წესები და პირობები
ზოგადი პირობები
Gardex.ge-ს გამოყენებით, ადასტურებთ, რომ ხართ 18 წლის პირი, ან 16 წლის ასაკს მიღწეული პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი პირებისგან ნებართვა იმისთვის, რომ დაადასტუროთ ეს შეთანხმება, მიიღოთ მომსახურება ვებგვერდის საშუალებით და განკარგოთ შესაბამისი თანხები;
მკაცრად დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას, არ გაუმხელთ საკუთარი უსაფრთხოების მონაცემებს მესამე პირს;
არ განახორციელებთ სხვა ქმედებებს, რომელიც მიმართულია სხვა მომხმარებლის პირად და კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, მათ შორის, ანგარიშის უსაფრთხოების კოდებისა და სხვა მომხმარებლის პირადი აქტივების გაგება;
არ მოაჩვენებთ თავს სხვა მომხმარებლად, ან არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებსა და ანგარიშებს;
არ განახორციელებთ რაიმე ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებგვერდის ან მომსახურების სწორად მუშაობის პროცესს;
არ განახორციელებთ რაიმე ქმედებას, რომელიც აკრძალულია კანონით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და მსგავსი ვებსაიტებით გათვალისწინებული მომსახურების წესებით.
შესავალი
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „რენოვერ საქართველოს“ (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებას (შემდგომში „წესები და პირობები“), რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ კომპანიის კუთვნილი ვებგვერდის (შემდგომში პლატფორმა) გამოყენებასა და მომსახურების მიღებას.
წინამდებარე „წესებსა და პირობებზე“ დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ სურს კომპანიის მიერ ოპერირებად პლატფორმაზე ამ წესებითა და პირობებით განსაზღვრული სერვისებით სარგებლობა.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებს.
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს კომპანიის პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან, ან მესამე პირებისგან მოიპოვებს, მუშავდება თქვენი თანხმობის საფუძველზე, წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალობის პოლიტიკის შესაბამისად.
რეგისტრაციის ფორმაში „ვეთანხმები წესებსა და პირობებს“ მონიშვნით ასევე ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
კომპანიის მიერ სარეალიზაციოდ განთავსებული საქონლის/მომსახურების უკან დაბრუნება ხდება კომპანიის დაბრუნების პოლიტიკის შესაბამისად. რეგისტრაციის ფორმაში „ვეთანხმები წესებს და პირობებს“ მონიშვნით ასევე ეთანხმებით კომპანიის დაბრუნების პოლიტიკას.
!!! კომპანია აფრთხილებს მომხმარებელს, რომ ის ვალდებულია დაიცვას საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები.
ტერმინთა განმარტება
1.1. წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებსა და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
1.1.1. ანგარიში – ნიშნავს მომხმარებელის ან მერჩანტის მიერ ვებგვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს;
1.1.2. ავტორიზაცია – ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას და მოიცავს წინამდებარე წესებისა და პირობების მე-4 მუხლით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას;
1.1.3. გამოყენების წესები – ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებელისა და მერჩანტის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებგვერდზე;
1.1.4. ვებგვერდი – ნიშნავს Gardex.ge-ს, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების შეთავაზება;
1.1.5. მომხმარებელი (მყიდველი) – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს Gardex.ge-ს პლატფორმის საშუალებით შეიძინოს მერჩანტის პროდუქცია;
1.1.6. მერჩანტი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს პლატფორმის საშუალებით მოახდინოს პროდუქციის რეალიზაცია;
1.1.7. რენოვერ საქართველო ჩვენ ან ჩვენი – ნიშნავს Gardex.ge-ს, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 405548108, რეგისტრირებული მისამართი: საქართველო, თბილისი, პეტრე ქავთარაძის მე-3 შესახვევი N5, ან მასთან აფილირებულ ან მის ნებისმიერ შვილობილ პირს;
1.1.8. მომხმარებელი, მომხმარებლები – ნიშნავს Gardex.ge პლატფორმაზე რეგისტრირებულ მომხმარებელს ან/და მერჩანტს შესაბამისად, ცალ-ცალკე და ერთად;
1.1.9. მხარეები – ნიშნავს შპს რენოვერ საქართველოსა და მის მომხმარებლებს;
1.1.10. Gardex.ge პლატფორმა – Gardex.ge-ს მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს Gardex.ge-ს ვებგვერდს, ან/და Gardex.ge-სთვის ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხს;
1.1.11. ოპერაცია – მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.
