წუწურაქი რომ იქნება კაცი… ბავშვთა აუზის ასაშენებელ საქველმოქმედო აქციას ერთმა პატივცემულმა.. ორი ჭიქა წყალი შესწირა.
ეს მწარე ხუმრობაც იმის მეტყველია, რომ სხვის იმედად არასდროს და არაფერში უნდა ვიყოთ! არ არის საშუალება, მარმარილოში გაწყობილ აუზები ვინარნაროთ? გასაბერი აუზები გახლავთ გადასარევი ალტერნატივა – ბავშვებიც კმაყოფილები დარჩებიან და უფროსებიც.
Intex-ის გასაბერი აუზი ნამდვილად დემოკრატიული და მოსახერხებელი ვარიანტია აგარაკისთვის, სოფლისთვის, ხელმისაწვდომი ფასი და ინსტალაციის სიმარტივე კი მისი უდავო უპირატესობებია.
მზე, ჰაერი და წყალი
სულაც არ არის აუცილებელი, ნანატრ შვებულებამდე დარჩენილი დღეების სწრაფად გასვლაზე 24 საათი ოცნებობდეთ. მზითა და წყლით ტკბობა გასაბერი აუზის წყალობით, ზაფხულის პირველივე დღეებიდან შეგიძლიათ. თან რამდენი უპირატესობა აქვს ამ ამბავს, იცით? აი, მაგალითად, თქვენს აუზში წყალი გაცილებით სუფთა და უსაფრთხო იქნება, ვიდრე ნებისმიერ ზღვასა თუ ტბაში, რომ აღარაფერი ვთქვათ ხალხით გადავსებულ აუზებზე. ამისთვის არც ისე რთული სულ რამდენიმე წესის დაცვაა საჭირო.
პირველ რიგში, აუზის ავსებაზე უნდა დაფიქრდეთ. იდეალურ შემთხვევაში, აუზი უნდა აავსოთ არა გრუნტის წყლებით, არამედ მილიდან, ვინაიდან ბუნებრივ პირობებში არსებული წყალი, შესაძლოა, სავსე იყოს ზედმეტი რკინითა და სხვა ელემენტებით, რაც შემდგომში მის მოვლას გაართულებს და დამატებითი ქიმიური რეაგენტების გამოყენების საჭიროების წინაშე დაგაყენებთ.
გასაბერი აუზების ტიპები და ფორმები
ე.წ. აგარაკის აუზები ორი ტიპის არსებობს – კარკასული და გასაბერი. Gardex.ge-ზე ორივე ტიპის შეძენა შეგიძლიათ, თუმცა, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად გასაბერი აუზების შესახებ უნდა ვისაუბროთ.
განვიხილოთ გასაბერი აუზების ძირითადი კრიტერიუმები – რაც პირველ რიგში უნდა ითქვას, ამ პროდუქტს ხელმისაწვდომი ფასი და ექსპლოატაციის სიმარტივე გამოარჩევს. გასაბერი აუზები გვხვდება: მრგვალი, ოვალური და კვადრატული. მწარმოემლები, ძირითადად, მრგვალზე აკეთებენ აქცენტს, რადგან ასეთი ფორმა კედლებზე წყლის წნევის თანაბრად გადანაწილების საშუალებას იძლევა.
მასალები და კონსტრუქცია
გასაბერი აუზების კედლები რამდენიმე ფენისგან შედგება. რაღა თქმა უნდა, რაც მეტია ასეთი ფენა, მით უკეთესია. უმეტეს შემთხვევაში პოლივინილქლორიდის ფირის სამმაგი ფენა გამოიყენება, რომელიც საკმაოდ გამძლე მასალა გახლავთ.
