Gardex.ge-ს საინტერესო ამბები: საიდან იღებს სათავეს საახალწლოდ ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია?

  1. რატომ მაინცდამაინც ნაძვი  და არა მაგალითად, ჯონჯოლი ან გნებავთ, „ალვის ხე ცამდის აწვდილი“?
  2. რომელ ქვეყანაში მოიგონეს საახალწლოდ ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია და როდის?
  3. რა იყო და არის ნაძვის ხის ქართული ანალოგი?
  4. რა საინტერესო სიახლეები აქვს Gardex.ge-ს საახალწლოდ?
  5. ვინ შეკაზმავს ცხენს?

ზედმეტად ბევრი შეკითხვის დასმა კი გამოგვივიდა, მაგრამ თუკი კითხვას ჯერ კიდევ აგრძელებთ, ესე იგი, პასუხებიც გაინტერესებთ. ბოლოდან დავიწყოთ, ჩვენს ხელში არ არის ყველაფერი?

  • ცხენის შეკაზმვის ამბავი ამჯერად გვერდზე გადავდოთ. თუ მაინცდამაინც, ქართული კინოა, უყურეთ და ყველაფერს მიხვდებით.
  • Gardex.ge-ს საინტერესო სიახლეებზე კი დიდი სიამოვნებით მოგახსენებთ:

საახალწლო სამზადისს კარგა ხნით ადრე შევუდექით და Gardex-ის ბრენდის ნაირ-ნაირი ნაძვის ხეები უკვე ელიან მზრუნველ, მხიარულ, გამორჩეულ ოჯახებს.

ჩვენთან შეგიძლიათ, შეიძინოთ, რაღა თქმა უნდა, ტრადიციული მწვანე ფერის ნაძვის ხე, თანაც, ზუსტად ის ზომა, რომელიც თქვენს სახლს, ბინას, აგარაკსა თუ ოფისს მოუხდება. ასევე, საახალწლო განწყობის ამაღლებაში დათოვლილი წიწვების მქონე ნაძვისხე დაგეხმარებათ, ან გირჩებიანი – ამ ორივე შემთხვევაშიც შესაძლებელია სასურველი ზომების შერჩევა, დაწყებული 1.5-დან, 2,4 მეტრით დამთავრებული.

ფაშფაშა და ბუთქუჩა ნაძვის ხე გნებავთ? კი ბატონო.

ელეგანტური გირჩევნიათ? ამაზეც დასტურს გეტყვით.

ძალიან დაბალიცა და ძალიან მაღალიც? დიახ და დიახ, აკი გითხარით, Gardex.ge ახალი წლის გალამაზებისა და მომხმარებლის სურვილების დაკმაყოფილებისთვის სრულ მზადყოფნაშია.

  • კალანდა ანუ იგივე კალანდრა, სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით, ახალ წელს ნიშნავს. კალანდას განსაკუთრებულად გურულები ხვდებოდნენ – ოთახს ამშვენებდა კურკანტელას მარცვლებითა და ფოჩიანი კანფეტებით დამშვენებული ჩიჩილაკი, რომელსაც გურული კაცი თხილის ნედლი შტოდან თლიდა. სწორედ ჩიჩილაკს უწოდებენ  „ქართულ ნაძვის ხეს“.
  • საახალწლო ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია სათავეს გერმანიიდან იღებს. კერძოდ, XVI საუკუნეში, მარტინ ლუთერმა (გერმანელი სასულიერო მოღვაწე და მეცნიერი) შობის ღამეს მაგიდაზე წიფლის ხის ტოტებით გაკეთებული თაიგული დადგა და სანთლებით მორთო. სულ მალე, მთელ გერმანიაში, ყველა ოჯახის მაგიდაზე ამგვარი „თაიგული“ გაჩნდა. მოგვიანებით, წიფელი ნაძვმა შეცვალა, რომლის ზომაც დროთა განმავლობაში თანდათან იზრდებოდა და იზრდებოდა.

ნაძვის ხის ტრადიცია ევროპაში ფართოდ XVIII-XIX საუკუნეში გავრცელდა. ბაფთები და ხილი კი ბამბამ და მუყაოსაგან დამზადებულმა სხვადასხვა ფიგურებმა ჩაანაცვლა.

  • არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომელიც პირველ კითხვას წესით, ამომწურავ პასუხს გასცემს:

საახალწლო ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია 2000 წელს ითვლის. რატომ დაიწყეს ადამიანებმა ხეების მორთვა? მიზეზი ის გახლავთ, რომ ძველ ხალხს ხეების მაგიური ძალის სჯეროდა. სწამდათ, რომ ხეებში ნაყოფიერების სულები სახლობენ, რომელთა კეთილგანწყობაზეც პურის, ხილისა და ბოსტნეულის მოსავლიანობაა დამოკიდებული.

თქმულების თანახმად, სულები, შესაძლოა, ბოროტებიც ყოფილიყვნენ, ამიტომ საჭირო იყო სხვადასხვა საჩუქრით მათი კეთილგანწყობის მოპოვება. ამ ხეებს შორის კი მარადმწვანე ნაძვის ხეს განსაკუთრებული ადგილი ეკავა – მას „მსოფლიო ხედ“ მოიაზრებდნენ, რომელიც სიცოცხლის უწყვეტობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ტყეში ყველაზე დიდ ნაძვის ხეს პოულობდნენ და მასზე უამრავ საჩუქარს კიდებდნენ, რათა წელი ნაყოფიერი გამომდგარიყო.

ძველი ევროპელები ნაძვის ხის ტოტებზე ვაშლებს, კვერცხებსა და კაკალს კიდებდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ ასე მორთული ნაძვის ხე ბოროტ სულებს და ყოველგვარ უწმინდურობას „ისხლეტდა“.ასე მორთულ ნაძვის ტოტებს ძველი ევროპელები სახლის კართან კიდებდნენ, სათამაშოებითაც რთავდნენ.

ამის შესახებ მსოფლიომ, სავარაუდოდ, გერმანელი მწყემსებისგან შეიტყო, რის შემდეგაც ტრადიციამ სულ მალე სამეფო კარზეც გადაინაცვლა, სადაც პრინცესები იზრდებოდნენ, შემდეგ სხვა ქვეყნების უფლისწულებს მიყვებოდნენ ცოლად და ამგვარად, ნაძვის ხის მორთვის ტრადიციამაც ფესვი თითქმის მთელ მსოფლიოში გაიდგა.

სწორედ ახალგაზრდა გერმანელმა პრინცესამ მორთო მე-17 საუკუნეში პირველი საახალწლო ნაძვის ხე ინგლისში, მეორე პრინცესამ კი ეს ტრადიცია საფრანგეთში დაამკვიდრა…

ასე იყო ეს ამბები და ასე შორიდან მოვიდა 21-ე საუკუნემდე საახალწლოდ ნაძვის ხის მორთვის ტრადიციამ, რომელიც დიდი ალბათობით, კიდევ უამრავ საუკუნეს გაუძლებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ნავიგაცია