1.1.12. უნივერსალური იდენტიფიკატორები – Gardex.ge-ს მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში და შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს Gardex.ge-ს რიგი დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური მომსახურების არხებით;
1.1.13. წვდომის კოდ(ებ)ი – კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც Gardex.ge-მ შესაძლოა მიაწოდოს მომხმარებელს ან/და მერჩანტს სხვადასხვა მომსახურებასთან წვდომისათვის;
1.1.14. ხელშეკრულება – მომხმარებლებსა და Gardex.ge-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
1.2. სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.
- განცხადებები და გარანტიები
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელირებელი ადასტურებს, რომ:
2.1 არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან 18 წლის ასაკს მიღწეული, ქმედუნარიანი ფიზიკური პირი;
2.2. გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს Gardex.ge-ს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
2.3. მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
2.4. გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
2.5. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
2.6. მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არც ერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელირებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
2.7. პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
2.8. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული Gardex.ge-ს ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ Gardex.ge-სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
2.9. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
2.10. თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, Gardex.ge-მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;
2.11. მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს Gardex.ge-ს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
2.12. Gardex.ge ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია Gardex.ge-ს მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.
3.იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები
3.1. მომხმარებლის სახელი – დისტანციური მომსახურების მისაღებად, ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო, ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრული ერთ-ერთი პარამეტრი, რომელიც უნიკალურია;
3.2. პაროლი – ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთანავე, Gardex.ge-ს მიერ შერჩეული დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის ან კომუნიკაციის სხვა არხის საშუალებით. პაროლი ექვემდებარება შემდგომ განახლებას/ცვლილებას მომხმარებლის სურვილისამებრ.
3.3. მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3.4. მომხმარებლის პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო ნომერი;
3.5. მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი – ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი/ მერჩანტი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად მომხმარებელს/ მერჩანტს შესაძლოა განესაზღვროს ავტორიზაციის განხორციელების ვალდებულება მარტივი (სახელისა და პაროლის გამოყენება) ან რთული (სახელის, პაროლისა და ერთჯერადი კოდის გამოყენება) ავტორიზაციის მეთოდით. ავტორიზაციის მეთოდი ყოველი შესაბამისი დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის/მომსახურებებით სარგებლობისათვის ასევე რეგისტრირდება ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში.
3.6. მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის რენოვერ საქართველომ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები.
4.ავტორიზაცია
4.1. ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებგვერდის გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.
4.2. ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.
5.მომხმარებელის მიერ სასურველი პროდუქტის შერჩევა, შეკვეთის განთავსება, ყიდვა, მიღება და ტრანზაქციის გაუქმების პირობები
5.1. ავტორიზაციის შემდეგ მომხმარებელი ვებგვერდის საშუალებით გადადის მთავარ გვერდზე, საიდანაც მას შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.
5.2. ნავიგაციის ღილაკების საშუალებით მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველი პროდუქციის კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი საფასო კატეგორიის, მერჩანტის, პროდუქტის მახასიათებლების ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით.
5.3. მომხმარებელი „დასტურის“ ღილაკის მონიშვნით ირჩევს და ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს საკუთარ კალათაში.
5.4. პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ მომხმარებელი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა სერვისის მომსახურების საფასური.
5.5. მომხმარებელი Gardex.ge პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
5.6. მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი ნივთის დაბრუნების უფლებით, თანდართული დაბრუნების პოლიტიკის მიხედვით.
