სოციალურ ქსელებში ხშირად შევხვდებით ხოლმე მსგავს კომენტარებს: ra xirs? fasi datseret! ra xirs auzebi? karkasuli auzebi ki ara, anabrebi daabrunet!..
ვერაფერს იზამ, ასეთია რეალობა: ფასი როცა წერია, მომხმარებლების ნაწილი მაინც ღირებულებით ინტერესდება, დანარჩენებს სულ სხვა საფიქრალი აქვს და მაგალითად, ანაბრების დაბრუნება ურჩევნია. Gardex.ge-ს არც ფასი აქვს დასამალი და მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად გახსნილია. მით უმეტეს, ისეთი ბრენდების პროდუქციას გთავაზობთ, როგორებიც, სხვა დანარჩენებთან ერთად, გახლავთ, Intex, Sunclub, Avenli და ასე შემდეგ.
რა თქმა უნდა, აუზები ტყუილად როდი ვახსენეთ, უფრო სწორად, კარკასული აუზები – ქვემოთ ამ თემას უკეთ გავშლით და თუკი რამე გაინტერესებთ, მაქსიმალურ ინფორმაციას მოგაწვდით.
კარკასული აუზისთვის ადგილის შერჩევით დავიწყოთ
ჯერ აუზი უნდა შეარჩიოთ, თუ ადგილი აუზისთვის – შესაძლოა, ეს დაახლოებით ისეთივე მარადიულ კითხვად იქცეს, როგორიცაა – ქათამი პირველი შეიქმნა, თუ კვერცხი?
მოდით, თავს ზედმეტად ნუ დავიტვირთავთ და დავიწყოთ ადგილის შერჩვით. როცა უკვე უშუალოდ კარკასული აუზის შერჩევაზე გადახვალთ, ხომ უნდა იცოდეთ წინასწარ, რის საშუალებას გაძლევთ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი?
მოკლედ, ადგილის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, არ აქვს მნიშვნელობა, კარკასული გადაწყვიტეთ, თუ უფრო იქით იხრებით, სადაც გასაბერი აუზები გეგულებათ. ნებისმიერ შემთხვევაში, აუზი წყალთან ერთად რამდენიმე ტონას იწონის და თუ მას არასათანადო ადგილზე განათავსებთ, მაგალითად, რბილ გრუნტზე, კონსტრუქცია შეიძლება, მიწაში ჩაეფლოს, ხოლო უსწორმასწორო ზედაპირმა მისი დეფორმაცია გამოიწვიოს.
კარკასული აუზის განთავსებისთვის შემდეგი მომენტები უნდა გაითვალისწინოთ:
- ონკანთან, ჭასთან სიახლოვე – აუცილებლად უნდა იზრუნოთ იმაზე, საიდან ჩაასხამთ აუზში წყალს. კარგად გათვალეთ, ზედმეტად შორს ხომ არ არის ონკანი თუ ჭა? მხოლოდ ის ხომ არ არის, აუზი განათავსოთ, მას ხომ წყლით ავსებაც სჭირდება, არა?
- ადგილმდებარეობა – თუ შესაძლებელია, აირჩიეთ ღია ადგილი შემაღლებულზე, ასეთ შემთხვევაში, მზე წყალს უფრო სწრაფად გაათბობს. უმჯობესია, თუკი ახლოს არ იქნება ბუჩქები და ხეები – წყალში ფოთლები აღარ მოხვდება.
- ზედაპირის რელიეფი – ბუნებრივია, ფართობი აუზის გაბარიტებს უნდა შეესაბამებოდეს. ასევე, შერჩეულ ადგილზე ბალახი უნდა მოითიბოს. მიწის მოსუფთავების შემდეგ, დარწმუნდით, რომ ზედაპირი თანაბარია. თანაბარ გრუნტზე წყლის სიმძიმე თანაბრად გადანაწილდება, დეფორმაციის რისკები თავს არ იჩენს და ასე შემდეგ. თუკი გრუნტი ზედმეტად რბილია, უმჯობესია, ხის პლატფორმა მოამზადოთ და აუზი მასზე განათავსოთ.
- კომფორტი – აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ტერიტორიას – დაგრჩათ საკმარისი თავისუფალი ადგილი? დიდი ალბათობით, აუზის გარშემო დეკორაციების გამოყენების სურვილი გაგიჩნდებათ. ბოლოსდაბოლოს, მაგიდებისა და შეზლონგების გადანაწილება მოგინდებათ და ეს მომენტიც გასათვალისწინებელია, რაღა თქმა უნდა.
საჭიროა თუ არა რეზერვუარის მიწაში ჩაფვლა?
ეს დამოკიდებულია, პირველ რიგში, აუზის ზომაზე და იმაზე, აპირებთ თუ არა შერჩეულ ადგილზე მის სამუდამოდ დატოვებას. რაც უფრო დიდია რეზერვუარი, მით უფრო რთული იქნება ყოველწლიურად მისი აწყობა-დემონტაჟი. დიდი ზომის კონსტრუქციებისთვის ქვემოდან საიმედო სიმყარეა საჭირო.
განვიხლოთ, რა არის საჭირო სხვადასხვა გაბარიტის მქონე აუზებისთვის:
- რეზერვუარი 500 ლიტრამდე მოცულობით – ასეთი კომპაქტური კონსტრუქციის დემონტაჟი მარტივია, ამდენად მას მხოლოდ ზაფხულის სეზონზე ტოვებენ და მიწის ზედაპირთან სიახლოვე საჭირო არ არის. თუმცა რეკომენდებულია, აუზის ქვემოთ წყალგაუმტარი მასალა გააფინოთ, რომელიც რეზერვუარის მიწისგან იზოლირებას უზრუნველყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გაჩნდება ტენიანობა, არ დაიწყებს ლპობას ახლადამოსული ბალახი.
- რეზერვუარი 5 ათას ლიტრამდე მოცულობით – ზამთარში, როგორც წესი, არც მას ტოვებენ, თუმცა საკმაოდ მძიმე კი ნამდვილად არის და შესაძლებელია, მიწაში ჩაეფლოს. აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია, აუზი სპეციალურად მომზადებულ ფართობზე განთავსდეს. ამისთვის საჭიროა გრუნტის ამოჭრა 3-5 სანტიმენტრით და ქვიშის დაყრა, რაც რბილ ნიადაგში ჩაღწევას, პრაქტიკულად, გამორიცხავს.
- რეზერვუარი 50 ათას ლიტრამდე მოცულობით – ასეთი აუზის ქვეშ მიწას საფუძვლიანი ჩაღრმავება სჭირდება. საჭიროა აუზის სიმაღლის დაახლოებით ერთი მესამედი ჭრილის ამოთხრა. მაგალითად, თუკი აუზის სიმაღლე 1 მეტრი და 20 სანტიმეტრია, ჭრილის სიღრმე 40 სანტიმეტრი უნდა იყოს. შემდეგ უკვე საჭიროა მყარი საძირკველი, რისთვისაც არაერთი მეთოდის გამოყენება შეიძლება. აგერ, რამდენიმე: ხრეში, ნატეხი ქვა;
მოდით, კარკასული აუზების შესახებ საუბარს ამჯერად აქ დავასრულებთ, თქვენ კი Gardex.ge-ზე სასურველი მოდელის უმალ შერჩევას გისურვებთ.
თუ კითხვები გაგიჩნდათ, ჩვენ მზად ვართ!