ერთმა ძალიან მომხიბვლელმა ადამიანმა დაიჩივლა, „სულ იმას ვფიქრობდი, რომ ულამაზო ადამიანი ბუნებაში არ არსებობს, სანამ აუზის ქუდი არ მოვირგეო…“
მოდით, მაინც იმ აზრზე დავრჩეთ, რომ ყველა ადამიანი ძალიანაც ლამაზია, რაც შეეხება აუზის ქუდს, აქ ერთი ძალიან საინტერესო გამოსავალი უნდა შემოგთავაზოთ: საკუთარი აუზი როცა გექნებათ, გნებავთ, უქუდოდ ჩახვალთ, გნებავთ, კაშნეთი ან სულაც – სოლიდური შარვალ-კოსტიუმით თუ საღამოს კაბით, მოკლედ, როგორ განწყობაზეც იქნებით…
ახლა თქვენ იტყვით, საკუთარი აუზის ქონა კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებულიო…
მოდით, ამ აზრზე ნუ დარჩებით, რადგან კაპიტალური აუზები შეუცვლელი სულაც არ გახლავთ, რადგან არსებობს ადამიანის გონიერების მორიგი საოცარი შედეგი, როგორიც არის კარკასული აუზები, გასაბერი აუზები, უხილავი აუზები… არა, ეს უკანასკნელი ზედმეტად გადაჭარბებულია, მაგრამ კარკასული აუზებიც რომ არსებობს და გასაბერი აუზებიც, გაგონილი აუცილებლად გექნებათ. ჰოდა, ქვემოთ ამ ყველაფერზე ახლავე დეტალურად მოგიყვებით.
რა უპირატესობებით გამოირჩევა კარკასული აუზი?
დავიწყოთ იმით, რომ Gardex.ge მსოფლიოში ცნობილი და რაც მთავარია, დროში კარგად გამოცდილი მწარმოებლების: Intex, Sunclub-ისა და Avenli-ს პროდუქციას გთავაზობთ, რაც უკვე იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ კომფორტი და საიმედოობა გარანტირებული გაქვთ.
ახლა ისიც ვთქვათ, რომ ზაფხულის ხვატში სრულფასოვანი დასვენება წყლის პროცედურების გარეშე შეუძლებელია, ხომ ნამდვილად გვეთანხმებით? ვიღაც მდინარეზე გრილდება, ვიღაც შვებას ტბაზე ჰპოვებს, ნუ, ზღვა ალბათ, იდეალური ვარიანტია, მაგრამ ვინც ბევრი მიზეზის გამო ამ ყველაფერს ვერ ახერხებს, გამოსავალი სად ეძებოს – კატლავანის გათხრას მიჰყოს ხელი? ზედმეტად ძვირია და დროც დიდი სჭირდება. ჰოდა, აგერ, ჩემო ბატონო, საშველი არსებობს: კარკასული აუზები.
თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ კარკასული აუზი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში, რასაც არაერთი მიზეზი აქვს და ქვემოთ რამდენიმე ყველაზე მთავარს ჩამოვთვლით:
- საკმაოდ სწრაფად და მარტივად ასაწყობი – აწყობის ეტაპები: უნდა გამოყოთ ფართი, მოასწოროთ ზედაპირი, მოაშოროთ ყველანაირი ზედმეტი საგანი, ნარჩენი, რომელსაც აუზის დაზიანება შეუძლია; აწყობის ადგილზე უნდა გააფინოთ წყალგაუმტარი მასალა; შეკრათ ზედა კარკასი; დაუყენოთ ფეხები აუზს მთელ პერიმეტრზე;
- ტევადობა – არსებობს განსხვავებული მოდელები, რომლებიც გამოდგება როგორც ბავშვებისთვის, ისე დიდებისთვის;
- უსაფრთხოება – ჩვეულებრივ, კარკასული აუზის კედლები არც ისე მაღალია, რაც იმას ნიშნავს, ბავშვებს თამამად შეუძლიათ, ზაფხულში ზედმეტი მეთვალყურეობის გარეშე გაგრილდნენ;
- გამძლეობა და სიმტკიცე – კარკასული აუზები მხოლოდ ისეთი მასალისგან მზადდება, რომელსაც გარემო პირობების ზემოქმედების მარტივად გადატანა შეუძლია. ამდენად, პრაქტიკულად, არ არსებობს კოროზიის რისკები. როგორც წესი, დროთა განმავლობაში, მასალა არ ცვდება, არ იხვრიტება და ასე შემდეგ;
- მობილურობა – დაშლილ მდგომარეობაში აუზს საკმაოდ მცირე გაბარიტები აქვს, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ გაიყოლოთ იქ, სადაც მოგესურვებათ: გნებავთ, აგარაკზე, გნებავთ – სოფელში.
- არ კარგავს ფორმებს – ეს უპირატესობა მნიშვნელოვნად გამოარჩევს კარკასულ აუზს გასაბერი აუზისგან. ზოგჯერ გასაბერი აუზი ჰაერს კარგავს და დეფორმირდება, რაც კარკასულისთვის უცხოა.
ზემოთ უკვე ვთქვით, რომ კარკასული აუზები მომხმარებლებში საკმაოდ პოპულარულია, Gardex.ge კი წამყვანი ბრენდების – Intex-ის, Sunclub-ისა და Avenli-ს პროდუქციას გთავაზობთ. ჩვენთან ნებისმიერი პროდუქტის შესახებ იმდენად კომპეტენტურ ინფორმაციას მიიღებთ, რომ არ მოგიწევთ სოციალურ ქსელებში გამოუცდელი ადამიანებისთვის ისეთი კითხვების დასმა, როგორიცაა: „რომელი კარკასული აუზი ჯობს?“, „ვისაც გქონიათ კარკასული აუზი, ღირს შეძენა?“ ან თუ მოწყობილობაზე მხოლოდ ლათინური ანბანი გაქვთ: „sad vnaxo karkasuli auzebi?“, „auzebi tu tsivi tskali?“…
დასკვნა
თუ კარკასული აუზის შეძენა გადაწყვიტეთ, კი მოგიყევით, რა უპირატესობებიც აქვს; ისიც იცით, Gardex.ge გამოცდილი მწარმოებლების პროდუქციას რომ გთავაზობთ; ზაფხულში რომ სიგრილე აუცილებელია, გამოცდილი გექნებათ, თან ბევრჯერ;
მოკლედ, თუკი პირადი ოაზისის შექმნა მოისურვეთ, გიწონებთ გადაწყვეტილებას, დამატებითი კითხვებისთვის კი ჩვენი ონლაინპლატფორმის პროფესიონალებს მიმართეთ – Gardex.ge-ზე ყველა მზად არის, მომხმარებლებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას.
დამატებით იხილეთ: შეიძლება თუ არა კარკასულ აუზებში ჩახტომა?