5.7. მომხმარებლის მიერ Gardex.ge პლატფორმის საშუალებით არჩეული ნივთი შეძენილად ითვლება და მომხმარებელს ნივთზე საკუთრების უფლება გადაეცემა მას შემდეგ, რაც ეს ნივთი კომპანიის მიერ მომხმარებელს ან მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ პირს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მიტანის ადგილას ჩაბარდება.
5.8. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის გაუქმება.
5.9. თუ კომპანია გააუქმებს მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ტრანზაქციას, კომპანია ვალდებულია მომხმარებელს, იმავე ანგარიშზე და იმავე ოდენობით დაუბრუნოს თანხა, რაც მომხმარებელმა გადაიხადა კომპანიის მიერ ტრანზაქციის გაუქმებამდე.
5.10 შეკვეთა შესაძლოა დაკორექტირდეს მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაციით და შეკვეთის თანხებს შორის სხვაობის დამატებით ჩამოჭრას ან დაბრუნებას მომხმარებელი ადასტურებს თავისი პროფილიდან „დასტურის“ ღილაკზე დაჭერით ან Gardex.ge-ის ოპერატორთან სატელეფონო საუბრისას.
- Gardex.ge -სა და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება
6.1. მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საკრედიტო ბარათით, რაც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას.
6.2. საკრედიტო ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის შპს „რენოვერ საქართველო“.
6.3. შპს „რენოვერ საქართველო“ მომხმარებლებს საკრედიტო ბარათით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით.
6.4. მომხმარებელი Gardex.ge-სთან ანგარიშსწორებას ახდენს გადახდის შემდეგი მეთოდებით:
VISA, MASTERCARD, AMERICAN EXPRESS ბარათით საიტზე www.gardex.ge
ონლაინ განვადებით
საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით
ნაღდი ფულით ანგარიშსწორებით
- საგარანტიო პირობები
7.1. მხარეები თანხმდებიან, რომ კონკრეტულ პროდუქტზე საგარანტიო პირობების გავრცელება და მისი მოქმედების ვადა წარმოადგენს სრულად მწარმოებლის პრეროგატივას და შპს „რენოვერ საქართველოს“ არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა საგარანტიო პირობების არ არსებობის/ საგარანტიო პერიოდში პროდუქტთან დაკავშირებული რაიმე ნაკლის/ შეუსაბამობის გამოსწორებაზე უარის თქმის გამო.
7.2. საგარანტიო პირობების არსებობისას, მომხმარებელის მიერ საგარანტიო ვადის განმავლობაში პრეტენზია წარედგინება უშუალოდ საგარანტიო ტალონში მითითებულ შპს „რენოვერ საქართველოს“ მომსახურე სერვისს ცენტრს.
8.პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა
8.1. Gardex.ge უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, ელექტრონული ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება, ისარგებლოს პლატფორმით, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნები. აღნიშნულ შემთხვევაში ანგარიშის დახურვა ან სარგებლობის შეზღუდვა ხდება ამ მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან;
8.2. იმ შემთხვევაში, თუ შპს „რენოვერ საქართველო“ 8.1 მუხლით განსაზღვრული მიზეზით დახურავს ანგარიშს ან შეზღუდავს მის გამოყენებას, მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი თავისი ან სხვისი სახელით შექმნას ახალი ანგარიში.
8.3. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს Gardex.ge პლატფორმის გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის ვალდებულების შეწყვეტას.
- www.gardex.ge-ის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
9.1 თქვენ თანხმდებით, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა შპს „რენოვერ საქართველოს“ ვებგვერდითა და მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.
9.2 შპს „რენოვერ საქართველო“ უზრუნველყოფს თქვენს წვდომას ვებგვერდზე და მომსახურების გაწევას წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად. შპს „რენოვერ საქართველო“~“ არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ იძლევა მომსახურებასთან ან რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს, შესაბამისად, გამოირიცხება (კანონით დადგენილ ფარგლებში) შპს „რენოვერ საქართველოს“ პასუხისმგებლობა აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, ნაგულისხმევი გარანტიები, დამაკმაყოფილებელ ხარისხი ან/და თქვენს მიზნებთან შესაბამისობა) კერძოდ, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებგვერდი ან/და მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.
