
თუ ჭკვიანად მოიქცევით, აუზში წყალსაც ჩაგისხამთო, ხომ გახსოვთ ეს ძველი, მაგრამ დღემდე ღიმილისმომგვრელი ამბავი? ფაქტია, ვინც ჭკვიანად იქცევა, ის სასურველ შედეგსაც ყოველთვის იღებს. ჰოდა, სათაურში დასმულ კითხვას: „შეიძლება თუ არა კარკასულ აუზებში ჩახტომა?“ ასეთი პასუხი შეგვიძლია, გავცეთ:
– თუ ჭკვიანურად შეარჩევთ ხარისხიან კარკასულ აუზს, რა თქმა უნდა, მასში ჩახტომაც შეიძლება, ყოველგვარი შიშისა და შფოთვის გარეშე – კონსტრუქციას არაფერი დაუშავდება.
ხარისხიანი აუზები კი, რა თქმა უნდა, Gardex.ge-ზე უნდა შეარჩიოთ, სადაც არჩევანის გაკეთება მსოფლიოში აღიარებული Intex-ს, Sunclub-სა ან Avenli-ს შორის შეგიძლიათ.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კარკასული აუზის შერჩევისას?
აუზი კერძო სახლის განუყოფელი ნაწილია, მით უმეტეს, როცა აგარაკს ეხება საქმე. განსაკუთრებული პოპულარობით კარკასული აუზები სარგებლობენ, რასაც არაერთი მიზეზი აქვს. ამ მიზეზებზეც აუცილებლად მოგიყვებით, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანი თემით დავიწყოთ – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუკი მიიღეთ გადაწყვეტილება, საკუთარი თავი და ოჯახის წევრები ამ ძალიან საჭირო და პრაქტიკული კონსტრუქციით დააჯილდოვოთ:
- მასალა და კონსტრუქცია – შეგხვდებათ როგორც კარკასული, ისე გასაბერი აუზები. ნებისმიერ შემთხვევაში, მასალა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ტოქსიკური. ამასთან ერთად, უნდა იყოს იმდენად გამძლე, რომ გაუძლოს არა მხოლოდ წყლის წნევას, არამედ აქტიურ თამაშებს, ჩახტომას, შეჯახებას და ასე შემდეგ;
- ფილტრის ტიპები – კარტრიჯული ან ქვიშის, ორივეს აქვს თავისი პლუსები და მინუსები;
- მოვლის სირთულე – შეძენამდე უნდა გქონდეთ განსაზღვრული, სად გადაღვრით წყალს, გაქვთ თუ არა შესაძლებლობა, სისტემატურად ცვალოთ კარტრიჯები, კონსტრუქცია ზაფხულში ააწყოთ და შემოდგომით დაშალოთ:
- რეზერვუარის ფორმა;
- ყინვაგამძლეობა – თუკი კონსტრუქციის აწყობა-დაშლის სურვილი დიდად არ გაქვთ, აუცილებლად ყინვაგამძლე მოდელი უნდა შეარჩიოთ.
კარკასული აუზის სახეობები
ჩვეულებრივ, კარკასული აუზების 3 სახეობა იწარმოება:
- სეზონური;
- სტაციონარული;
- ყოველსეზონური.
სეზონური აუზები – აწყობენ მხოლოდ ზაფხულში. ზამთრის დადგომამდე კონსტრუქცია აუცილებლად უნდა დაიშალოს, ვინაიდან რეზერვუარი არ არის გათვლილი დაბალ ტემპერატურებზე;
სტაციონარული კარკასული აუზები – თუნდაც ლათინური ასოებით რომ ჩაწეროთ, მაგალითად, ასე: auzebi, karkasuli auzebi ან კიდევ ათასნაირი კომბინაციით, მაინც ერთსა და იმავე შინაარსის ინფორმაციას იპოვით: რომ სტაციონარული კარკასული აუზი წინასწარ შერჩეულ და მომზადებულ ადგილზე ერთხელ მონტაჟდება და „ფეხს აღარ იცვლის“ ექსპლოატაციის ვადის ამოწურვამდე;
ყოველსეზონური აუზები – ჭყუმპალაობის სეზონის გასვლის შემდეგ, ყოველსეზონური აუზი წყლისგან იცლება, მჭიდროდ იფუთება სპეციალური ტენსაიზოლაციო მასალით იქამდე, ვიდრე მზე კვლავ არ დააცხუნებს.

რამდენიმე საჭირო რჩევა კარკასული აუზის მონტაჟისა და მოვლის შესახებ
- მონტაჟი – მართალია, კარკასული აუზის მონტაჟი არც ისე რთული პროცედურაა, მაგრამ სიფრთხილესა და ყურადღებას ნამდვილად მოითხოვს. აუცილებლად, ვიდრე უშუალოდ მონტაჟს დაიწყებთ, გულდასმით გაეცანით ინსტრუქციას. რეკომენდაციები მხოლოდ იმისთვის არ არის მოგონილი, რომ უბრალოდ, ფურცელზე იქნას დატანილი. ამ რეკომენდაციების წყალობით, არა მხოლოდ დარწმუნებული იქნებით, რომ აუზი საიმედოდ დგას მიჩენილ ადგილას, არამედ იმის გარანტიაც გექნებათ, რომ დიდხანს და ერთგულად მოგემსახურებათ.
- მოვლა – არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცედურაა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ექსპლოატაციის ვადის ხანგრძლივობასა და რაც მთავარია, თქვენს ჯანმრთელობასთან. მაგალითად, აუცილებლად უნდა ჩართოთ ფილტრი, რომელიც აუზს კომპლექტში მოჰყვება, როგორც კი წყლის პროცედურებს დაასრულებთ. ამით შეძლებთ, წყალი რეზერვუარში ყოველთვის სუფთა იყოს და არ გავრცელდეს პათოგენური მიკროფლორა. როცა აუზიდან წყალს გამოუშვებთ, კედლები აუცილებლად გაწმინდეთ შესაბამისი ხელსაწყოებით. როგორც წესი, ამის აუცილებლობა სეზონის დასრულებისა და აუზის დემონტაჟის დროს დგება.
- ზომა – კარგად დაითვალეთ, რამდენი ადამიანი ისარგებლებს აუზით. თუკი ფიქრობთ, რომ მხოლოდ ოჯახის წევრები, საკმარისია მოდელი, რომელიც 5 ადამიანზეა გათვლილი. თუკი სტუმრიანობა გიზიდავთ, მაგალითად, 10 ადამიანზე გათვლილი აუზის შეძენაც შეგიძლიათ.
აბა, გრილ, მხიარულ და ხალისიან ზაფხულს გისურვებთ Gardex.ge-ზე შერჩეულ აუზთან ერთად…
დამატებით იხილეთ: კარკასული აუზი – ზაფხულის ცხელ დღეებთან გამკლავების უპირობო ჩემპიონი