალისტებს აქვთ აღმოჩენილი, დაახლოებით 300 ათას წელს ითვლის.
თქვენ წარმოიდგინეთ, სიტყვა „შამფურიც“ კი სადავო საკითხად არის ქცეული – ზოგი ამტკიცებს, რომ ეს სუფთა ქართული სიტყვაა, დანარჩენები ამბობენ – „არაო, ცავატანემ, ნაღდი სომხურია და წერტილიო“… ჰო, არა, აშკარად ჯობია, ამ თემაზე საუბარს აქ თუ დავასრულებთ…
რაც შეეხება იმ საკითხს, რამდენად ხშირად იყენებდნენ ძველი ქართველები შამფურს, აქ უკვე საუბარი ნამდვილად შეიძლება. უფრო მეტიც, შამფურები პრაქტიკულად, ყველა რეგიონის კონკრეტული რიტუალების განუყოფელი ნაწილი გახლდათ. ასე მაგალითად:
„მეგრელები ფუძის ლოცვას „სატუტუცოსაც“ უწოდებდნენ. სალოცავად „იმდენ დედალს შეწვავდნენ, რამდენი ქალიც იყო ოჯახში. სანამ ყველაფერს გააწყობდნენ, შემწვარი ქათმები შამფურით კედელზე იყო მიმაგრებული… ოტუტუცეს ლოცვის დროს ერთ მხარეზე ქალები დადგებოდნენ დაოთხილად, მეორე მხარეზე – მამაკაცები. მამაკაცები წამოვიდოდნენ ქალებისაკენ, თუ არ ასცდებოდნენ, იმ წელს ბედნიერება და ყველაფერი იქნებოდა, თუ ასცდებოდნენ, ცუდის ნიშანი იყო…“
„საახალწლოდ მოხარშული და გამცხადების დღისთვის თუშები საწდეზე სანთლებს აანთებდნენ, დაილოცებოდნენ, ხუცესი ჩონგურს დაუკრავდა… მღეროდნენ… ადგილობრივები ახალი წლის მესამე ღამეს საჯარეში (სოფლის თავშეყრის ადგილზე) ერთ შამფურ მწვადს მოიტანდნენ და დიდი ჯამით ლუდს დადგამდნენ…“

მსგავსი მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება, თუმცა, ახლა ისევ მეგობრებსა და პიკნიკს მივუბრუნდეთ და იმაზე ვისაუბროთ, შამფურების გარდა, კიდევ რა დაგჭირდებათ „ბუნწიაღისთვის“:
- შეადგინეთ მენიუ
პირველ რიგში, წყალი არ უნდა დაივიწყოთ, რომელიც ნებისმიერ კერძზე მთავარია. დანარჩენი, რა გითხრათ, ალბათ, ბუნებაში მაიონეზის ნებისმიერ ვარიაციაზე უნდა თქვათ უარი. მენიუს რაც შეეხება, კიტრი, პომიდორი, ყველი, პური, ტყემალი, ხილი და მთავარი – სამწვადე. თუმცა, ვისაც შემწვარი ხორცი არ უყვარს, არ მიირთმევს, შამფურები შეგიძლიათ, ბოსტნეულის ასაშიშხინებლადაც გამოიყენოთ: ბადრიჯანი იქნება, ბულგარული წიწაკა თუ – კარტოფილი ან სოკო.
- ჩაცმულობა
აბა, გაიხსენეთ, როგორი რეაქცია გქონიათ, როცა ტყე-ღრეში ქუსლიანი ფეხსაცმლით მოკაკუნე ადამიანი დაგინახავთ. მართლა ხდება ხოლმე ასე და პრინციპში, ყველას თავისი არჩევანი აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, ბუნებაში გასვლისას კომფორტული სამოსი უნდა მოვირგოთ, განსაკუთრებული აქცენტი კი ფეხსაცმელზე უნდა გავაკეთოთ. არ უნდა დავივიწყოთ არც ქუდი, მზის დარტყმა რომ არ მივიღოთ გზად, სანამ მოწონებულ ადგილზე ბანაკს დავცემთ.
- გართობა
თითოეული ადამიანი სახლში ზღვა ემოციებით უნდა დაბრუნდეს, რისთვისაც მხოლოდ ალკოჰოლი, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. ჰოდა, არ დაგავიწყდეთ სპორტული ინვენტარი და სამაგიდო თამაშებიც წაიმძღვარიოთ.
- პირველადი დახმარების ნაკრები
არავითარ შემთხვევაში, წინასწარ ცუდზე არ უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, სიფრთხილეს რომ თავი არ ეტკინოს, პირველადი დახმარებისთვის მზადყოფნა ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა.
ყველაზე პრაქტიკული რჩევები
ბოლოსკენ იმასაც დავამატებთ, რომ შამფური დამზადებული უნდა იყოს უჟანგავი ფოლადისგან, სასურველია – 304 ან 430 კლასის ფოლადი. ეს მაჩვენებელი იმის გარანტია გახლავთ, რომ შამფური დაჟანგვისგან ხანგრძლივად იქნება დაცული და შესაბამისად, ახლის შეძენაც აღარ მოგიწევთ.
გარდა ამისა, ყურადსაღები ფაქტორია შამფურის სისქე – საკმაოდ მყარი უნდა იყოს, თუმცა, ამასთან ერთად, არც იმდენად სქელი, რომ მასზე ხორცის წამოცმა გაგიჭირდეთ.
შამფურის სიგრძე მაყალის სიგანეს მინიმუმ 20 სანტიმეტრით მაინც უნდა აღემატებოდეს, ბუნებაში ააშიშხინებთ სამწვადესა და ბოსტნეულს, თუ საკუთარ ეზოში. ასევე, ურიგო არ იქნება, თუკი სიგრძე 62-65 სანტიმეტრს შორის იმერყევებს და კიდევ ერთი – წვეტი კარგად გალესილი უნდა იყოს.
გაიყოლეთ ბუნებაში Gardex.ge-ზე წარმოდგენილი Discovery-ს ბრენდის შამფურები და მერე აუცილებლად გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.
აბა, ხალისიან და საინტერესო დღეებს გისურვებთ.