9.3 შპს „რენოვერ საქართველო“ არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს ან ნებისმიერ მესამე პირის მიერ მომსახურების გამოყენებასთან, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ზიანი ბიზნესის დაკარგვისთვის, მოგების დაკარგვისთვის (მათ შორის მოსალოდნელი მოგების დაკარგვის ან მიუღებლობისთვის) ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტისთვის, ან სხვა ფულადი ან არსებითი/ნივთობრივი დანაკარგისთვის.
9.4 შპს „„რენოვერ საქართველო“ არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე, სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, დანაკარგისა და ზიანისთვის რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს მიერ საიტზე არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან. შპს „რენოვერ საქართველო“ არ არის პასუხისმგებელი ინტერნეტ ვებ-გვერდის ბმულის შინაარსზე, რომელზეც გადამისამართდებით ვებ-გვერდიდან ან მისი მომსახურებიდან.
9.5 თქვენ ადასტურებთ, რომ შპს „რენოვერ საქართველო“ არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, ვებგვერდზე წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტის შემთხვევაში.
9.6 თქვენ ეთანხმებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ შპს „რენოვერ საქართველოს“ ვებგვერდი არ იმუშავებს გამართულად, ოპერაციის, ტრანზაქციის ან ტრანსმისიის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის ან ხაზების დაკარგვის ან დაზიანების, მესამე პირთა მიერ საიტის ან მისი შემადგენლობის მესამე პირთა მიერ უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში:
9.7 შპს „რენოვერ საქართველო“ არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგისთვის, მათ შორის მოგების დაკარგვისთვის, რომელიც გამოიწვია ზემოაღნიშნულმა, და ასეთი დანაკარგი არ ანაზღაურდება;
9.8 თუ რაიმე ასეთი შეცდომა გამოიწვევს თქვენი მოგების ან თქვენთვის გადასახდელი მოგების გაზრდას, თქვენ არ გაქვთ უფლება მიიღოთ ასეთი მოგება. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეგვატყობინოთ ასეთი შეცდომის შესახებ და დააბრუნოთ ასეთი შეცდომის შედეგად თქვენს ანგარიშზე ჩარიცხული ყველანაირი მოგება (შპს „რენოვერ საქართველოს“ მითითების შესაბამისად) ან შპს „რენოვერ საქართველომ“ შესაძლოა, თავისი შეხედულებისამებრ, ჩამოგაჭრათ თქვენი ანგარიშიდან აღნიშნული მოგების ოდენობითი თანხა.
9.9 შპს „რენოვერ საქართველო“ პასუხისმგებელია:
9.9.1 მომხმარებლის წინაშე პირად ანგარიშზე ოპერაციების წარმოების სისწორესა და დროულობაზე წინამდებარე პირობებით განსაზღვრული წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
9.9.2. პირად ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
9.10 შპს „რენოვერ საქართველო“ არ აგებს პასუხს:
9.10.1. პროდუქტის ხარისხზე;
9.10.2. საგარანტიო პირობების არსებობისას, საგარანტიო ვადაში მერჩანტის მიერ ასეთი პირობებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობასა ან/და არაჯეროვან შესრულებაზე;
9.10.3. ნაკლის მქონე პროდუქტის რეალიზაციის შედეგად დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს მიუღებელ შემოსავალს, ბიზნესის დანაკარგს და რეპუტაციისათვის მიყენებულ ზიანს.
9.10.4. შპს „რენოვერ საქართველო“ არ იღებს პასუხისმგებლობას არანაირი ოპერაციის, ვალდებულების, ან გადასახდელის განსაზღვრასა და გადახდაზე, რომელიც გამომდინარეობს მომხმარებელსა და მერჩანტს შორის არსებული გარიგებიდან;
9.10.5. მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის ნებისმიერი მიზეზით გაუქმებისას დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის.
