სადღესასწაულო და საახალწლო განათების დიზაინი და მონტაჟი მთელი საქართველოს მასშტაბით - აი, რას გთავაზობთ.

ახალი წელი, წლის საუკეთესო დროა და თქვენი სახლი თუ კოპანია იმსახურებს რომ განსაკუთრებულად და სადღესასწაულოდ გამოიყურებოდეს. Gardex-ის გუნდი გაგიმარტივებთ შესაფერისი საახალწლო განათების შერჩევისა და პროექტირების პროცესს. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ სრულ ციკლზე – მათ შორის ინსტალაციასა და სეზონის ბოლოს მისი დემონტაჟზეც კი.

ფართო მასშტაბიანი და  რთული განათების პროექტებიდან დაწყებული, გიგანტური ნაძვის ხეებით, საშობაო მწვერვალებით, განათებული ფიგურებით და სანტას სილუეტებით გაფორმებული სივრცეები. ჩვენი სერვისი კიდევ უფრო მეტ საინტერესო და ინოვაციურ მიდგომებს გთავაზობთ:

  • Avatar -ის მაღალი ხარისხის საახალწლო განათება უფრო გამძლეა ზამთრის ექსტრემალურ პირობებშიც კი, ხოლო პრემიუმ ხარისხის LED ნათურები უზრუნველყოფს უფრო მეტ განათებასა და ხანგძლივ სამუშაო რესურს, ჩვენი გუნდი ზუსტად მოარგებს განათებას თქვენს სახლს, ორგანზაციასა თუ ეზოს ის რომ ისინი განსაკუთრებულად ბრწყინავდნენ.
  • ჩვენი გუნდი ადგილზე გეწვევათ და გაგიწევთ პროფესიონალურ კონსულტაციას, მოგიმზადებთ განათების პროექტს, დაამონტაჟებს საახალწლო თუ სადღესასწაულო განათებას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დღესასწაულის შემდეგ მოახდენს მის დემონტაჟს სრულიად უფასოდ. თანმდევი საგარანტიო მომსახურება კი განაპირობებს ხარისხის გრძელვადიან გარანტიას.
  • პრემიუმ ხარისხი: მაღალი ხარისხი უზრუნველყოფს მდგრადობას ნებისმიერ ამინდში მათ შორის ძლიერი წვიმის, თოვლისა და ქარის პირობებშიც
  • ხანგძლივი სამუშაო რესურსი: ამცირებს სანათების ხშირად შეცვლის საჭიროებასა და მასზე გაწეულ დანახარჯებს
  • უსაფრთხოება: ჩვენი პროდუქციის უსაფრთხოება შეესაბამება ევროპული დირექტივის სტანდარტებს.
  • ენერგო ეფექტურობა: მაღალი ენერგოეფექტურობა და დაბალი ელექტროენერგიის მოხმარება უზრუნველყოფს  ძალიან მცირე ყოველთვიურ გადასახადს.
  • კონფიგურირებადი დიზაინი: შესაძლებელია ნებისმიერი ზომის, ფერის, დიზაინის განათების მოწყობა სტილისა და არქიტექტურის შესაბამისად.
  • დროული მომსახურება: ჩვენი სერვის ჯგუფი დროულად გაგიწევთ ხარისხიან მომსახურებას და საჭიროების შემთხვევაში განათების დემონტაჟს დღესასწაულის დასრულებისთანავე.
  • თანამედროვე ტექნოლოგია: განათების მართვის სხვადასხვა ტექნოლოგიური მეთოდები, მათ შორის ავტომატური გამორთვა ჩართვა (ტაიმერით), ღამის სენსორის მეშვეობით დაბინდებისას განათების ჩართვა და მზის ამოსვლისას მისი გამორთვა, მობილური აპლიკაციით მართვა და აშ.
  • გარანტია: საგარანტიო მომსახურება და პრობლემის შემთხვევაში დროული რეაგირება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.

საქორწინო და სადღესასწაულო განათებების დიზაინი, პრექტირება და მონტაჟი ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. ჩვენს მიერ შემოთავაზებული სადღესასწაულო განათება მორგებული იქნება თქვენს ყველა საჭიროებაზე, ასახავს უახლეს ტენდენციებს და ამავდროულად შეესაბამება ევროპული ხარისხის სტანდარტებს. 

ნავიგაცია