ლეონარდო და ვინჩის უთქვამს: „ბუნებამ იმდენად იზრუნა ყველაფერზე, ყველგან პოულობ ისეთ რაღაცას, რაც შეუფასებელ ცოდნას გაძლევსო“. თუმცა, რაღა ასე შორს წავიდეთ, ვაჟას გენიალური სიტვები გავიხსენოთ: „ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა… მაინც კი ლამაზი არის, მაინც სიტურფით ჰყვავისა!..“
ბუნებას რომ განსაკუთრებული ზრუნვა და მოფრთხილება სჭირდება, ამაზე საუბარს უბრალოდ, არ გაკადრებთ, სამაგიეროდ, იმაზე კი ბევრი გვაქვს სათქმელი, რას გთავაზობთ Gardex.ge საიმისოდ, რომ ბუნებას უფრო მეტად დაუახლოვდეთ, იგრძნოთ მეტი თავისუფლება, მეტი ბედნიერება, გაშალოთ ხელები, ფილტვები სუფთა ჰაერით შეივსოთ და მთელი ხმით შესძახოთ: „თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილი ირმების გუნდს – წყარო ანკარა…“
ისე, კაი გასისინებული 5-ვარსკვლავიანი ფეშენებელური სასტუმრო გადასარევია, ვერაფერს იტყვი, თუმცა ვარსკვლავებით გადაპენტილი ცის ქვეშ განმარტოებას გაცილებით ძლიერი ემოციების მოტანა შეუძლია და მეგობრები და საინტერესო ადამიანებიც თუ იქვე არიან, გაშალე კარავი, დაათნე კოცონი – მეტი რა უნდა ადამიანს ბედნიერებისთვის…
როგორი უნდა უნდა იყოს კარგი კარავი?
სხვათა შორის, გამოცდილი ტურისტ-მოლაშქრეები ამტკიცებენ, იდეალური კარავი არ არსებობს – „ყველას თავისი ოფოფები ჰყავს“ და იმიტომო, თუმცა მოდით, თქვენ Gardex.ge-ზე წარმოდგენილი Quechua-ს თუ Discovery-ს ბრენდის ნაწარმი მოსინჯეთ და დანარჩენს მერე ჩავუღრმავდეთ.
მაინც, რა უნდა ჰქონდეს კარგ კარავს? რამდენიმე მთავარი პირობა ასეთი გახლავთ:
- ლითონის ან მყარი მინაბოჭკოვანი ბოძები;
- ორფენიანი მასალა;
- ჰერმეტულად დამუშავები ნაკერები;
- მწერებისგან დამცავი ბადეები;
- ვენტილაცია…
კარვის ფორმები და სახეობები
არსებობს სამი ძირითადი ტიპის კარკასი, ყველა დანარჩენი ქვესახეობებია. ესენია:
- ორმხრივად დახრილი;
- ნახევარსფერო/გუმბათი/კუ;
- კასრი/გვირაბი;
- ორმხრივად დახრილი.
რაც შეეხება სახეობებს, მასიურად იწარმოება, ძირითადად, 4 სახეობის კარვები:
- ტურისტული;
- კემპინგის;
- სამთო ტურიზმის;
- ექსტრემალური პირობებისთვის.
რა განაპირობებს კომფორტს კარავში?
დავიწყოთ იმით, რომ Gardex.ge-ზე შესაძლებელია შეიძინოთ კარვები როგორც ლაშქრობა-კემპინგისთვის, ასევე, შეგიძლიათ, მოიძიოთ საბავშვო კარავი, თუმცა ამ უკანასკნელზე უფრო დეტალურად სხვა ბლოგში აუცილებლად ვისაუბრებთ. რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს, როგორიც არის კომფორტი კარავში, სათქმელი ნამდვილად ბევრია და მივყვეთ ნელ-ნელა.
იმას ვამბობდით, რომ კარვები არსებობს ერთფენიანი და ორფენიანი, ან შეიძლება, ვუწოდოთ ასეც: ერთტენტიანი და ორტენტიანი. რა ფორმისაც არ უნდა იყოს, უმჯობესია, ორფენიანი შეიძინოთ, სადაც კარვის შიდა ნაწილი და ტენტი ერთმანეთისგან გამოყოფილია. ჰაერის სწორი ცირკულაცია და ორმაგი დაცვა წვიმისა და ქარისგან ორფენიანი კარვის უზარმაზარი უპირატესობაა ერთფენიანთან შედარებით.
ერთფენიანი კარავი უფრო მსუბუქი და იაფია, თუმცა წვიმისგან დაცვის მხრივ დიდად საიმედო ვერ არის. ასევე, ბევრად მეტის სურვილს აჩენს ვენტილაციის შესაძლებლობებიც.
კარავში ყოფნა რომ კომფორტული იყოს, გამოთვალეთ ფართობი ერთ ადამიანზე – 70 x 200 სმ და სასურველია, ჭერი მჯდომარე პირს თავზე არ ეხებოდეს. თუკი კომპრესიულ ტომარაზე +1 წერია, ეს დამატებითი ადგილი ბავშვისთვის გახლავთ განკუთვნილი.
კარგ კარავში უნდა იყოს კოღოებისგან დამცავი ბადე და ცალკე ადგილი სხვადასხვა ნივთებისთვის, რომლებიც მზის, წვიმისა და ქარისგან იქნება დაფარული.
წყალგამძლეობა
კარვის შეძენისას აუცილებელია, ყურადღება მიაქციოთ ისეთ ციფრებს, როგორებიცაა, მაგალითად: 3000 მმ, 5000 მმ, 7000 მმ. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ახლავე გაგარკვევთ.
აბსოლუტურად ყველა კარავი წყალგაუმტარია, თუმცა ყველა ერთნაირი წარმატებით ამ მოვალეობას, ბუნებრივია, ვერ ასრულებს. რაც უფრო მაღალია წყალგაუმტარობის მაჩვენებელი, თქვენი კარავი მიტ მეტად გაუმკლავდება თავსხმა წვიმას.
კარვის არჩევისას იხელმძღვანელეთ მაჩვენებლებით: 3000 მმ ნალექი – ტენტისთვის, 5000-6000 მმ და მეტი – ძირისთვის. კემპინგის კარვებისთვის საშუალო მაჩვენებელი 1000 დან 3000-მდე მერყეობს. ხოლო თუკი მწვერვალების დალაშქვრა წვიმიან სეზონში გადაწყვიტეთ, კარვის წყალგამძლეობის მაჩვენებელი დაახლოებით 8000 მმ უნდა იყოს.
ვფიქრობთ, კარვების შესახებ საბაზისო ცოდნა ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის დახმარებით მცირედით მაინც გაგეზრდებოდათ, თუმცა კვლავაც შეგახსენებთ, რომ Gardex.ge მზად არის, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით კიდევ უფრო დეტალური კონსულტაცია გაგიწიოთ.