თუკი არჩევანს დიდი მოცულობის აუზზე შეაჩერებთ, მისი კედლები დამატებით პოლიესტერის ბადით იქნება გამყარებული. ასეთ აუზებში ხშირად ვხვდებით ჰერმეტულ მილს, რომელშიც ჰაერია დაგროვილი. ამით აუზი საჭირო ფორმების შენარჩუნებას ახერხებს. შესაძლოა, კონკრეტულ მოდელში რამდენიმე მილიც იყოს გამოყენებული – ყველაფერი აუზის კონსტრუქციაზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, აუზს სპეციალური გასაბერი ძირიც ჰქონდეს, რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ, თუკი იქ ბავშვებმაც უნდა იცურაონ. შერჩეულ ადგილზე განთავსებისას, ძირის ქვეშ შესაძლოა, კენჭები, ტოტები ან არათანაბარი ნიადაგი დაგხვდეთ, რასაც ბავშვების ფეხების დაზიანება შეუძლია. „ჰაერის ბალიში“ არა მხოლოდ დაცვის დამატებითი საშუალება იქნება, არამედ იმის შესაძლებლობასაც მოგცემთ, ნაკლები ყურადღება მიაქციოთ აუზის განთავსების ადგილს, მაგალითად, მიწის ზედაპირის მოსწორებას.
გასაბერი აუზების კლასიფიკაცია ბორტის სიმაღლის მიხედვით:
- – აუზი, რომლის ბორტის სიმაღლე 170 მმ-ს არ აღემატება – წელიწადნახევრამდე ასაკის ბავშვების საბანაოდ გამოიყენება;
- – ბორტის სიმაღლე 500 მმ-მდე – გათვლილია 1,5-3 წლის ბავშვებისთვის;
- – აუზი, რომლის ბორტის სიმაღლეც არ აჭარბებს 700 მმ-ს – გამოგადგებათ 7 წლამდე ასაკის პატარებისთვის;
- – 700-დან 1070 მმ-მდე სიმაღლის მქონე ბორტი – გათვლილია 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის;
- – 1070-1220 მმ და მეტი სიმაღლის მქონე ბორტის შემთხვევაში, შეგიძლიათ, აუზში თინეიჯერებთან ერთად, ზრდასრულებიც თამამად ჩაუშვათ.
გასაბერი აუზების კლასიფიკაცია წყლით შევსების მეთოდის მიხედვით:
– გასაბერი კედელ-ღრმულებით, რომლებიც მთელ სიმაღლეზე ჰაერით ივსება;
– მოდელი მილებით, რომელიც აუზის მთელი პერიმეტრის გასწვრივ არის შემოკრული და ჰაერით ივსება (აუზის კედლები და ფსკერი არ ივსება ჰაერით); აუზში წყლის ჩასხმისას ჰაერით დატუმბული მილი მაღლა იწევს, რითიც აუზის კედლებს საჭირო მდგომარეობას აძლევს.
აუზის აქსესუარები
აქსესუარების რაოდენობა იმაზეა დამოკიდებული, რა ზომის აუზს შეიძენთ. ძალიან პატარა აუზს, რომელიც სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, როგორც წესი, არც არაფერი მოჰყვება. გასაბერ აუზს, რომლის ბორტის სიმაღლე 700 მმ-ზე მეტია, კომპლექტში შეიძლება თან ახლდეს გასაფილტრი ტუმბო, ტენტი, რომელიც უამინდობის შემთხვევაში, ზედაპირზე გადასაფარებლად გამოგადგებათ, ასევე, მცირე ზომის კიბეც. ზოგიერთ აუზს საკმაოდ ბევრი სასარგებლო რამ მოჰყვება, მაგალითად, ჩოგანბადე და სკიმერი წყლის გასაწმენდად.
გასაბერი აუზის პლუსები
- – აწყობისა და მონტაჟის სიმარტივე;
- – მინიმალური მოთხოვნები აუზის ქვეშ მდებარე მიზის ზედაპირზე;
- – ერთი ადგილიდან მეორეზე მრავალჯერ გადატანის შესაძლებლობა, რასაკვირველია, იმ შემთხვევაში, როცა აუცი ცარიელია;
- – კომპაქტური ფორმა დაკეცილი სახით, რაც ხელს უწყობს მის ტრანსპორტირებასა და შენახვას;
- – ხელმისაწვდომი ფასი;
- – ფერებისა და დიზაინის ფართო არჩევანი;
- – მინიმალურია ტრავმირების რისკები როგორც ბავშვების, ისე უსაფრთხოების შემთხვევაში;
- – მარტივია წმენდა და დეზინფექცია;
– აუზის რეგულარული მოვლა უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ბუნებრივი რეზერვუარებისგან განსხვავებით, სადაც წყლის დეზინფექცია ვერაფრით ხდება.