ეზოს ავეჯი და მასთან დაკავშირებული ყველა კითხვის ყველა პასუხი

ეზოს ავეჯი

კარგად თუ დავფიქრდებით, ადამიანის ფანტაზია იმდენად უსაზღვროა, შესაძლოა, მთლად ყველა კითხვა არ იყოს ქვემოთ მოყვანილი, თუმცა მთავარ საკითხებს ნამდვილად შევეხებით და თუკი აქ გამოგვრჩება რამე, ჰკითხეთ Gardex.ge-ს და თქვენი ხმალი, ჩვენი კისერი კი არა, კაცო, თქვენი კითხვა – ჩვენი ამომწურავი პასუხები!..

ჰოდა, იმას ვამბობდით, რომ ბაღის ავეჯი აგარაკის იმდენად მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, დაუფიქრებლად და აწონ-დაწონვის გარეშე შეძენა არ ეგების. სწორედ ამიტომ, ქვემოთ ყველაზე აქტუალური კითხვებია და ყურადღებით გადახედეთ, წესით, გამოგადგებათ:

გარე ავეჯის რომელი სახეობაა ყველაზე გამძლე?

გარე ავეჯი, რომელიც ყველაზე დიდხანს მოგემსახურებათ და რომელიც ყველაზე უფრო გამძლეა, ნატურალური ქვისგან მზადდება, თუმცა გახლავთ საკმაოდ ძვირი, მძიმე და არ შეეფერება პატარა სივრცეებს. ძალიან პრაქტიკულია ხე და ლითონი. მართალია, პერიოდულად ორივეს პროფილაქტიკური დამუშავება სჭირდება, მაგრამ სწორად მოვლის შემთხვევაში, ხისა თუ ლითონის ეზოს ავეჯი მოვალეობებს მრავალი წელი პირნათლად შეასრულებს.

რომელი ავეჯია საუკეთესო?

აქ ორი მთავარი პირობაა – საიმედო მწარმოებელი და კლიმატთან შესაბამისობა. თუკი გარე ავეჯი ხარისხიანი მასალისგან არის დამზადებული, თან პროფესიონალების მიერ, ხანგრძლივად გამოყენებას ნამდვილად შეძლებთ. თუმცა, თუკი მასალა არ არის განკუთვნილი ძალიან მშრალი, ან ტენიანი თუ ცივი კლიმატისთვის, მწყობრიდან მალე გამოვა.

რომელი ფერი უხდება ყველაზე მეტად ბაღის ავეჯს?

ღია ცის ქვეშ დასასვენებელ ზონებს სხვადასხვა სტილით აფორმებენ და შესაბამისად, სხვადასხვა ფერებს იყენებენ. ყოველთვის მომხიბვლელია ნატურალური ხის ფერი, თუმცა ალუმინის ან პლასტიკის ნათელი ფერებიც საკმაოდ კარგად გამოიყურება. სასურველი შედეგის მიღება ბალიშების დახმარებითაც შეგიძლიათ.

სად შეიძლება ხარისხიანი ბაღის ავეჯის შეძენა?

თამამად გიპასუხებთ – Gardex.ge-ზე!

ზოგადად, კარგ მწარმოებლებს საკუთარი გაყიდვების წერტილები ყოველთვის არ აქვთ. მათი პროდუქცია ხშირად ავეჯის სალონებსა და ონლაინმაღაზიებშია წარმოდგენილი, ხოლო სადაც უნდა შეარჩიოთ სასურველი და ხარისხიანი ეზოს ავეჯი, ამ კითხვას პასუხი პირველივე წინადადებაში გავეცით, თუმცა კიდევ გავიმეორებთ: Gardex.ge-ზე.

ეზოს ავეჯი

რომელ თვეშია უმჯობესი ეზოს ავეჯის შეძენა?

ინტერნეტმაღაზიებში გარე ავეჯის შეძენა ნებისმიერ დროს შეიძლება, ავეჯის დიდ სპეციალიზებულ მაღაზიებში კი დაახლოებით შემოდგომის შუა რიცხვებში ქრება და გაყიდვაში მარტ-აპრილიდან ჩნდება.

თუ ამ თავისებურებებს ყურადღებას მიაქცევთ და გაითვალისწინებთ, ბუნებრივია, გეგმების შეცვლა აღარ მოგიწევთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც საუკეთესო სცენარის მიხედვით გქონდათ წარმოდგენილი.

რომელი ქსოვილია ყველაზე გამძლე?

როგორც წესი, მწარმოებლები „ოქსფორდის“ ტიპის ქსოვილს იყენებენ, რომელიც პოლიესტერული ან ნეილონის ძაფებითაა ნაქსოვი და უფერო პოლიურეთანითაა დამუშავებული. ეს ყველაფერი ქსოვილს წყალ და ქარგამძლე თვისებებს ანიჭებს. ექსპლოატაციის დიდი ვადით გამოირჩევა სინთეტიკური ქსოვილებიც.

დაახლოებით რა თანხა დამეხარჯება გარე ავეჯზე?

შეიძლება ითქვას, ეზოს ავეჯის შეძენა ნებისმიერი ბიუჯეტით არის შესაძლებელი. ერთი კია, ყველაზე იაფიანი ავეჯი ყველაზე სწრაფად ზიანდება, თუმცა საშუალო საფასო სეგმენტში ძალიან ბევრი ხარისხიანი პროდუქციაა. დაზოგვა შეგიძლიათ, მაგალითად, კომპლექტების შეძენით, ასევე, სეზონის ბოლოსკენ, ბოლო ეგზემპლარების მოძიებით და ასე შემდეგ.

ბაღის ავეჯის კომბინირებისთვის საუკეთესო გზა არის…

რომელ ავეჯს შეიძენთ და როგორ განალაგებთ, აბსოლუტურად თქვენს სურვილსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული. თუმცა, იმის თქმა მაინც შეიძლება, რომ აუცილებლად გასათვალისწინებელია ფართობი, სადაც დასასვენებელი ადგილის მოწყობას აპირებთ. პატარა აივნის, ტერასისა თუ ეზოსთვის იდეალურია მაგიდა და სკამები. თუკი შერჩეულ ადგილას ბევრ დროს ატარებთ, სავარძლებსა და დივანს გირჩევდით, ხოლო თუკი თქვენი მხარე მზიანი დღეებით გამოირჩევა, შეზლონგიც არ უნდა დაივიწყოთ. დიდ სივრცეში სტაციონარული მაგიდისა და სკამების განთავსება შეიძლება.

როგორ დავიცვა ავეჯი ატმოსფერული ზემოქმედებისგან?

სანამ ეზოს ავეჯს შეიძენთ, მოდით, კარგად დაფიქრდით, როგორ აპირებთ მის მოვლას. თუკი კლიმატი ზედმეტად მშრალია, ავეჯისთვის ჩრდილი შეარჩიეთ, ტერასა ან ფარდული. ტენიანი კლიმატის პირობებში, რეგულარულად უნდა დაამუშაოთ ხის ნაწილები ლპობის, ლითონის ნაწილები – ჟანგის საწინაღმდეგო საშუალებებით. წვიმის დროს ავეჯს წყალგაუმტარი გადასაფარებლები შეაშველეთ, ზამთარში კი უმჯობესია, თუკი დახურულ შენობაში, პლუს ტემპერატურულ პირობებში შეინახავთ.

ნავიგაცია