საფუძვლიანად რომ ემზადები ბუნებაში გასვლისთვის… ყველაფერს მისხალ-მისხალ დაგეგმავ… უფროსს სამსახურიდან დაეთხოვები და თუ უფროსი ხარ, საქმეებს საათივით აწყობილს დატოვებ… ბოლოს და ბოლოს გააღწევ მტვრიანი და ჩახუთული ქალაქიდან… გააჩერებ ავტომობილს… გაამზადებ ყველაფერს… სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავ… ჩიტების ჭიკჭიკი ბედნიერების შეგრძნებას დამატებით ნოტებს შესძენს… ცალ ფეხს დაჭიმავ, რომ სხვებისგან მალულად გაიზმორო კიდეც… აღტაცების ჟრუანტელი დაგივლის… მერე ჩამოჯდები და… და ამ დროს მეგობრისგან ან საყვარელი ადამიანისგან გესმის:
– ბალახი კი არ არის ნოტიო, ოლივიეში ჩაჯექი…
არა, რა უნდა ბუნებაში ოლივიეს, ჰა?!
აფსუს, რა კარგად დაიწყო ყველაფერი, მაგრამ არა უჭირს, სადაც ოლივიე არ დაგავიწყდათ, ალბათ, ზედმეტი შარვალიც გააყოლეთ ხელს, არა? ჩინებული! აი, ასეთი უნდა იყოს ჭეშმარიტი მოხეტიალე.
ახლა ის გვითხარით, გასაბერი ლეიბი ხომ აუცილებლად შედის „ბუნწიაღში“ გასვლის გეგმებში?
მაშ, რადგან ოლივიე უკვე საკვებად აღარ ვარგა, რაც ვარგისი და აუცილებელია, საუბარიც იმაზე გავაგრძელოთ – დიახ, დიახ, სწორედ გასაბერი ლეიბები ვიგულისხმეთ.
სად ვიყიდოთ გასაბერი ლეიბი?
ბანალურად რომ არ გამოვიდეს, ნამდვილად არ დავიწყებთ ასეთ ტექსტებს: რა თქმა უნდა, გასაბერი ლეიბები gardex.ge-ზე უნდა შეიძინოთ, რადგან სწორედ აქ შეხვდებით ისეთ გამოცდილ და საიმედო ბრენდებს, როგორებიცაა: Intex და Avenli…
ჰო, აი, რატომ უნდა ვთქვათ, რომ სწორედ gardex.ge-ზე შეგიძლიათ, შეიძინოთ მხოლოდ გასაბერი ლეიბი კი არა, კიდევ უამრავი რამ, როცა აგერ, აქ ხართ და ამ ყველაფერს კითხულობთ? შესაბამისად, კითხვაზე „სად ვიყიდოთ“, სწორი პასუხი თავადაც იცით.
როგორი ვიყიდოთ?
აი, ეს უკვე გაცილებით საინტერესო კითხვაა, რომელსაც ვრცელი პასუხი სჭირდება.
მაშ, რა პარამეტრებს უნდა მიაქციოთ ყურადღება, როცა გასაბერი ლეიბი უნდა შეიძინოთ?
- ზომა და წონა
ერთი შეხედვით, ზომის შემთხვევაში, ყველაფერი მარტივია – საკმარისია კარვის შიდა გაბარიტები იცოდეთ, მაგრამ აქ ერთი აუცილებელი „მაგრამ“ არის ყურადსაღები – უმჯობესია, გასაბერი ლეიბი კარვის კედლებისგან 5-7 სანტიმეტრით მაინც იყოს დაშორებული – ლეიბმა, რომელიც მთლიან კარავს ავსებს, შესაძლოა, მისი კარკასი დააზიანოს.
ლეიბის ოპტიმალური სიმაღლე 20 სანტიმეტრიდან იწყება – ერთი, რომ ღამით არ შეგცივდებათ და მაქსიმალური კომფორტითაც უზრუნველყოფილი იქნებით.
თუკი ავტომობილით აპირებთ გადაადგილებას, პრინციპში, ლეიბის წონას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თუკი ფეხით სიარული გირჩევნიათ, რეკომენდებულია მოდელები, რომელთა წონა 4-5 კილოგრამს არ აჭარბებს.
- მაქსიმალური დატვირთვა
ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, რადგან თუკი ისეთ ლეიბს შეიძენთ, რომელიც თქვენს წონას არ შეესაბამება, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კომფორტზე ფიქრიც კი ზედმეტი იქნება.
ხარისხიანი მოდელი, ერთ ადგილიანი, არანაკლებ 120, ხოლო ორ ადგილიანი – 200 კილოგრამზე უნდა იყოს გათვლილი.
- გარე მასალა
თქვენი დროებითი საწოლი არ უნდა ხურდებოდეს სიცხეში, არ უნდა სრიალებდეს და კანს არ უნდა აღიზიანებდეს. განსაკუთრებით სასიამოვნოა ლეიბი ე.წ. ფლოკის ზედაპირით, რომელიც გარეგნულად და შეგრძნებებით ხავერდს ჩამოჰგავს. სირბილისა და კომფორტულობის გარდა, მასალას ახასიათებს მდგრადობა სითბოსა და ტენიანობის მიმართ, ამასთან, არის შესანიშნავი ჰაერგამტარიც. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მარტივია გასაწმენდად.
- ფერი
გასაბერი ლეიბების ფერთა პალიტრა მრავალფეროვანი ნამდვილად არ არის. როგორც წესი, მწარმოებლები ტრადიციულ ვარიანტებზე არიან ორიენტირებულები: ლურჯი, მწვანე, ნაცრისფერი და იშვიათად – წითელი.
პრინციპში, გასაბერი ლეიბების „ვიტამინები“ ხომ არა მის დიზაინერულ თავისებურებებსა, არამედ გამძლეობასა და დანიშნულებაშია.
ჰოდა, ოლივიესი არ იყოს, როცა ბუნებაში გასვლასა და დასვენებაზეა საქმე, გაპრანჭვაც გვერდზე უნდა გადავდოთ.
- სიმარტივე
როგორც წესი, გასაბერი ლეიბი პატარა ჩანთასთან ერთად იყიდება, რომელიც მის ტრანსპორტირებასა და შენახვას ძალიან ამარტივებს.
მანქანით მოგზაურობის მოყვარულთათვის უდავო უპირატესობაა ჩაშენებული ელექტრო ტუმბოს (ნასოსის) არსებობა – არ მოგიწევთ ზედმეტად დაღლა ლეიბის გაბერვის დროს, ხოლო მექანიკური ნასოსი ისეთ ადგილებში დაგეხმარებათ, სადაც ავტომობილი ვერ მიდის, ელექტროენერგიაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.
დაბოლოს…
როგორც კი საშუალება გექნებათ, დრო გამოგიჩნდებათ, გადით ბუნებაში ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან ერთად, გამოეთიშეთ ყოველდღიურ სიგიჟეებს და ჰო, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ გასაბერი ლეიბი, სასმელი წყლის მომარაგებაც არ დაგავიწყდეთ…