მაყალი და მისი ღირსეული „შთამომავალი“ – გრილი ბარბექიუ – Gardex.ge-ზე

ყველაზე ძველი მაყალი, რომელსაც თანამედროვე სამყარო იცნობს, შესაძლოა, დაუჯერებლადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ძველი წელთაღრიცხვით მე-17 საუკუნით თარიღდება. ეს უძველესი მაყალი თიხის კოლოფსა ჰგავს, რომელსაც, რაღა თქმა უნდა, შამფურის დასაწყობად განკუთვნილი ჭრილებიც აქვს დატანილი.

ფაქტია, კულინარიული მეთოდების დახვეწაზე კაცობრიობა უხსოვარი დროიდან ზრუნავს და დღეს უკვე სახეზე ნამდვილად ჩინებული შედეგები გვაქვს. მაგალითად, რაკი უძველესი მაყალი ვახსენეთ, მის ღირსეულ შთამომავლად გრილი ბარბექიუ შეგვიძლია დავასახელოთ.

რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი მაყალი დღესაც აბსოლუტურად წარმატებული და რაც მთავარია, კონკურენტუნარიანია, თუმცა, გრილი ბარბექიუ იმდენად საინტერესო შესაძლებლობებს გვაძლევს, გადავწყვიტეთ, ამ საკითხზე მეტად საჭირო ინფორმაცია მოგაწოდოთ, მით უმეტეს, თუკი გემოებით თამაშით სტუმრების მოხიბვლა სიამოვნებას განიჭებთ, ჩამოჯექით, სწორედ თქვენთან გვაქვს საქმე:

გრილი ბარბექიუ – შეუცვლელი დამხმარე

დამხმარეს ვუწოდებთ, თანაშემწეს თუ სუშეფს, პრინციპში, დიდი სხვაობა არ არის, ფაქტია ერთი – კულინარიული შემოქმედებისთვის ეს მოწყობილობა უსაზღვრო შესაძლებლობებს გვიჩენს. რატომ და თუნდაც იმიტომ, რომ ფრინველი იქნება, თევზი, ხორცი თუ ბოსტნეული, გაცილებით სასარგებლო, გემრიელი და არომატული ხდება. გრილზე კერძების მომზადება რთული საქმე, პრინციპში, არ არის, თუმცა, გარკვეული უნარ-ჩვევები მაინც საჭიროა. მაგალითად, უნდა ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ მოწყობილობა სწორად.

ასე და ამგვარად, თითების ჩასაკვნეტი კერძები რომ მოამზადოთ, არომატული და ჯანსაღი, ქვემოთ საკმაოდ სასარგებლო რჩევებს შემოგაშველებთ.

გრილი თუ მაყალი?

ორივენიცა? მაინცა მაინცა?

ზემოთაც ვთქვით, მაყალიც ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას, თუმცა, სხვაობის შესახებ ორიოდ სიტყვა მაინც ვთქვათ: მაყალით საკვები ღია ცეცხლზე მზადდება. გარეგნულად, ხშირ შემთხვევაში, მართკუთხედია. განსხვავებულია კონსტრუქცია. კერძოდ, შეიძლება იყოს გასაშლელი, ნახევრად სტაციონარული და სტაციონარული. ასევე, განსხვავდება მასალის მხრივ.

გრილი – ეს არის კომფორტული მოწყობილობა, რომელზეც კერძები მზადდება ელექტრობის, გაზის, შეშისა და ნახშირის გამოყენებით და მაყალთან შედარებით არაერთი უპირატესობა აქვს:

  • თავსახური საშუალებას იძლევა, სასურველი კერძი წელიწადის ნებისმიერ დროს მოვამზადოთ, დაბრკოლება არც ამინდია;
  • მზადების პროცესის მარტივი კონტროლი, საჭირო ტემპერატურის შენარჩუნება;
  • საიმედოობა და ფუნქციონირება, მომსახურების ხანგრძლივი ვადა;
  • უსაფრთხოების მაღალი ხარისხი – კონსტრუქციას ხანძრის გაჩენის რისკები, პრაქტიკულად, არ აქვს;
  • ტემპერატურის თანაბარი გადანაწილება;
  • კერძების გაცილებით ფართო დიაპაზონი.

 კონსტრუქციის მახასიათებლები

ბარბექიუ გრილი – ეს არის მრავალფუნქციური კონსტრუქცია, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ, უამრავი სასარგებლო კერძის მომზადების საშუალებას იძლევა. შეიძლება იყოს როგორც სტაციონარული, ისე გადასატანი. მუშაობს (და ესეც უკვე ვთქვით ზემოთ) შეშაზე, ნახშირზე, ელექტრობასა ან გაზზე.

მოდელების უმრავლესობის კუნსტრუქციაში, როგორც წესი, შედის:

  • ფოლადის თავსახური და სათავსო სპეციალური საფარით, რომელიც ხანგრძლივ და უსაფრთხო ექსპლუატაციის გარანტიაა;
  • უჟანგავი ლითონის ცხაური კერძების მომზადებისა და ნახშირის განთავსებისთვის;
  • თერმომეტრი თავსახურზე, რომელიც ტემპერატურის კონტროლის საშუალებას იძლევა. თუმცა, თუკი ასეთი მოწყობილობა კომპლექტში არ შედის, მისი ცალკე შეძენა ნამდვილად ღირს.

როგორ უნდა გამოიყენოთ ნახშირის ბარბექიუ

შესაძლოა, ვიღაცას გაზის ბარბექიუს გამოყენება უფრო ეადვილებოდეს, თუმცა, ნახშირის მოდელი გურმანებში გაცილებით პოპულარულია, რისი მიზეზიც მარტივია – სწორედ ნახშირი აძლევს უნიკალურ არომატსა და გემოს ნებისმიერ პროდუქტს.

იმისთვის, რომ საუკეთესო შედეგი მიიღოთ, შემდეგი ეტაპები უნდა დაიცვათ:

– ნახშირი უნდა მოთავსდეს ე.წ. დანთების სტარტერში;

BBQ გრილისა და მაყალის ნახშირის სტარტერი

– მოამზადეთ მასალა დასანთებად. მაგალითად, ქაღალდი ჩაალბეთ მცენარეულ ზეთში და მოათავსეთ სტარტერის ძირზე;

– წაუკიდეთ ცეცხლი ნახშირს და დაელოდეთ, სანამ ნაცრისფერი ფერფლის არ გამოჩნდება. ჩვეულებრივ, ამას დაახლოებით 20 წუთი სჭირდება;

– კერძის მომზადებისას თავსახური დახურული უნდა იყოს. გახსოვდეთ, რომ თავსახურის ხშირად ახდა რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ამ დროს ფუჭად იკარგება ტემპერატურა, რომელიც პროდუქტების მომზადებისთვის არის აუცილებელი;

– პერიოდულად უნდა შემოწმდეს კერძის ტემპერატურა, რისთვისაც სპეციალური თერმომეტრის გამოყენება შეიძლება;

– კერძის მომზადების შემდეგ, ველოდებით, როდის გაგრილდება მოწყობილობა. ამის შემდეგ, საჭიროა სათავსოდან ფერფლი მთლიანად მოაშოროთ.

საერთოდ, გაწმენდა რეკომენდებულია ყოველი გამოყენების შემდეგ და უნდა გაიწმინდოს, პრაქტიკულად, ყველა დეტალი. აუცილებელია, მოწყობილობას მოაცილოთ საკვების, ცხიმის ნარჩენები, მტვერი და ასე შემდეგ.

ინსტრუმენტები და აქსესუარები, რომლებიც ხელთ უნდა გქონდეთ

იმისთვის, რომ გრილი ბარბექიუ მაქსიმალურად კომფორტულად გამოიყენოთ, დამატებითი ინსტრუმენტები და აქსესუარები არ გაწყენთ. იგულისხმება, მაგალითად, სამზარეულოს მაშა და ნიჩაბი, რომლებიც პროდუქტების გადასაბრუნებლად დაგჭირდებათ. უარი არ თქვათ არც ხელთათმანებზე და არ დაივიწყოთ არც ჯაგრისები, რათა გამოყენების შემდეგ, მოწყობილობა მარტივად გაასუფთაოთ.

გემრიელი და სასარგებლო პროდუქტები არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის არის სასარგებლო, ხასიათის გამოკეთებაშიც გვეხმარება, კიდევ უფრო კარგ განწყობას გვიქმნის. ჰოდა, იზრუნეთ საკუთარი და გარშემომყოფების ჯანმრთელობასა და ხასიათზე Gardex.ge-ზე წარმოდგენილი Discovery-ს პროდუქციის დახმარებით.

გემრიელად მიირთვით…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ნავიგაცია