9.11. წინამდებარე პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს წინამდებარე პირობებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას; მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ პირობების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და პირობებით დადგენილი წესით;
10.ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
10.1. წინამდებარე წესების და პირობების ძალაში შესვლის შემდგომ ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე.
10.2. მომხმარებელის მიერ ამ პირობებით და მის მიერ პროდუქტის შეძენისას, პროდუქტის საფასურის სრულად და ჯეროვნად Gardex.ge-სთვის გადახდა წარმოადგენს მისი ფულადი ვალდებულების შესრულებას. ფულადი ვალდებულების შესრულება არ იწვევს წინამდებარე წესების და პირობების შეწყვეტას;
- მარეგულირებელიკანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
11.1. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
11.2. მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო;
11.3. ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით;
11.4. თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი უპირობოდ თანახმა არიან სურვილის შემთხვევაში მიმართონ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებს.
12.წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა
12.1. წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებები განხორციელებულ იქნება Gardex.ge-ს მხრიდან მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუმცა, პირობებში არსებითი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მომხმარებელმა მომსახურების შეუფერხებლად მიღების გასაგრძელებლად ხელმეორედ უნდა განაცხადოს მათზე თანხმობა. პირობების ყოველი არსებითი ცვლილებისას მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა განაცხადოს თანხმობა Gardex.ge ნებისმიერი არხით სარგებლობისას.
13.ერთიანი ხელშეკრულება
13.1 წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებგვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.
- ნივთის შეძენა და მიღების წესი
14.1. მომხმარებელი Gardex.ge-ს პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
14.2. შეძენილი პროდუქტის მიმღები/ჩამბარებელი შეიძლება იყოს:
თავად შემძენი (მომხმარებელი) პირადად;
მომხმარებელის მიერ მითითებული ნებისმიერი სხვა პირი.
14.3. თუ მომხმარებელი არ იბარებს შეძენილ პროდუქტს პირადად და სურს, რომ მის ნაცვლად ჩაიბაროს სხვა პირმა, ასეთ შემთხვევაში, მან Gardex.ge-ს უნდა მიაწოდოს ჩამბარებლის პირადი მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რათა Gardex.ge-მ მოახდინოს ჩამბარებლის სწორად იდენტიფიცირება და პროდუქტის ჩაბარება.
14.4. წინამდებარე პუნქტში აღწერილი წესი მოქმედებს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით (ბარათით), ნაღდი ფულით ანგარიშწორებით ან საბანკო გადარიცხვით შეძენილი პროდუქტის მიმართ.
14.5. მომხმარებელის მიერ პროდუქტის განვადებით შეძენის შემთხვევაში, შეძენილი პროდუქტის ჩაბარება Gardex.ge-ს მიერ ხდება მხოლოდ მომხმარებელზე
14.6 Gardex.ge უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს გააუქმოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული შეკვეთა.
- ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკა
15.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ Gardex.ge-ს ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკას. ჩვენს ვებ-გვერდზე – Gardex.ge-ზე შესვლით და ვებგვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკას და ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას.
15.2. ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკა ეხება თქვენს მიერ შეძენილი ნივთის დაბრუნების ან შეცვლის სურვილის შემთხვევაში ნივთის დაბრუნების/შეცვლის წესებსა და პირობებს.
- გარდამავალი დებულებები
16.1. წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე;
16.2. მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია Gardex.ge-ს მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც Gardex.ge მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
16.3. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;
16.4. Gardex.ge–ს უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობების ტექსტში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომხმარებელს Gardex.ge-ს საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის ვებ-გვერდის, Gardex.ge-ს ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა არხის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
16.5. მომხმარებელი, Gardex.ge-სთან წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს;
16.6. მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია Gardex.ge-ს იურიდიული მისამართი;
16.7. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით;