ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც საბავშვო ბაღის პერიოდში იოსებ გრიშაშვილის ეს ჩინებული ლექსი არ ჰქონდეს ნათქვამი მინიმუმ,რა გითხრათ, თორმეტჯერ მაინც… დღეში…
მოდის ახალი წელი, მოდის, გვიახლოვდება და საზეიმო განწყობაც თანდათან მატულობს. ოჯახის წევრებისთვის, საყვარელი ადამიანებისთვის, მეგობრებისთვის, შესაძლოა, მეზობლებისთვისაც, საჩუქრების შერჩევაზე ვიწყებთ ფიქრს და ბუნებრივია, ამ ყველაფრის მთავარი გვირგვინი ნაძვის ხე გახლავთ, რომლის გარეშეც ახალი წლის წარმოდგენა უბრალოდ, შეუძლებელია.
ჰოდა, ვინც ახალი წლის შეხვედრას ახალი სურვილებით, ახალი გეგმებითა და ახალი ნაძვის ხის აპირებთ, სწორედ თქვენთვის გვაქვს საინტერესო და საჭირო რჩევები – როგორ შეარჩიოთ ლამაზი და მშვენიერი ნაძვის ხე Gardex.ge-ს დახმარებით თუნდაც ახალ წლამდე ბევრად ადრე…
ბუნებრივი თუ ხელოვნური?
როგორც მეცნიერები ამბობენ, ბუნებრივი ნაძვისხე ჯანმრთელობისთვის საკმაო საფრთხეებს შეიცავს. მათი თქმით, ბუნებრივ გარემოში გაზრდილ ხეებზე 50-ზე მეტი სახეობის ობის სპორები და მწერები გროვდება და როცა ხე სითბოში ხვდება, ისინი ცოცხლდებიან და „მავნებლობას“ იწყებენ.
რამდენად მართალია მეცნიერების ეს მოსაზრება, მტკიცება რთულია, თუმცა, ის კი ფაქტია, რომ ხის, მით უმეტეს, ნაძვის მოჭრა კანონით არის აკრძალული.
გამოდის, უმჯობესია, არჩევანი ხელოვნურ ნაძვის ხეზე შეაჩეროთ, მით უმეტეს, რომ ბუნებრივთან შედარებით, არაერთი უპირატესობით გამოირჩევა:
- ეკონომიურობა
სულაც არ არის საჭირო, ხელოვნური ნაძვის ხე ყოველწლიურად შეიძინოთ. ექსპლუატაციის ვადა იმაზეა დამოკიდებული, როგორი ხარისხის მასალისგან არის დამზადებული.
სულაც არ იქნება მიკერძოებული ნათქვამი, თუ ვიტყვით, რომ Gardex.ge-ზე წარმოდგენილი ნაძვის ხეები უმაღლესი ხარისხის მასალისგან არის დამზადებული და ახლის შეძენის აუცილებლობა დიდხანს აღარ დაგიდგებათ. შესაბამისად, სასურველი დიზაინისა და ზომის შერჩევის გარდა, ეკონომიაც გარანტირებული გაქვთ.
- პრაქტიკულობა
მარტივად დადგამთ და აიღებთ, ვინაიდან ტოტები ერთმანეთს მოსახერხებელი სამაგრებით უერთდება. ხელოვნურ ნაძვის ხეს, წიწვები, როგორც წესი, არ სცვივა. ამდენად, მისი აღების შემდეგ, სახლი ისევ ისეთი იქნება, როგორიც – ახალ წლამდე.
არც ამჯერად იქნება სუბიექტური იმის თქმა, რომ Gardex-ის ნაძვის ხეები სახლის ზედმეტად დალაგების საჭიროებას არ გაგიჩენთ.
- ჰიპოალერგიულობა, ეკოლოგიურობა
ხელოვნური ნაძვის ხე უსაფრთხოა ალერგიული ადამიანებისთვის. ამდენად, ვისაც ეს უსიამოვნება აწუხებს, საახალწლო დღეებში, უმჯობესია, ნიგვზიანებს მოერიდოს, ნაძვის ხე კი პრობლემებს არ შეუქმნის.
Gardex-ის ნაწარმი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან მზადდება.
- ბუნებაზე ზრუნვა
ყოველწლიურად, თუკი სადღესასწაულო დღეებში ხელოვნურ ნაძვის ხეს მორთავთ, ცოცხალ ხეს გადაარჩენთ.
და ამ უსაზღვროდ კეთილშობილურ საქმეში Gardex ყველანაირად დაგეხმარებათ.
- მრავალფეროვნება
Gardex-ის ბრენდის წარმოების ნაძვის ხეების დიდ არჩევანს Gardex.ge-ზე იპოვით, შეარჩევთ და ახალი წლის დღეებს ზუსტად ისე გაილამაზებთ, რომ ემოციები არასოდეს დაგავიწყდებათ.
როგორ შეარჩიოთ ნაძვის ხე?
- შეარჩიეთ ადგილი
პირველ რიგში, სწორედ ადგილი უნდა შეარჩიოთ და შესაბამისი ზომის ნაძვის ხე მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინოთ. ბუნებრივია, ახალი წლის მთავარ მშვენებას ადგილი არ უნდა მიუჩინოთ დერეფანში, სადაც ოჯახის წევრებსაც და სტუმრებსაც (მით უმეტეს, შეზარხოშებულებს) მოძრაობა გაუჭირდებათ. გულდასმით გაზომეთ სიმაღლე იატაკიდან ჭერამდე, ასევე, დაშორება კედელსა და ავეჯს შორის.
სტანდარტულ ბინებს უფრო შეეფერება 1,5-დან 2.0 მეტრამდე ნაძვის ხეები, თუმცა, თუკი მაღალჭერიანი სახლი გაქვთ, უფრო მაღალი ნაძვი თამამად შეარჩიეთ.
Gardex.ge-ზე შემდეგი ზომის ნაძვის ხეებს შეიძენთ: 1.5; 1.8; 2.1; 2.4 და ასე შემდეგ.
- მასალა
ყველაზე მთავარი, რაღა თქმა უნდა, უსაფრთხოებაა და შესაბამისად, მასალა უნდა უძლებდეს ნათურების სიმხურვალეს, არ უნდა იყოს ადვილად აალებადი და ამასთან ერთად, ტოქსიკური. პოლიპროპილენის ნაძვის ხე ცელსიუსით +110 გრადუსამდე ტემპერატურას უძლებს. ხარისხიან მასალას არ უნდა ჰქონდეს პლასტმასის მკვეთრი, სპეციფიკური სუნი. ყურადღება მიაქციეთ ტოტებისა და წიწვების ხარისხს.
- შეარჩიეთ ვიზუალი, სტილი და ფერი
ნაძვის ხე უფრო ელეგანტური, თუ ფაშფაშა? ეს გემოვნების საკითხია და შეარჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ, ან როგორზეც ბავშვობაში გიოცნებიათ.
ტრადიციული მწვანე ფერის გარდა, Gardex.ge-ზე თოვლის ფიფქებით მორთული ნაძვის ხეების შერჩევაც შეგიძლიათ და გირჩებით დამშვენებულისაც…
აბა, დამდეგს გილოცავთ! მრავალს დაესწარით!